ნუშის პლანტაციები კალიფორნიაში
ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე ნუშის კულტურა XVII საუკუნის შუა წლებში ესპანეთიდან შეიტანეს, სავარაუდოდ იგი დღევანდელ კალიფორნიაშიც ამ პერიოდიდან მოხვდა.
დღეს მსოფლიოში ნუშის ყველაზე დიდ მწარმოებლად სწორედ კალიფორნია ითვლება, რომლის, ნუშის ნაყოფიდან მიღებული წლიური შემოსავალი 2014 წლის მონაცემებით 1,4 მილიარდ ამერიკულ დოლარს აღწევს.
საერთოდ კალიფორნიაში სოფლის მეურნეობა ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სექტორია. აქ 81,500 ფერმა და რანჩოა, რომლებიც 36 მილიარდი დოლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო პროდუქტს ქმნიან. აქ ერთ სულ მოსახლეზე მშპ 38,956 აშშ დოლარს შეადგენს.
ბოლო ათწლეულში, კალიფორნიის ნუშის მწარმოებელთა ასოციაციამ გიგანტური მარკეტინგული სამუშაო ჩაატარა, რათა ეს პროდუქტი მსოფლიო გლობალურ ბაზრებზე დაემკვიდრებინა. ამჟამად კალიფორნიული ნუშის 70% ექსპორტზე გადის და მზარდ მოთხოვნილებას მაინც ვერ აკმაყოფილებს.
კალიფორნიაში ტერიტორიაზე გაშენებული ნუშის ბაღებს სასოფლო-სამეურნეო მიწის 14% უჭირავს და რეგიონისთვის განკუთვნილი სარწყავი წყლის 9,5%-ს მოიხმარს. ბოლოს პერიოდში კალიფორნიის ნუშის მწარმოებელთა ასოციაციის მრჩეველთა საბჭოს ძალისხმევით ნუშის პლანტაციებში თანამედრვე საირიგაციო, ტექნოლოგიები დაინერგა, რამაც სარწყავი წყლის ხარჯვა მნიშვნელოვანად შეამცირა და დღეს ერთი კილოგრამი ნუშის მოსავალზე 33%-ით ნაკლები წყალი იხარჯება, ვიდრე 10-15 წლის წინათ.
ამჟამად აქ ინტენსიურად იძიებენ და იკვლევენ გრუნტის წყლებს, მათი ნუშის ბაღებში სარწყავად გამოსაყენებლად.
ბოლო 10-15 წლის მანძილზე, კალიფორნიაში 4 216 996 ჰექტარ დაუმუშავებელ ნახევრად გაუდაბნოებული მიწაზე, და მიტოვებულ საძოვრებზე ინტენსიურად შენდება ნუშის ბაღები, ნუში გაკულტურებული მიწების ათვისებასაც აქტიურად იწყებს და წარმოებიდან დევნის ისეთ კულტურებს, როგორიცაა ვაზი, პომიდორი, ბამბა, სოიო, სიმინდი და სხვა.
კალიფორნიაში აგვისტოს შუა რიცხვებიდან იწყება ნუშის შეგროვებას, რომელიც, მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აღნიშნული პროდუქციის 80 %-ს შეადგენს. ადგილზე 1 კგ ნუში $10 ღირს.