ნივრის მოვლა მოყვანა, ნიადაგის მომზადება, თესლის შერჩევა, მოსავლის აღბა-შენახვა
ნიორი – A. Sativum L. ნივრის სამშობლოდ ცენტრალური აზია, ავღანეთი და ინდოეთი ითვლება. გარეული ნიორი საქართველოშიც არის გავრცელებული „გველის ნიორას“ სახელწოდებით.
ნიორს მრავალმხრივი გამოყენება აქვს, იგი გამოიყენება კულინარიაში, კვების მრეწველობაში და მედიცინაში როგორც სამკურნალო საშუალება. ნიორს გააჩნია ფიტონციდური და ანტისეპტიკური თვისებები, რაც გამოწვეულია მასში არსებული ეთერზეთებით; ამ ნივთიერების გარდა ნიორი შეიცავს დარიშხანოვან ნაერთებს, რომლებსაც აქვთ სამკურნალო თვისებები, ამიტომ მას უხსოვარი დროიდან იყენებენ სხვადასხვა დაავადებების წინააღმდეგ ხალხურ მედიცინაში.
კულტურის ბოტანიკური და ბიოლოგიური დახასიათება ნიორი შროშანისებრთა ოჯახს მიეკუთვნება. ის მოყავთ ერთწლიანი კულტურის სახით კბილების ვეგეტატიურად გამრავლების შედეგად. მისი ფოთლები ვიწროა, გრძელი თასმისმაგვარი, ფერი კი მუქი მწვანე. არსებობს მოყვავილე ფორმებიც, რომლებიც ინვითარებენ საჰაერო ბოლქუნებს. თუ საჰაერო ბოლქუნებით ხდება გამრავლება, მაშინ ნიორი სამწლიანია:
სავეგეტაციო პერიოდი _ 160-200 დღე;
კბილების გაღივება – 4-6°C;
მცენარის ზრდა 18-20°C;
ბოლქვის განვითარება 18-27°C;
აღმონაცენი უძლებს მინუს 7-8°C;
თოვლის საფარის ქვეშ უფრო მაღალ ყინვებს უძლებს;
ვეღარ ვითარდება 30°C-ზევით;
მოსავლიანობა: 12-15 ტონა /ჰა-ზე.
ნიადაგის დამუშავება და განოყიერება
ნიადაგი ნიორისთვის უნდა იყოს კარგად განოყიერებული გადამწვარი ნაკელით, მოხვნამდე შეგვაქვს ორგანული და PK სასუქის სრული დოზა.
ნიადაგის ანალიზის არქონის შემთხვევაში მინერალური სასუქების რეკომენდირებული ნორმა:
N80 კგ/ჰა-ზე მოქმედი ნივთიერება;
P120 კგ/ჰა-ზე მოქმედი ნივთიერება;
K90 კგ/ჰა-ზე მოქმედი ნივთიერება;
ორგანული სასუქი 50-60 ტ/ჰა-ზე;
მოხვნის სიღრმე 22-26 სმ;
დარგვს წინ კულტივაცია, ფრეზირება მოსწორება;
ბაზოების ფორმირება;
სიგანე -1,0-1,2 მ;
სიმაღლე -15-20 სმ.
სარგავი მასალის შერჩევა
ნივრის დასარგავად გამოიყენება ნივრის გარეთა მსხვილი კბილები, კბილების სიდიდეზეა დამოკიდებული მოსავლის რაოდენობაც და ხარისხიც.
ანაგულის (შიგნითა კბილები) გამოყენება არ შეიძლება;
სარგავი მასალა შეიძინეთ სანდო ადგილზე;
სარგავი მასალა შეინახეთ დეზინფიცირებულ, გრილ ( 3-5°C), მშრალ, მავნებლებისა და მზის სხივებისგან დაცულ სათავსოში;
სარგავი მასალა დაამუშავეთ პესტიციდებით.
დარგვა და დარგვის ნორმები
ნიორი ირგვება როგორც შემოდგომით, ასევე ადრე გაზაფხულზე. მცირე ფართობებზე დარგვა შეიძლება ხელით, დიდ ფართობებზე კი სპეციალური სარგავი მანქანით:
შემოდგომით – ოქტომბრის მეორე დეკადა, ნოემბრის პირველი დეკადა;
გაზაფხულზე – თებერვალი, მარტის დასაწყისი;
უკეთესია შემოდგომით დარგვა.
1 ჰა-ზე საჭიროა:
მსხვილ კბილა – 1200-1500 კგ;
წვრილ კბილა – 800-1200კგ;
კვების არე:
მწკრივში მცენარეებს შორის (წვრილ კბილა) 5-6 სმ.;
მწკრივში მცენარეებს შორის (მსხვილ კბილა) 8-10 სმ.;
მწკრივთაშორის მანძილი 20-25 სმ.;
შემოდგომით დარგვის სიღრმე 4-5 სმ.;
გაზაფხულზე დარგვის სიღრმე 2-3 სმ.;
1 მეტრი სიგანის ბაზოზე 4-5 მწკრივი.
ნათესის მოვლა
ნივრის ნაკვეთი უნდა იყოს სარეველებისგან სუფთა, ამისთვის ნათესში ტარდება გამარგვლა, ნიადაგის გაფხვიერება, თოხნა 2-3-ჯერ ვეგეტაციის პერიოდში და 1-2-ჯერ მორწყვა.
ხახვის ბუზის, ნივრის ოთხფეხა ტკიპას წინააღმდეგ ინსექტიციდის შესხურება სასურველია 2-ჯერ ან 3-ჯერ. დაავადებების წინაამღდეგ ფუნგიციდის შესხურება კი დაწყებული მარტის თვიდან, საჭიროების მიხედვით.
ადგილი თესლბრუნვაში
თესლბრუნვაში ნივრის საუკეთესო წინამორბედი კულტურებია:
პარკოსნები, საადრეო კომბოსტო და კიტრი;
გასათვალისწინებელია, რომ ნიორის დარგვა დაუშვებელია ხახვნაირი მცენარეებისგან
განთავისუფლებულ ნაკვეთზე არანაკლებ 3-4 წელი.
მოსავლის აღება
ნივრის მოსავლის აღება ხდება, როგორც კი ფოჩი გაყვითლდება და ჩაწვება. მოსავლის აღება ხდება ხელით ან/და ამომთხრელი მანქანით.
შენახვა
იწვნება გალებად და იკიდება;
ეჭრება ფოჩი და ინახება გრილ, დეზინფიცირებულ, მავნებლებისგან დაცულ სათავსოში.
შემდგენელი: ელენე მოთიაშვილი, ნატო კაკაბაძე