ორგანული სოფლის მეურნეობის მსოფლიო ბაზარი 90 მილიარდ ევროს აღწევს
ორგანული პროდუქტების BIOFACH 2019-ის უმსხვილეს საერთაშორისო გამოფენაზე ორგანულ სოფლის მეურნეობის კვლევის ინსტიტუტმა (FiBL) და IFOAM – Organics International უახლესი სტატისტიკური მასალა „ორგანული სოფლის მეურნეობის სამყარო” წარმოადგინეს. ეს ორგანული წარმოების გლობალური ბაზრის ყველაზე სრულყოფილი და ავტორიტეტული კვლევაა, სადაც შესულია სხვადასხვა ქვეყანაში ორგანული პროდუქციის ბაზრის, სერტიფიცირებული მიწების, მწარმოებლების რაოდენობის, გაყიდვების არხების, მარეგულირებელი ორგანიზაციების, გაწეული დახმარების და სხვა მასთან დაკავშირებული საკითხების მონაცემები.
სტატისტიკის ბოლო მონაცემების თანახმად, ორგანული პროდუქტების გლობალურმა ბაზარმა 90 მილიარდ ევროს მიაღწია (ერთი წლის წინათ 80 მილიარდი ევრო იყო).
ორგანული სოფლის მეურნეობის უმსხვილესი ბაზრებია აშშ _40 მილიარდი ევრო, გერმანიაი _ 10, საფრანგეთი _ 7.9, ჩინეთი _7.6 მილიარდი ევრო.
ყველაზე ხშირად და ყველაზე მეტ ორგანულ პროდუქტებს ყიდულობენ შვეიცარიაში შეიძინა. ერთ სულ მოსახლეზე ეს ციფრი 2017 წელს შეადგენდა 288 ევროს, გერმანიაში _ 278, შვედეთში _237 ევროს. ორგანული ბაზრის ყველაზე დიდი წილი (მთლიანი სასურსათო ბაზრის 13.3%) დანიაშია.
ორგანულ სოფლის მეურნეობას მისდევენ 181 ქვეყანაში, 69,7 მილიონ ჰექტარზე. ერთი წლის წინათ, ეს ციფრი 171 ქვეყანას და 57.8 მილიონ ჰექტარს შეადგენდა. ერთი წლის განმავლობაში ორგანული სოფლის მეურნეობის მიწის მოცულობა რეკორდულად 20% -ით გაიზარდა. ყველაზე მეტი მოცულობის სერტიფიცირებული ორგანული მიწათმოქმედების სავარგულები ავსტრალიაშია _ 35,6 მილიონი ჰა, შემდეგ მოდის არგენტინა _3.4 მილიონი ჰა, ჩინეთი _3 მილიონი ჰა. მიწათმოქმედების მთლიანი სტრუქტურაში ორგანული მიწების წილის მიხედვით, ლიდერები არიან ლიხტენშტეინი 37.9%, სამოა _37.6%, ავსტრია _36%. თოთხმეტ ქვეყანაში, მთელი სასოფლო-სამეურნეო მიწის 10 პროცენტი, ან მეტი ორგანულია.
მსოფლიოს 93 ქვეყანაში ორგანული სოფლის მეურნეობა სამართლებრივად რეგულირდება.
მსოფლიოში ამავე სტატისტიკური მონაცემებით _2,9 მილიონი ორგანული, მეურნეობა/ მწარმოებელია. მათ შორის ყველაზე მეტი 835,000 ინდოეთშია, შემდეგ არის უგანდა _ 210,352, მექსიკა _ 210,000.
წინამდებარე ანალიზიდან ნათლად ჩანს, რომ მსოფლიოში ორგანული სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება და ბაზარი იზრდება. ტრადიციული სოფლის მეურნეობის ქვეყნები, ვინც სურსათის მსოფლი ბაზარზე ამინდს ქმნის წლიდან წლამდე ზრდიან ორგანული პროდუქციის წარმოების მოცულობა, რადგან ჯანსაღ პროდუქციაზე მოთხოვნა იზრდება, იზრდება ბიოსერტიფიცირებული სავარგულების და ბიოფერმერთა რაოდენობა, რაც უდაოდ კარგი ნიშანია.
ეს პროცესები არც საქართველოს უვლის გვერდს. ჩვენთანაც სულ უფრო მეტი ფერმერი ინტერესდება ბიოპროდუქციის წარმოებით, თუმცა ბაზრის სიმცირის, იმფორმაციის და ცოდნის ნაკლებობით, ეს პროცესი ფერხდება, არადა საქართველოს მსოფლიო ბიოპროდუქციის ბაზარზე საკუთარი ადგილის დაკავება შეუძლია.