დარგებიმებაღეობამევენახეობა-მეღვინეობაფერმერი ფერმერს

ოზონ-აირი, ოზონირებული წყალი და წყალბადის ზეჟანგი შხამ-ქიმიკატების საუკეთესო ალტერნატივაა       

ედგა კაცობრიობას ოქროს ხანა, როცა ვაზი და ყველა სახის ფლორა, ყოველგვარი შეწამვლის გარეშე იძლეოდა მოსავალს. ის დროც იყო, როცა ბორდოს ხსნარით სამჯერ შეწამვლით ვიღებდით ყურძნის ჯანსაღ მოსავალს.

დაგვიდგა დრო, როცა თანამედროვე შხამქიმიკატებით 10-ჯერ და მეტჯერ შეწამვლაც არ იძლევა გარანტიას, რომ მოსავალს უდანაკარგოდ აიღებთ. გარდა იმისა, რომ ეს შხამქიმიკატები მოსავალს ქიმია-ბიოლოგიურად აბინძურებენ, ძვირი სიამოვნებაცაა, ამიტომ იზრდება ყურძნის თვითღირებულება და მიზერული შესასყიდი ფასების ფონზე, მევენახეს შემოსავალი თითქმის არ რჩება.

ამ მდგომარეობიდან გამოსავალი ყურძნის ფასის გაზრდაა, მაგრამ ეს ყურძნის შემსყიდველის ნება-სურვილზეა დამოკიდებული, რომელსაც თავის მხრივ, ყურძნის ფასს თავისი უადგილო ჩარევით, მთავრობა უწესებს. კერძოდ: რთვლის დაწყების წინ მევენახეს უცხადებენ, რომ ყურძენში 40-50 თეთრს მარანი გადაუხდის 15-20 თეთრიან დოტაციას კი მთავრობისგან მიიღებს, ეს კი ყურძნის შესასყიდი ფასის კარნახია, რომელსაც პირნათლად ასრულებს მეღვინეობა. 

ამ მოჯადოებული წრიდან გამოსავალი ყურძნის თვითღირებულების შემცირებაშია და ეს შემცირება, სწორედ შხამქიმიკატების იაფი და უნივერსალური (ყველა მავნებელს ერთი საშუალებით რომ ანადგურებ), ალტერნატივით შეიძლება.

ასეთ პრეპარატად დასავლეთმა და ამერიკის კონტინენტმა ოზონი, ოზონირებული წყალი და წყალბადის ზეჟანგი მიიჩნია და ათობით წლის უკან დაიწყეს მისი გამოყენება, რასაც დღემდე აგრძელებენ. გავეცანი რა ინტერნეტით ამ სიახლეს, ქართული სოფლის მეურნეობის დიდი მოამაგის ბატონ შოთა მაჭარაშვილის ჟურნალის „აგრარული საქართველოს“ საშუალებით ვამცნე საქართველოს მევენახეებს. წერილი 2017 წლის 28 ნოემბერს გამოქვეყნდა. წერილი გაცნობითი ხასიათის იყო და ამიტომ გამოსაყენებელი ხსნარის დოზები არ ჩამიწერია. მას შემდეგ კი ამავე ჟურნალში ათამდე წერილი მაქვს გამოქვეყნებული, სადაც ხსნარის კონცენტრაციაცაა მითითებული, ჩემი ტელეფონიც და ინტერნეტიც საიდანაც ამ ინფორმაციას ვიღებ და სადაც უამრავი სამეცნიერო მასალა და პრაქტიკული გამოყენების მაგალითებია დაბეჭდილი. ჩემი მიზანი იყო მკითხველს გაეგო, რომ ეს ყველაფერი, ჟორა გაბრიჭიძის ალქიმიკოსობა კი არ არის, არამედ, ამ ტექნოლოგიას ათობით წელია იყენებს დასავლეთი და ამერიკა, ანუ ეს მითითებები საიმედოობის ამაღლების მიზნით გაკეთდა. წერილზე იყო ბევრი გამოხმაურება, სადაც ბევრი საყვედურია გამოთქმული, რომ მასალა გადაღეჭილი სახით არ არის მიწოდებული და ყველა მათ კითხვაზე არაა პასუხი გაცემული, რომ ამ პასუხების მისაღებად არც ჩემთან დარეკვის სურვილი აქვთ და ინტერნეტშიაც ეზარებათ ქეთარი. კი ბატონო, ვასრულებ თქვენს მოთხოვნას და დაწვრილებით ინებეთ გამოსაყენებელი დოზები და კონცენტრაციები:

წყალბადის ზეჟანგი

წყალბადის ზეჟანგი გაყიდვაშია 3%-იანი კონცენტრატის სახით. ის ქვეყნის თითქმის ყველა აფთიაქში იყიდება. მისი 02-03 %-იანი ხსნარი, ყველა სახის ვირუსს, ბაქტერიას, სოკოს და სხვა მავნე მიკროორგანიზმს ანადგურებს, ანუ ვაზისა და ყველა მცენარის, ბოსტნეულისა და ბაღჩეულის დაავადებას უმკლავდება. თუ მით მოისურვებთ ვაზის შეწამვლას მაშინ ყოველ 10 ლიტრ წყალს უნდა დაამატოთ 400 მ/ლიტრი ზეჟანგი და 02 გრ. „გაბროციდი“ (თეთრი გრანული, კონცენტრაციას უნარჩუნებს ხსნარს. დამზადებულია ნახევარგამტართა ფიზიკის ს/კ ინსტიტუტში). ესაა პროფილაქტიკური შეწამვლის ნორმა. თუ ვაზი დაავადებულია მაშინ 10 ლიტრ წყალს 500 მ/ლიტრი კონცენტრატი დაამატეთ.  3%-იანით შეწამვლა უახლოვდება შხამქიმიკატების საფასურს, ამიტომ 4-5-ჯერ იაფია 50%-იანი კონცენტრატით შეწამვლა. ამ დროს, ყოველ 100 ლიტრ წყალს ამატებთ 350 გრამ 50%-იან კონცენტრატს და 2-2,5 გრ. გაბროციდს. 50%-იანი კონცენტრატი იყიდება სპეცმაღაზიებში, ასევე, შეგიძლიათ შეიძინოთ ჩვენთან გაბროციდთან ერთად. ზეჟანგის ხსნარი, კონტაქტური პრეპარატია, ამიტომ კარგ შედეგს იძლევა მაშინ, როცა ვაზს აკვირდებით და დაავადების გამოჩენისთანავე შეწამლავთ. ასეთი დაკვირვებით ერთმა თელაველმა მევენახემ გასულ სეზონზე, მხოლოდ სამჯერ შეწამლა ვაზი. ვისაც დაკვირვების საშუალება არ გაქვთ, მაშინ პროფილაქტიკური შეწამვლები საშუალოდ 10 დღეში ერთხელ გააკეთეთ.

ოზონირებული წყალი 

ის მიიღება ოზონოგენერატორის მიერ გამომუშავებული ოზონო-აირის წყალში გახსნით. ოზონოგენერატორი შეგიძლიათ გამოიწეროთ საზღვარგარეთიდან ან შეუკვეთოთ ნახევარგამტართა ფიზიკის ს/კვლევით ინსტიტუტში. მისი უპირატესობა წყალბადის ზეჟანგთან ისაა, რომ  ერთჯერ იყიდით და 10-15 წელი უფასოდ შეწამლავთ მცენარეს, ბოსტნეულს და ბაღჩეულს, ანუ ისიც ანადგურებს ყველა მავნე მიკროორგანიზმს. ჩვენი ინსტიტუტის ფიზიკოსები ამზადებენ სხვადასხვა სიმძლავრის ოზონოგენერატორებს. მცირე წარმადობის შეგიძლიათ გამოიყენოთ ზურგზე ასაკიდებელ შესაწამლ აპარატებში, ასევე შეუძლიათ დაამზადონ დიდი წარმადობის, რომლითაც შეგიძლიათ ტრაქტორის ცისტერნაში დააოზონიროთ წყალი და მით შეწამლოთ ვენახი. ყველაფრის წერილში ჩაწერა არ ხერხდება, ამიტომ დაინტერესებულებს მოუწევს ინსტიტუტში მოსვლა და ადგილზე ყველაფრის გაცნობა. საქართველოში ამ ტექნოლოგიას ოცამდე ფერმერი იყენებს, ერთ-ერთი მათგანია თელაველი მიშა შაშიაშვილი ტელ. 599 315 566. ასევე, ანდრო ბარნოვი გორიდან. 7-8 აპარატი შეძენილი აქვთ ამბროლაურელ მევენახეებს. ერთხელ კიდევ მინდა შეგახსენოთ, რომ გაეცნოთ ინტერნეტში განთავსებულ მასალებს და ნახოთ თუ როგორი გამოყენება აქვს დასავლეთში ამ პრეპარატებს: აკრიფეთ Оприскивание растении озоном. და კიდევ Обработка лози перекисю водорода.

ჩვენმა ფიზიკოსებმა აკადემიკოს ნ. შავთვალაძის ხელმძღვანელობით შეძლეს წყალში ინფორმაციის შეყვანის მეთოდით ისეთი პრეპარატის დამზადება, რომელიც ამაღლებს მცენარის იმუნიტეტს, ზრდის ფესვთა სისტემას და ამაღლებს ხილში შაქრის შემცველობას. პრეპარატის სახელწოდებაა „ფლორაიმუნოსტიმი“. ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე 2 წლის წინ მით გადაარჩინეს 600 ძირი ნაძვი გახმობას, რომლებსაც წიწვები უკვე გამხმარი ჰქონდათ. ეს პრეპარატი განსაკუთრებით კარგია ახალშენი ვენახისთვის, სწრაფად ზრდის ვაზის ფესვთა სისტემას. მის შეძენაშიც შეგვიძლია დაგეხმაროთ.

 ჟორა გაბრიჭიძე,

თსუ-სთან არსებული კვლევითი ინსტიტუტის

მკვლევარი,

შეკითხვებისათვის დაგვიკავშირდთ ტელ. 551 333-155.