აგროსიახლეები

ნორვეგიაში საშემოდგომო ხორბლის კლიმატგამძლე ჯიშების შექმნაზე მუშაობენ

ნორვეგიაში საშემოდგომო ხორბლის საჰექტრო მოსავლიანობა წლიდან წლამდე მნიშვნელოვნად იცვლება. სწორედ ამიტომ, ნორვეგიის ბიოეკონომიკური კვლევების ინსტიტუტი (NIBIO) სწავლობს, როგორ შეიძლება ბოლო დროს ქვეყნის მკვეთრად ცვალებად და უპროგნოზო კლიმატურ პირობებში შესაძლებელი გახდეს საშემოდგომო ხორბლის უფრო სტაბილური და ხარისხიანი მოსავლის მიღება.
ნორვეგია, როგორც ბევრი ჩრდილოეთის ქვეყანა, ცდილობს საკვებზე საკუთარი დამოკიდებულება შეამციროს. ამის მისაღწევად საჭიროა მეტი მარცვლეულის ადგილობრივად წარმოება, განსაკუთრებით საშემოდგომო ხორბლის, რომელიც შემოდგომაზე ითესება და გაზაფხულზე სწრაფად ვითარდება.

ამ მიზნისთვის NIBIO-მ და მისმა პარტნიორებმა ოთხწლიანი კვლევითი პროექტი „Prohøst“ წამოიწყეს, რომლის მიზანი კლიმატურად გამძლე და ბაზარზე ორიენტირებული საშემოდგომო ხორბლის წარმოების მოდელის შექმნაა.

საშემოდგომო ხორბალი, თეორიულად, საგაზაფხულო ხორბალზე უფრო უხვმოსავალიანია თუ გარემო პირობები სტაბილურია.
თუმცა, როგორც პროექტის ხელმძღვანელი, მკვლევარი ანნბიორგ კრისტოფერსენი განმარტავს:

„ნორვეგიაში ეს იშვიათად ხდება. ფერმერები ხშირად ებრძვიან მკაცრ ზამთარს, ტემპერატურის მკვეთრ ცვალებადობას და ნიადაგი ნესტიანობას.“

ნორვეგიული ზამთარი ხანგრძლივია, ხოლო ტემპერატურის სწრაფი ცვლილებები ხშირად იწვევს ნიადაგის გაყინვა-გალღობას, რაც აზიანებს გაღიებული ხორბლის ფესვებს. ზედმეტი ნალექი ან გვალვა პრობლემად იქცევა როგორც შემოდგომაზე, ისე გაზაფხულის ვეგეტაციის პერიოდში.

კრისტოფერსენის თქმით, ბაზარზე არსებული ხორბლის ჯიშები ყოველთვის ვერ ერგება ნორვეგიის კლიმატს.
„ჩვენი ამოცანაა ისეთი ჯიშების გამოყვანა და გამოცდა, რომლებიც უკეთესად გადაიტანს ზამთარს და სტაბილურ, ხარისხიან მოსავალს მოგვცემს. პარალელურად ვმუშაობთ იმის შეფასებაზეც, როგორ შეიძლება სხვადასხვა რეგიონში სასურსათე ხორბლის ხარისხის მიღწევა, ცხოველების საკვების ნაცვლად,“ — აღნიშნავს იგი.

კვლევის კიდევ ერთი მონაწილე, ინგერდ სკოუ ჰოფგაარდი, ამბობს, რომ სიცივი და სითბოს ბალანსი შემოდგომაზე განსაზღვრავს მცენარის ზამთრის გამძლეობას. თუმცა, როდესაც თოვლი დიდხანს ფარავს გაუყინავ ნიადაგს, ჩნდება სოკოვანი დაავადებების საფრთხე, განსაკუთრებით მაშინ, თუ მცენარე უკვე საკმაოდ განვითარებულია.

„ჩვენ დავადგინეთ, რომ შემოდგომაზე ფუნგიციდებით დამუშავება მნიშვნელოვნად ზრდის როგორც მოსავლიანობას, ისე მარცვლის ხარისხს,“ — დასძენს ჰოფგაარდი.

პროექტის ფარგლებში მეცნიერებმა შეისწავლეს ნიადაგის მინიმალური დამუშავების მეთოდები, მათ შორის ნულოვანი დამუშავება და პირდაპირი თესვა.
პირველ შემთხვევაში მუშავდება მხოლოდ თხელი ზოლი, მეორე შემთხვევაში კი მარცვალი პირდაპირ მიწის ზედაპირზე ითესება, გუთნით ან დისკოებით წინასწარი დამუშავების გარეშე.

NIBIO-ს მკვლევარი ტილ ზეეჰუზენი აღნიშნავს, რომ ეს მიდგომები წარმატებული აღმოჩნდა:

„როგორც რომერიკეში, ისე ფოლოს რეგიონში ჩატარებულმა ტესტებმა აჩვენა, რომ მინიმალური დამუშავება ზოგჯერ უკეთეს მოსავალს იძლევა, ვიდრე ტრადიციული გუთვნა. სწორი აგროტექნიკური ოპერაციები, მაგალითად, ჩალის დაქუცმაცება და გადანაწილება, გადამწყვეტ როლს თამაშობს.“

მისივე თქმით, კლიმატის ცვლილების ფონზე, მნიშვნელოვანია გარემო პირობების ოპტიმალური გამოყენება:
„მინიმალური დამუშავება ამცირებს შრომით დანახარჯებს და ამავდროულად ზრდის ნიადაგის ტენიანობის შენარჩუნების უნარს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.“

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ბოლო წლებში შემოდგომის ტემპერატურა ნორვეგიაში გაიზარდა, რამაც თესვის ვადების გადახედვა გახადა აუცილებელი.
ახალი რეკომენდაციებით, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ოპტიმალური თესვის პერიოდი რეგიონების მიხედვით ასეთია:

ნორვეგიელი მეცნიერების თქმით, ზამთრის ხორბალი შეიძლება გახდეს ქვეყნის საკვები უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი საყრდენი, თუ დაითესება სწორად შერჩეული ჯიშები და ნიადაგის დამუშავების თანამედროვე მეთოდები.

პროექტი Prohøst ნათლად აჩვენებს, რომ კლიმატის ცვლილებების მიუხედავად, მეცნიერებას და აგროტექნოლოგიებს ერთად შეუძლიათ ფერმერებისთვის მყარი და პროგნოზირებადი წარმოების პირობების შექმნა.

წყარო: NIBIO