ორგანულ-მინერალური სასუქი „ბიოვიტა“
მცენარის ბალანსირებულ კვებას დაავადებების მიმართ მედეგობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. დროულად და სწორად მიწოდებული საკვები ელემენტების შედეგად მცენარე იმაღლებს იმუნიტეტს და ადვილად უმკლავდება: სოკოვან, ბაქტერიულ თუ ვირუსულ დაავადებებს.
მცენარეთა ორგანული სასუქებით გამოკვებას დღეს, კლიმატური ცვლილებების, ნიადაგების დეგრადირების და სხვა მიზეზთა გამო, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან მხოლოდ მინერალური სასუქების გამოყენება იწვევს ნიადაგების ნაყოფიერების გაუარესებას და ხშირად მათ დეგრადირება.
სასოფლო–სამეურნეო წარმოებაში ამ პროცესების ასაცილებლად, საჭიროა ორგანული პრეპარატების ინტენსიური და სწორი გამოყენება.
ორგანული სასუქი ბიოვიტა იწარმოება ჰუმიფიცირებული ქათმის ან მსხვილფეხა პირუტყვის ნაკელისგან. მისი ბუნებრივი ჰუმიფიკაციის დონე განპირობებულია 6-8 თვის განმავლობაში დატენიანება-გამოშრობის მონაცვლეობით და ხელოვნური აერაციით.
მაღალი ჰუმიფიკაციის ხარისხი უზრუნველყოფს ორგანული მჟავების წარმოქმნას, მცენარისთვის აუცილებელი საკვები ნივთიერებების შეკავებას და თანმიმდევრულ მიწოდებას ნიადაგში შეტანის შემდეგ.
ცნობილია, რომ მინერალური სასუქების გამოყენების პირობებში: აზოტის, ფოსფორის და კალიუმის (ყველაზე მოთხოვნადი საკვები ელემენტების) მხოლოდ 50, 15 და 45 პროცენტი გარდაიქმნება მცენარისთვის შესათვისებელ ფორმად, დანარჩენი ქიმიური და მიკრობიოლოგიური პროცესების მიმდინარეობის დროს იკარგება.
ჰუმიფიცირებული ნაკელის ნიადაგში შეტანის შემთხვევაში კი მცენარისათვის შესათვისებელ ფორმებში გადადის ნიადაგში შეტანილი აზოტის 70%/, ფოსფორის 35% და კალიუმის 70%.
მარტივი გამოთვლებით დგინდება, რომ 500-600 კილოგრამი მინერალური სასუქის ეფექტიანობა ისეთივეა, რა ერთი ტონა ორგანული სასუქის ეფექტიანობა.
აქვე უნდა აღინიშნოს, ისიც რომ ასეთ ეფექტიანობა გააჩნია მხოლოდ 6-8 თვის განმავლობაში გადამუშავებულ, ჰუმიფიცირებულ ქათმის ან საქონლის ნაკელს.
ჰუმიფიცირებული ნაკელი გადამუშავდება მაღალ ტემპერაზე და წნევაზე. მას აქვს 6მმ. დიამეტრის გრანულების ფორმა, რაც აიოლებს სასუქის გამფანტველებით მის ნიადაგში შეტანას.
ერთ ჰექტარზე გამოიყენება ერთი-ორი ტონის ოდენობით და დამოკიდებული მოსაყვან კულტურაზე, ხოლო ძირებში მიყრით შესაძლებელია ამ რაოდენობის განახევრება, რაც მნიშვნელოვან ფინანსურ ეფექტს იძლევა.
კომპანიას შეუძლია კლიენტის მოთხოვნით, კონკრეტულ ნადაგებზე მორგებული PH-ის და შესაბამისი კომპონენტების შემცველი გრანულირებული სასუქის საჭირო რაოდენობით დამზადებაც.
ბიოვიტას გამოყენება შეიძლება როგორც დასავლეთ საქართველოს მჟავე ნიადაგებისათვის, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს ნეიტრალური და ტუტე რეაქციის ნიადაგებისათვის.