დარგებიმემცენარეობა

პა­სიფ­ლო­რა – (Passiflora incarnata)

პა­სიფ­ლო­რა  პა­სიფ­ლო­რას ოჯ­ახს მი­ეკ­უთ­ვნე­ბა, რო­მე­ლიც აერ­თი­ან­ებს 12 გვარ­სა და 300-ზე მეტ სა­ხე­ობ­ას აერ­თი­ან­ებს. წარ­მო­ად­გენს ბუჩ­ქო­ვან ან ბა­ლა­ხო­ვან მცე­ნა­რეს, რო­მე­ლიც ულ­ვა­შე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით ეხ­ვე­ვა. იგი გავრ­ცე­ლე­ბუ­ლია ამ­ერ­იკ­ის, აზ­ი­ის და ავ­სტრა­ლი­ის ტრო­პი­კებ­სა და სუბ­ტრო­პი­კებ­ში. პა­სიფ­ლო­რას ვნე­ბის ყვა­ვილ­საც უწ­ოდ­ებ­ენ, წარ­მო­შო­ბით ბრა­ზი­ლი­იდ­ან­აა, ის მე­ტად ლა­მა­ზი მცე­ნა­რეა.

პა­სიფ­ლო­რას მი­წის­ზე­და ნა­წი­ლე­ბის­გან დამ­ზა­დე­ბულ სამ­­კურ­ნა­ლო პრე­პა­რატს „პა­სიფ­ლო­რას ექს­ტრაქტს” მე­დი­ცი­ნა­ში იყ­ენ­ებ­ენ სხვა­დას­ხვა სა­ხის ნერ­ვ­ულ და­ავ­ად­ებ­ა­თა, აგ­რეთ­ვე ქრო­ნი­კუ­ლი ალ­კო­ჰო­ლიზ­მის, უძ­ილ­ობ­ის, კლი­მა­ტე­რი­უ­ლი მოშ­ლი­ლო­ბი­სა და ჰი­პერ­ტო­ნი­ის სამ­კურ­ნა­ლოდ. პა­სიფ­ლო­რას მრა­ვალ სა­ხე­ობ­ას, ლა­მა­ზი ყვა­ვი­ლე­ბის გა­მო, ამ­რავ­ლე­ბენ, რო­გორც ოთ­ახ­ის დე­კო­რა­ტი­ულ მცე­ნა­რეს, ხო­ლო ზო­გი­ერ­თი მი­სი სა­ხე­ო­ბა იძ­ლე­ვა საჭ­მე­ლად ვარ­გის ძვირ­ფას ნა­ყოფს, რო­მელ­საც იყ­ენ­ებ­ენ, რო­გორც ნედ­ლი სა­ხით, ისე მუ­რა­ბე­ბი­სა და ჟე­ლეს და­სამ­ზა­დებ­ლად.

და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­ნი­ან სუბ­ტრო­პი­კებ­ში კულ­ტი­ვი­რე­ბუ­ლია პა­სიფ­ლო­რა „ინ­ცარ­ნა­ტა“, რო­მე­ლიც ძვირ­ფა­სი სამ­კურ­ნა­ლო და დე­კო­რა­ტი­უ­ლი სა­ხე­ობ­აა. ის სით­ბოს მოყ­ვა­რუ­ლი მცე­ნა­რეა, ჩვენს ტე­ნი­ან სუბ­ტრო­პი­კულ ზო­ნა­ში ზამ­თარ­ში მცე­ნა­რე მთლი­ან­ად კარ­გავს მი­წის­ზე­და ნა­წი­ლებს და გა­ზაფ­ხულ­ზე ახ­ა­ლი ნა­ზარ­დე­ბი წარნ­მო­იქ­მნე­ბა – ცოც­ხა­ლ ფესვ­თა სის­ტე­მის ხარ­ჯზე, მა­ის­ის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში, ვე­გე­ტა­ცი­ის ხან­გრძლი­ვო­ბა შე­ად­გენს და­ახ­ლო­ებ­ით 198-211 დღეს, ნო­ემ­ბრის პირ­ველ ნა­ხევ­რამ­დე. მცე­ნა­რე ყვა­ვი­ლობს და მსხმო­ი­არ­ობს ვე­გე­ტა­ცი­ის პირ­ველ წელ­სვე. ნა­ყო­ფე­ბი მწიფ­დე­ბა გან­ვი­თა­რე­ბულ ყლორ­ტებ­ზე 118-120 დღეს, ხო­ლო თეს­ლნერ­გებ­ზე 183-ე დღეს; ნი­ად­აგ­ის ზე­და­პირ­ზე აღ­მო­ნა­ცენს წარ­მოქ­მნის.

პა­სიფ­ლო­რა სით­ბოს მოყ­ვა­რუ­ლი მცე­ნა­რეა, კარ­გად ვი­თარ­დე­ბა დრე­ნი­რე­ბულ, ჰუ­მუ­სით მდი­დარ, ფხვი­ერ ნი­ად­აგ­ებ­ზე.

სა­უკ­ეთ­ე­სო წი­ნა­მორ­ბე­დად პა­სიფ­ლო­რა­სათ­ვის ით­ვლე­ბა სა­თოხ­ნი კულ­ტუ­რე­ბი (სი­მინ­დი, ალ­ოე, თირ­კმლის ჩაი). ნი­ად­აგ­ის ძი­რი­თა­დი ხვნა ტარ­დე­ბა შე­მოდ­გო­მით, წი­ნა მორ­­­­ბე­დი კულ­ტუ­რე­ბის მო­სავ­ლის აღ­ებ­ის შემ­დეგ, 22-25 სმ სიღრ­მე­ზე, გა­ზაფ­ხულ­ზე დარ­გვის წინ სარ­გავ კვალ­ში შე­აქვთ ორ­გა­ნუ­ლი სა­სუ­ქე­ბი _ 5 ტ/ჰა, ფოს­ფო­რი­ა­ნი _ 250 კგ/ჰა და კა­ლი­უმ­ი­ა­ნი – 50 კგ/ჰა. აზ­ოტ­ი­ა­ნი სა­სუ­ქე­ბი შე­აქვთ გა­მოკ­ვე­ბის სა­ხით, სამ­ჯერ, 50-50 კგ.

სამ­რეწ­ვე­ლო მიზ­ნით პა­სიფ­ლო­რას ამ­რავ­ლე­ბენ ვე­გე­ტა­ცი­უ­რი წე­სით – გა­და­ზამ­თრე­ბუ­ლი ფე­სუ­რე­ბის ან­აჭ­რე­ბით. აპ­რი­ლის და­საწ­ყის­ში 10-15 სმ. სიგრ­ძის ფე­სუ­რის ან­აჭ­რე­ბი ღია გრუნ­ტში წი­ნას­წარ მოწ­ყო­ბილ, გა­ნო­ყი­ერ­ებ­ულ კვლებ­ში უნ­და მო­ათ­ავ­სონ 15-20 სმ სიღრ­მე­ზე, 70×70 სმ. კვე­ბის არ­ით.

თეს­ლით გამ­რავ­ლე­ბი­სას იყ­ენ­ებ­ენ ხა­რის­ხი­ან თესლს, რომ­ლის თეს­ვა წარ­მო­ებს 2-3 სმ. სიღრ­მე­ზე. თეს­ვის ნორ­მაა 80-100 კგ/ჰა-ზე. მო­სავ­ლის აღ­ე­ბა ხდე­ბა 3-4 ჯერ. ერ­თწლი­ა­ნი კულ­ტუ­რის წარ­მო­ებ­ის­ას მო­სავ­ლის აღ­ე­ბა ორ ვა­და­ში, ყვა­ვი­ლო­ბის დაწ­ყე­ბი­სას და ვე­გე­ტა­ცი­ის ბო­ლოს; პირ­ვე­ლად უნ­და აჭ­რან მი­წის ზე­და­პი­რი­დან 20 სმ. სი­მაღ­ლე­ზე, შემ­დეგ, 3-ჯერ კი რამ­დე­ნი­მე სმ-ით მაღ­ლა. აღ­ებ­უ­ლი ნედ­ლე­უ­ლი უნ­და გა­აშ­რონ სპე­ცი­ალ­ურ საშ­რობ­ში. მშრა­ლი მა­სის მო­სა­ვა­ლი ჰექ­ტარ­ზე სა­შუ­ალ­ოდ არ­ის 20-30 ც. მო­სავ­ლის აღ­ე­ბა ხდე­ბა ხე­ლით, ჭრი­ან მწვა­ნე ნა­წილს სე­კა­ტო­რით ან მჭრე­ლი და­ნით.

აღ­ებ­ულ ნედ­ლე­ულს აშ­რო­ბენ სპე­ცი­ალ­ურ საშ­რობ­ში, კარ­­გად გა­ნი­ავ­ებ­ულ შე­ნო­ბა­ში. გაშ­რო­ბი­ლი მა­სა­ლა ქუც­მაც­დე­ბა სპე­ცი­ალ­ურ საფ­ქვავ­ზე, უხ­ე­ში ფქვი­ლის სა­ხით, შემ­დეგ იფ­უთ­ე­ბა ყუ­თებ­ში და იგ­ზავ­ნე­ბა და­ნიშ­ნუ­ლე­ბით, მშრა­ლი მა­სის მო­სა­ვა­ლი 20-30 ც-ია 1 ჰა-ზე. ტომ­რებ­ში 15-20 კგ. პა­სიფ­ლო­რას შე­ნახ­ვა შე­იძ­ლე­ბა 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში.

რეზო ჯაბნიძე, სსმმა აკადემიკოსი