აგრარული განათლებააგროტექნოლოგიებირუბრიკებიფერმერი ფერმერს

ნიადაგში მობინადრე ორგანიზმები

ნიადაგში მობინადრე ორგანიზმები _ ერთმანეთთან აკავშირებენ არაორგანულ და ორგანულ ნივთიერებებს და ქმნიან ახალ ერთობლიობას, რომელსაც ნოყიერი ნიადაგი ეწოდება. ამდენად ნიადაგი მინერალების და მცენარეები შრომის მდგარ ცოცხალ „ორგანიზმად“ შეიძლება წარმოვიდგინოთ.

პრობლემა ის არის, რომ მცენარეებისთვის საჭირო საკვები ნივთიერებების ხშირად მათთვის აუთვისებად ფორმებში იმყოფებიან. ნიადაგში არსებული სუბსტანციის დაშლის და აღდგენის პროცესში, რომელშიც უამრავი ცოცხალი ორგანიზმი იღებს მონაწილეობას, საკვები ნივთიერებები გამონთავისუფლდება, ანუ ისინი მცენარისთვის ათვისებად ფორმაში გადადის.

გარდა ამისა, ორგანიზმები აფხვიერებენ ნიადაგს და ამით დიდად უწყობენ ხელს ფესვების აერაციას და ნიადაგის სტრუქტურის გაუმჯობესებას.

ერთი ჰექტარი მდელოს ქვეშ 20 სმ. სიღრმეზე 650 კგ. ოგრანიზმებია. ნიადაგის კარგ სტრუქტურას და მის ნაყოფიერებას ქმნიან მასში მცხოვრები ორგანიზმები და მითი მრავალფეროვნება. ბიომეურნე უნდა ზრუნავდეს არა მარტო მცენარეული საფარის და ცხოველების მრავალფეროვნებაზე, არამედ ნიადაგში მცხოვრები ორგანიზმების მრავალფეროვნების მნიშვნელოვან, მაგრამ მხოლოდ ერთ ნაწილს წარმოადგენენ და მ ათი განხილვა, როგორც დამოუკიდებელ, თავის თავში ჩაკეტილი არსებობისა, დაუშვებელია.

სოკოები და ბაქტერიები

სოკოები და ბაქტერიები ხელს უწყობენ ორგანული ნივთიერებების გახრწნას და მცენარეებისთვის საჭირო ნივთიერებების მათთვის ათვისებად ფორმაში გადაყვანას.

პარკოსანი მცენარეების ფესვებთან სიმბიოზში მყოფი ზოგიერთი ბაქტერია ჰაერში არსებულ აზოტს აფიქსირებს და მცენარისთვის ათვისებად ფორმად გარდაქმნის.  ბუნებაში უამრავი სხვა ტიპის ბაქტერია და სოკო არსებობს. მათ მკაცრად განსაზღვრული ფუნქცია აქვთ. მაგ. ზოგიერთი სოკოს და ბაქტერიის მეშვეობით ხდება ორგანული სუბსტანციის დაშლა და მინერალიზაცია.

 

ჭიაყელები

კარგ ნიადაგში 1 ჰა-ზე დაახლოებით 600 კგ. ჭიაყელა ცხოვრობს. ჭიაყელების ეს რაოდენობა (ინგლისელი მეცნიერის სერ ალბერტ ჰოვარდის მონაცემების მიხედვით) გამოყოფს 12-15ტ. ექსკრემენტს. დაახლოებით სამი წლის განმავლობაში ბაღის ნიადაგს ჭიაყელები მთლიანად გადაამუშავებენ. მათ მიერ გამოყოფილი ექსკრემენტები მაღალი კონცენტრაციით  შეიცავს მცენარისთვის საჭირო საკვებ ნივთიერებებს, მათთვის ათვისებად ფორმაში. ჭიაყელებით დაუსახლებულ ნიადგთან შედარებით იგი შეიცავს:

♦ 4-ჯერ მეტ აზოტს,

♦ 7-ჯერ მეტ ფოსფორს,

♦ 11-ჯერ მეტ კალიუმს,

♦ 2-ჯერ მეტ მაგნიუმს.

ჭიაყელები ბიომეურნეობაში დიდ როლს ასრულებენ. ნიადაგის წიაღში მათი  საძრომების ხშირი ქსელი, რომელიც 3 მეტრის სიღრმეზე აღწევს, არსებითად აუმჯობესებს ჰაერის და წყლის ცირკულაციას, ხოლო ნიადაგქვეშა მყარ და დატკეპნილ ფენებს აფხვიერებს.

მწერები

ნიადაგის მწერები ძირითადად იმ ფენაში ბინადრობენ, სადაც ორგანული ნივთიერებების მინერალიზაცია ხდება. ამ ფენაში ისინი სწრაფად მრავლდებიან წელიწადის თბილ დროს. მწერების მრავალფეროვნება ხელს უწყობს იმას, რომ მათი სახეობებიდან არცერთი არ ჩაგრავს სხვებს, ანუ არ გადაიქცევა მავნე ორგანიზმად.

სოფლის მეურნეობისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა ისეთი მწერები, როგორიც არიან მტაცებელი ბზუილები, ჭიამაია, აგრეთვე ტკიპები და ბაღლინჯოები.

„ბიომეურნეობის საფუძველები“,

ზურაბ კარბელაშვილი