აგროტექნოლოგიებიდარგებიმეცხოველეობა

ოზონითა და ოზონირებული წყლით რძის და სარძევე ჭურჭლის მავნე ორგანიზმებისგან გაუვნებელყოფა

დღეს, საქართველოში სრული განუკითხაობა და უცოდინრობა რომაა გამეფებული, როგორც მეცნიერებაში, ისე სახალხო მეურნეობის ყველა დარგში, არ ახალია ძველია. სწორედ  ეს შედეგი მოგვცა განათლების საბჭოთა სისტემის გარდაქმნამ და ქართული განათლების სისტემის სააკაშვილ-ლომაიას ჭკუაზე აწყობამ.

მეცნიერება და მეცნიერი, სწორედ იმისთვის სჭირდება ქვეყანას, რომ სახალხო მეურნეობაში დასაქმებულ მშრომელებს ახალი ტექნოლოგიებისკენ გაუკვალოს გზა, რათა ნაკლები ფულადი და შრომით დანახარჯებით მეტი პროდუქცია შექმნან, ასევე, მინიმუმამდე დაიყვანონ პროდუქციის გაფუჭებით გამოწვეული დანაკარგები.

დღეს XXI საუკუნეა და საბედნიეროდ, კომპიუტერი და ინტერნეტი თითქმის ყველა ოჯახშია, მით უმეტეს ორგანიზაციებში. გაუგებარია, „ექსპერტს“ რატომ უნდა დაეზაროს ინტერნეტის გახსნა, სწორი პასუხის ამოკითხვა და ფერმერისთვის მისი მიწოდება? სწორედ ინტერნეტიდან ამოღებული ინფორმაცია მინდა გავაცნო ფერმერებს თუ, როგორ შეინახონ რძე და რძის ნაწარმი უვნებლად. იქ, რა თქმა უნდა, უამრავი მასალაა ამის შესახებ და ამიტომ ფერმერებმაც კეთილი უნდა ინებონ და დაკვირვებით წაიკითხონ ეს ინფორმაცია და ზედმეტი კითხვებით არ უნდა შეაწუხონ უფრო სერიოზული საქმით დაკავებული ექსპერტები.

 მოდით ვნახოთ რას გვირჩევს მეცნიერებათა დოქტორი ლ. ასტახოვა ამ მიმართულებით, რომელი წერილიც რუსულ საიტზეა გამოქვეყნებული სათაურით: „Озонирования в молочной промышленности“. წერილის შინაარსი ამბობს შემდეგს: რძე, მალფუჭებად პროდუქტთა რიცხვს მიეკუთვნება, ის გამრავლების საუკეთესო პირობებს უქმნის მავნე მიკროორგანიზმებს და ვირუსებს, რომლებიც ადამიანის მოწამვლისა და ისეთ დაავადებათა გამომწვევი მიზეზი შეიძლება გახდეს, როგორიცაა მუცლის ტიფი, დიზენტერია, პარატიფი და სხვა. ამიტომ საწარმოო ჭურჭლისა და ტექნიკური მოწყობილობების მაღალხარისხოვანი დეზინფექცია, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს რძის მიკრობიოლოგიურ მაჩვენებლებზე.

დღემდე რძის მრეწველობაში ჭურჭლისა და მოწყობილობათა სადეზინფექციოდ მდუღარე წყალს, წყლის ორთქლს და ქიმიურ პრეპარატებს იყენებენ. ამ მეთოდების უარყოფითი მხარე ის არის, რომ ამ დროს დიდი რაოდენობით ბიოლოგიურად სუფთა წყალი იხარჯება, დიდია ელ-ენერგიის ხარჯი, ასევე, ქიმიურ საშუალებათა შესყიდვის, გადაზიდვის და სპეცსაწყობში ამ ქიმიკატების შენახვის ხარჯები.

ყველა ზემოთ აღნიშნული ხარჯებისგან თავისუფალია, ჭურჭლისა და მოწყობილობათა  ოზონითა და ოზონირებული წყლით დეზინფექცია. ოზონი, მაღალი ჟანგვითი უნარით გამოირჩევა. ის სწრაფად (რამდენიმე წუთში) ახდენს მავნე მიკროორგანიზმების განადგურებას და სწრაფადვე უბრუნდება პირვანდელ მდგომარეობას, ანუ გადაიქცევა ჟანგბადად და არ ტოვებს არანაირ ნაშთს.

რუსეთის ოზონოთერაპიის და სამედიცინო დანადგარების კვლევითი ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ იქნა მრავალმხრივი გამოკვლევები წარმოების პროცესში, ოზონის ბაქტეროციდულ აქტივობაზე ნედლი რძისა და ყველის მაგალითზე.

დადგინდა, რომ 20 წუთით ნედლი რძის 40 მგ/ლ-ზე მეტი კონცენტრაციის შემთხვევაში, ოზონირებულ რძეში 100 %-ით იხოცება ნაწლავის ჩხირის, ყველანაირი სოკოს, სალმონელას და სხვა დაავადებათა ბაქტერიები, რაც საშუალებას იძლევა რძის ელექტრონული პასტერიზაცია შევცვალოთ ოზონით დამუშავებით, ანუ წარმოდგენა, რომ გვქონდეს თუ რას ნიშნავს ეს საწარმოსათვის მოვიყვან ასეთ მაგალითს, ერთი ტონა რძის პასტერიზაციისთვის საჭიროა ეს რძე, საშუალოდ 30 წუთის განმავლობაში ვადუღოთ, რაც არა მარტო დიდი ენერგოხარჯია, არამედ ადგილი აქვს რძის აორთქლებით დანაკარგებს, მიუხედავად ამისა, ეს ვერ იძლევა იმის გარანტიას, რომ რძეში ყველა მავნე მიკროორგანიზმი დაიღუპა. ოზონის შემთხვევაში კი საკმარისია 10 გრ/სთ. სიმძლავრის ოზონოგენერატორის 20-25 წუთით ტონა რძის ოზონირება, რომ რძეს სრული პასტერიზაცია გაუკეთდეს და მასზედ, მხოლოდ 2 ლარამდე ღირებულების ელ-ენერგია დაიხარჯოს.

ყველა ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ „რძე უვნებლად შეინახოთ“, საჭიროა ოზონაირითა და ოზონირებული წყლით კარგი დეზინფექცია გაუკეთოთ საწარმოს საამქროებს და დანადგარებს, ხოლო ნედლ რძეს ოზონით გაუკეთდეს პასტერიზაცია. თვით ოზონატორის შეძენისა და გამოყენების ინსტრუქციის მიღება კი ნახევარგამტართა ფიზიკის ს/კ ინსტიტუტში შეგიძლიათ, რომელიც ჯავახიშვილის უნივერსიტეტის მეორე კორპუსში მდებარეობს.

ჟორა გაბრიჭიძე,

უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი,   

დაგვიკავშირდით: ტელ. 551-333-155