აგრარული განათლებადარგებიმებაღეობა

ნუშის კულტურაზე მოქმედი ფაქტორები, ჯიშების მიმოხილვა

ნუში უპირატესობას ანიჭებს შედარებით ტუტე რეაქციის, ზომიერად ნაყოფიერ თიხნარ კარბონატულ ნიადაგებს. შედარებით შეზღუდულია მისი ზრდა ისეთ ნიადაგებზე, სადაც ტენიანობის დიდი ხნით შენარჩუნების საშიშროება არსებობს.

ნუშის ფესვთა სისტემას აქვს გაზარდილი მოთხოვნა ჟანგბადის მიმართ, ამიტომ კარგი აერაციის მქონე ნიადაგებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. აღნიშნული თვისების გამო, მისი გაშენება შესაძლებელია ხირხატ-ქვიან ადგილებშიც.

ტემპერატურული რეჟიმი

ნუში სინათლისმოყვარე და საკმაოდ გვალვაგამძლეა, მოსავლის მისაღებად მოითხოვს 2800-3200 ∑ T >5°C აქტიურ ტემპერატურათა ჯამს. ნუშის ზამთრის ყინვაგამძლეობა დამოკიდებულია გამოყენებულ საძირეებზე და აღწევს – 23-25°C-მდე (ზამთარგამძლეობის 5-9 ზონა).

ნალექები

ზოგადად, მცენარე ზომიერად ქსეროფიტია, მაგრამ მაღალი მოსავლიანობის მისაღწევად მოითხოვს რეგულარულ მორწყვას, საგულისხმოა, რომ იგი ცუდად ეგუება ზედმეტად სველ და ტენიან პირობებს, სადაც იგი ადვილად ზიანდება ფესვის სხვადასხვა დაავადებებითა და ასფიქსიით.

მავნებელ-დაავადებები

ნუშის კულტურის ინტეგრირებულ დაცვაში განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ ისეთი მავნე პათოგენების კონტროლს, როგორიცაა, მავნებლებიდან – ხეხილის ზოლიანი ჩრჩილი, აღმოსავლური ნაყოფჭამია, წითელი აბლაბუდიანი ტკიპა, მწვანე ბუგრი და სხვა, რომელიც უპირატესად აზიანებენ მცენარის ვეგეტატიურ ნაწილებს. ხოლო დაავადებებიდან – კლასტეროსპოროზი, ბაქტერიოზი, მონილიოზი, ქეცი (კლადოსპორიუმი), ანთრაქნოზი, ფესვის ფიტოფტორა და სხვა.

სრულად იხილეთ აქ – http://srca.gov.ge/files/xexili_nushi.pdf