დარგებიმცენარეთა დაცვა

პამიდვრის სეპტორიოზი, ალტერნარიოზი და პამიდვრის ჭკნობა

პამიდვრის სეპტორიოზი

სეპტორიოზი პამიდვრის სერიოზული დაავადებაა. მისი მავნეობა საკმაოდ დიდია. იგი მოსავლიანობას 30-50 %-ით ამცირებს, რადგან აავადებს მცენარის ყველა ორგანოს: ფოთლებს, ღეროს, ყვავილებს, და მკვახე ნაყოფსაც კი.

სიმპტომები და განვითარება

დაავადების გარეგნული ნიშნები ყველა ორგანოზე ძირითადად ერთნაირია. დაავადება ძირითადად ვრცელდება ქვედა პირველად ფოთლებზე, შავი წვრილი ლაქების სახით, შემდგომში ლაქები მატულობს. დასაწყისში ლაქა შავია, თანდათან უფერულდება და  საბოლოოდ თეთრად რჩება. მუქი არშიით შემოვლებული ფოთლებზე შავი წერტილების სახით ვლინდება. ავადმყოფობის ხელშემწყობი პირობების შემთხვევაში,  (ოპტიმალური ტემპერატურა 20-25 0C, ტენიანობა 77-94%) ლაქები მრავლდება, ერთმანეთში ირევა და საკმაოდ დიდ ადგილს იკავებს, დაავადება გადადის ღეროებზეც და ხშირად ახმობს მას. ლაქებზე კარგად შეიმჩნევა შავი წერტილები, იგივე სოკოს სპორები, რომელთა გაფანტვა ოპტიმალურ პირობებში 10 წუთში ხდება.

ბრძოლის ღონისძიებები

მოსავლის ნარჩენები, დაავადებულ მცენარეთა ნაშთების დაწვა, დაზიანებული ორგანოების მოსპობა, აუცილებელია მცენარეს შევასხუროთ 1%-იანი ბორდოს სითხე. პირველი შესხურება ნდა განვახორციელოთ გადარგვამდე. გადარგვის შემდეგ კი ზაფხულის განმავლობაში ყოველ 10 დღეში ერთხელ. პამიდვრის გაზრდილი ბუჩქები დროზე უნდა აიკრას, რადგან მიწაზე გართხმული პამიდორი ზედმეტ ტენს იგროვებს, გვიან შრება და ავადმყოფობის გაჩენას უწყობს ხელს. უდნა მოვახდინოთ ნიადაგის დეზინფექციაც ფორმალინის 2%-იანი ხსნარით.

პომიდვრის ალტერნარიოზი
სიმპტომები და განვითარება.

დაავადების ნიშნები ჩნდება ქვედა ფოთლებზე ყავისფერ კონცენტრირებულ, ზონალური ლაქებად. ლაქები თანდათან იზრდება იზრდება და ვრცელდება ფოთლის მთელ ზედაპირზე, რაც ფოთლის ნაადრევ კვდომას იწვევს. ფოთლების მსგავსად, ღეროზეც წარმოიქმნება ოვალური ფორმის ლაქები, რაც ღეროს მშრალ ლპობას იწვევს.

ნაყოფი ვეგეტაციის ბოლოს ავადდება. უფრო ხშირად სანაყოფე ყუნწებზე ჩნდება მუქი, ოდნავ ჩაზნექილი მომრგვალო ლაქები. მაღალი ტენიანობის პირობებში ლაქის ზედაპირზე შავი ფერის ფიფქი წარმოიქმნება. ნაყოფის მექანიკური დაზიანება მნიშვნელოვნად განაპირობებს მათ დაავადებას.

პამიდვრის ალტერნარიოზით დაავადებისას მოსავლის დანაკარგმა 30-40 %-ს მიაღწიოს.

ბრძოლის ღონისძიებები

მოსავლის ნარჩენების ღრმად ჩახვნა, თესლბრუნვის დაცვა; დაავადების პირველი სიმპტომების გამოჩენისთანავე აუცილებელია პროფილაქტიკური შესხურება პრეპარატით „კვადრისი“. დაავადების ძლიერი განვითარების შემთხვევაში მცენარეს უნდა შევასხუროთ ფუნგიციდრიდომილ გოლდის“ 0,25-იანი ხსნარი. ეფექტურია პრეპარატ „ბრავოს“ გამოყენება.

პამიდვრის ჭკნობა
სიმპტომები და განვითარება

ჭკნობა პამიდვრის კულტურებისთვის მეტად მწვავე ავადმყოფობად ითვლება. ის იწვევს ყველა ორგანოს დაავადებას და უმეტესად მცენარე ნაწილობრივ, ან მთლიანად კვდება. ამ დაავადების პირველი ნიშნები მოძველებულ ფოთლებზე აღინიშნება. ის იწვევს ფოთლების დეფორმაციას, ჭკნობას და ძალიან მალე მცენარე მთლიანად ჭკნება. ღეროს გადანაჭრელზე ჩანს მურა ან შავი რგოლი, რაც მცენარის გამტარი სისტემის დაავადებაზე მიუთითებს. გამტარი სისტემის ნეკროზი ვრცელდება ღეროს გასწვრივ 1 მეტრზე ან მეტზე, რითაც ჭკნობა განსხვავდება ფესვის სიდამპლისგან, რომლის დროსაც ნეკროზი მხოლოდ 10-15 სმ. ვრცელდება მცენარე ფესვებიდან ავადდება, რადგან დაავადების გამომწვევი ფესვიდან იჭრება და მთელ მცენარეში ვრცელდება. დაავადება კარგად ვითარდება ნიადაგში, როცა ტემპერატურა 250ჩ-ზე დაბალია.

ბრძოლის ღონისძიებები

აუცილებელია სანიტარულ-ჰიგიენური ღონისძიებების გატარება, ნიადაგის მოკირიანება, თესლის შეწამვლა და გახურებით დამუშავება, ფუნგიციდების შესხურება.