აგრარული განათლებააგროსიახლეებიდარგები

ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარების ტენდენციები და ძირითადი პრინციპები

თანამედროვე მსოფლიოში მოსახლეობის ეკოლოგიურად სუფთა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებით უზრუნველყოფა ერთ-ერთ უნიშვნელოვანეს პრობლემად ითვლება. ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარებით, რომელიც წარმოების სრულყოფილი სისტემაა და ის უზრუნველყოფს ნიადაგის ნაყოფიერების გაუმჯობესებას, ეკოსისტემების შენარჩუნებას და ადამიანის ჯამრთელობის დაცვას.

ორგანულ სოფლის მეურნეობას მსოფლიოს 160 ქვეყანაში მისდევენ, რომელიც დაახლოებით 37 მილ„ჰექტარს მოიცავს და მასში 1,6 მილიონი ფერმერია დაკავებული. აქედან ყველაზე მეტი — 3 მილიონი ჰექტარი მოდის ევროპაზე. სქემაზე წარმოდგენილია საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემები, საიდანაც ჩანს მსოფლიო მასშტაბით 2010-2015 წლებში ორგანული სოფლის მეურნეობით დაკავებული მიწის ფართობების, განსაკუთრებთთ ორგანული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ზრდა, რაც ამ დარგის განვითარების პერსპექტივებზე და აუცილებლობაზე მიუთითებს. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ამ თვალსაზრისით როგორც მემცენერეობის, ასევე მეცხოველეობის მხრივ დიდი პერსპექტივა აქვს.

ორგანული სოფლის მეურნეობის სტრატეგიის შემუშავებას უდიდესი ყურადღება უნდა დაეთმოს, რა დროსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პერმაკულტურას. ეს უკანასკნელი წარმოადგენს დიზაინის სისტემას, რომლის მიზანია ეკოლოგიურად მიზანშეწონილი მოდელების საფუძველზე ადამიანის საარსებო გარემოს სივრცის ორგანიზება, რომელიც ორიენტირებულია ადამიანსა და ბუნებას შორის ურთიერთობის ჰარმონიაზე. სწორედ პერმაკულტურის სწორი სტრატეგია განაპირობებს ორგანული სოფლის მეურნეობის წარმატებას.

ორგანული სოფლის მეურნეობის ძირითადი პრინციპებია:

  1. პრინციპი — შევინარჩუნოთ და ავამაღლოთ ადამიანის, მცენარის, ცხოველის და ნიადაგის ჯანმრთელობა;
  2. ეკოლოგიის პრინციპი — ყალიბდება არსებულ ბუნებრივ-ეკოლოგიურ სიტემებზე დაა ციკლზე, მათ ერთობლიობაზე და მხარდაჭერაზე;
  3. სამართლიანობის პრინციპი-ურთიერთობები ყალიბდება გარემომცველ სამყაროსა და სასიცოცხლო პირობებს შორის;
  4. პრინციპი მზრუნველობა-ორგანული სოფლის მეურნეობის მართვა უნდა ითვალისწინებდეს გამაფრთხილებელ ღონისძიებებს და მაღალ პასუხისმგებლობას ჯანმრთელობის დაცვის მხრივ, უზრუნველყოს მომავალი თაობის ბედნიერება, გარემოს დაცვა და მცენარეული პროდუქტების წარმოების ძირითადი პრინციპები. ორგანულ სოფლის მეურნეობაში მცენარეული პროდუქტების წარმოების ძირითადი პრინციპებია: — თესლბრუნვები, წინამორბედების სწორი შერჩევა და კულტურათა მორიგეობა დროსა და სივრცეში; — პარკოსან კულტურათა დიდი წილით (50%) ჩართვა, რადგან ისინი აგროვებენ დიდი რაოდენობით აზოტს; მოკლე სავეგეტაციო პერიოდის მქონე შუალედური კულტურების გამოყენება;

— მცენარეული ანარჩენების კომპოსტირება, ნაკელის, ტორფის, პერმაკულტურის და სხვადასხვა ნარჩენების გამოყენება, რომელიც რეკომენდებულია ორგანულ სოფლის მეურნეობაში; სიდერაცია, მულჩირება და სარეველა მცენარეებთან ბრძოლა;

— მცენარეთა დაცვის მიზნით ბიოპრეპარატების გამოყენება, ფიტოსანიტარული ხვნა და კულტივაცია.ორგანულ სოფლის მეურნებაზე გადასვლა გამოიწვევს არსებით ცვლილებებს წარმოების პეროცესში. მიუხედავად ამისა, მისი განვითარება უნდა მოხდეს თანდათანობით შესაბამისი სტრატეგიის შემუშავების საფუძველზე.

ელდარ გუგავა,

სოფლის მეურნეობის

მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი