აგრარული განათლებარუბრიკები

პესტიციდები

 მცენარეთა მავნე ორგანიზმებისგან დასაცავად, ერთ-ერთი აპრობირებული მეთოდია ქიმიური ნივთიერებების, ე.წ. პესტიციდების გამოყენება.

 რა არის პესტიციდი და როგორ უნდა მოხდეს მათი გამოყენება, რათა თავიდან ავიცილოთ სურსათის პესტიციდებით დაბინძურება?

 პესტიციდები სინთეზური ქიმიური ან ბიოლოგიური წარმოშობის ნაერთებია, რომლებიც სოფლის მეურნეობაში გამოიყენება მცენარეთა დაავადებების, მათი გადამტანების, მავნებლების, სარეველა მცენარეების, სასოფლო-სამეურნეო ნედლეულის შენახვისას წარმოქმნილი დაავადებების, ცხოველთა პარაზიტების წინააღმდეგ, მცენარეთა ზრდის რეგულირების, მცენარეთა ფოთლების მოსაცილებლად, მოსავლის აღების წინ მცენარეების შესახმობად, საცავების, საწყობების, სატრანსპორტო საშუალებების, სათბურების, ნიადაგის, მცენარული და ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული სხვა პროდუქციის გაუსნებოვნებისათვის.

პესტიციდები მრავლობითი მოქმედების შხამებს მიეკუთვნებიან. ისინი სურსათისათვის მნიშვნელოვან ქიმიურ საფრთხეს წარმოადგენენ, რამდენადაც ახასიათებთ მაღალი ტოქსიკურობა, გარემო ფაქტორების ზემოქმედების მიმართ მდგრადობა, ორგანიზმში, სურსათში ხანგრძლივი აკუმულაციის და მდგრადი ზეთოვანი ემულსიების წარმოქმნის უნარი.

პესტიციდების სხვადასხვა ჯგუფი სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენება. მაგ., ინსექტიციდები — მწერების გასანადგურებლად, აკარიციდები — ტკიპების მოსაცილებლად, ფუნგიციდები — მიკროსკოპული სოკოების წინააღმდეგ, ბაქტერიციდები — ბაქტერიების წინააღმდეგ, ჰერბიციდები — სარეველა მცენარეების წინააღმდეგ, ფუმიგანტები — მარცვლეულის შესანახად საცავებში და ა.შ.

ქიმიური შემადგენლობის მიხედვით არსებობს:

I — ქლორორგანული პესტიციდები (ქოპ) — გაცილებით მდგრადები არიან სხვადასხვა ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური ფაქტორების მოქმედების მიმართ, რის გამოც ხანგრძლივად გროვდებიან ნიადაგში, წყალში, მცენარეულ საფარში. მათი ნახევრად დაშლის პერიოდი 1,5 წელს აღემატება, ხოლო დდტ-სა და მისი მეტაბოლიტებისათვის ნახევრად დაშლის პერიოდი 15-20 წელს შეადგენს.

ქლორორგანული პესტიციდები წყალში უხსნადი ნაერთებია, ამიტომ მცენარეებში მათი მოხვედრა ფესვთა სისტემიდან არ ხდება, ისინი ადვილად გადაადგილდებიან დიდ ფართობებზე ზედაპირული წყლების მეშვეობით, რითაც სურსათისათვის მეორადი დაბინძურების წყაროს წარმოადგენენ. ამიტომაცაა, რომ ჭარბი ტენიანობის მოყვარულ მცენარეებში (მაგ., ბრინჯი) მათი დაგროვება გაცილებით ინტენსიურად ხდება.

საყურადღებოა, რომ ქლორორგანული პესტიციდებით ნიადაგის დაბინძურებისას ხდება იმ ფერმენტების ინაქტივაცია, რომლებიც განსაზღვრავენ ნიადაგის ნაყოფიერებას, უჯრედანას დაშლას, ნიადაგის სუნთქვითი პროცესების ინტენსივობას. შესაბამისად ამ მაჩვენებლების განსაზღვრით შესაძლებელია ნიადაგის ქლორორგანული პესტიციდებით დაბინძურების ინტენსიობის დადგენა.

ადამიანის ორგანიზმში ეს პესტიციდები ძირითადად თევზის მოხმარების შედეგად ხვდება, რომელიც ერთგვარი ინდიკატორია წყლის ეკოსისტემის დაბინძურების შეფასებისათვის.

II — ფოსფორორგანული პესტიციდები (ფოპ)

ნაკლებად მდგრადი მრავალრიცხოვანი ჯგუფია პესტიციდებისა, უმეტესობა წყალში ნაკლებხსნადია. ზოგიერთი მათგანი ტოქსიკურ თვისებებს რამდენიმე თვის განმავლობაში ინარჩუნებს, რის გამოც შესაძლებელია ადვილად მოხვდნენ ადამიანის ორგანიზმში ჰაერიდან, წყლიდან და სურსათიდან.

(ფოპ)-ბიადვილად იხსნებიან ნაყოფის კანში არსებულ ეთერზეთებში და შესაბამისად გაცილებით მდგრადობას ციტრუსების ნაყოფზე ინარჩუნებენ. დადგენილია ასევე, რომ ხანგრძლივი შენახვისას ისინი გროვდებიან მარცვლოვან კულტურებში.

მათი ბიოლოგიური ნახევრად დაშლის პერიოდი 2-5 დღეა. როგორც წესი, ცხოველის ლაქტაციის დროს ფოსფორორგანული პესტიციდები რძესთან ერთად არ გამოიყოფიან. გარემოში მაღალი, მკვეთრად გამოხატული დაგროვების ეფექტის გამო, ფოსფორორგანული პესტიციდები მნიშვნელოვანი ქიმიური საფრთხეა სურსათის უვნებლობისა და, შესაბამისად, ადამიანის ჯანმრთელობისათვის.

III — ვერცხლისწყალორგანული პესტიციდები (ვოპ) — აქვთ მაღალი ტოქსიკური თვისებები, გამოყენება მხოლოდ მკვეთრად განსაზღვრული მიზნით — მარცვლოვანი კულტურების ბაქტერიული და სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ, მხოლოდ სათესლე მარცვლოვანების დამუშავებისათვის.

IV — არაორგანული და ორგანული ლითონშემცველი პესტიციდები — განსაკუთრებით ფართო გამოყენება აქვს სპილეძის შემცველ ნაერთებს, მათ შორის — შაბიამანს, ბორდოს ხსნარს, კუპროზანს და ა.შ. ადამიანისათვის ამ ტიპის ნაერთების სასიკვდილო დოზა 2გრ-ზე ნაკლებია. ორგანული ლითონშემცველი ნაერთებისგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კალაშემცველი ორგანული პესტიციდები, ისეთები, როგორებიცაა აკარიციდები, ფუნგიციდები და ბაქტერიციდები.

 არასწორი მოხმარების შემთხვევაში, პესტიციდები დიდ ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას და გარემოს. საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია უსაფრთხოების ნორმების მკაცრი დაცვა, ანოტაციის საგულდაგულოდ გაცნობა. ინსტრუქცია აუცილებელად თან უნდა ერთვოდეს შეძენილ პრეპარატს! გამოიყენეთ დამცავი ტანსაცმელი!

საჭიროა იცოდეთ, რომ პესტიციდების ნარჩენი დონე ეს არის ნარჩენების მაქსიმალური დონე (ნმდ) — სურსათში ან სურსათზე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პესტიციდების ნარჩენების კონცენტრაციის ზედა დასაშვები რაოდენობა, რომელიც კარგი (სანიმუშო) სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკიდან და მომხმარებელზე ზემოქმედების ყველაზე უმცირესი რაოდენობიდან გამომდინარე, აუცილებელია მოწყვლადი (მგრძნობიარე) ჯგუფების დასაცავად.

ამ შემთხვევაში კი მოწყვლადი (მგრძნობიარე) ჯგუფი ეს პირებია, რომლებიც მცენარეთა დაცვის საშუალებების გამოყენებისას, ჯანმრთელობის მდგომარეობის მწვავე და ქრონიკული შედეგების შეფასების დროს, საჭიროებენ განსაკუთრებულ განხილვას. ამ ჯგუფს მიეკუთვნებიან ორსული და მეძუძური დედები, ჯერ არ დაბადებული (მუცლადმყოფი) ბავშვები, ბავშვები, ხანდაზმული ადამიანები, ასევე ის თანამშრომლები ან მუდმივი მაცხოვრებლები, რომლებზეც ხანგრძლივი დროის განმავლობაში განიცდიან პესტიციდების ზემოქმედებას.

პესტიციდების ნმდ-ს დადგენისას გასათვალისწინებელია მათი ჯამური მოქმედების ეფექტი ანუ ჰაერიდან, წყლიდან და სხვა სურსათიდან ორგანიზმში დღე-ღამის განმავლობაში მოხვედრილი პესტიციდების საერთო რაოდენობა.

სურსათის პესტიციდებით დაბინძურების თავიდან ასაცილებლად საჭიროა გათვალისწინებული იქნეს, რომ პესტიციდის გამოყენება შეიძლება მხოლოდ იმ მიზნებისათვის და იმ რაოდენობით, რომელიც მითითებულია გამოსაყენებლად ნებადართული პესტიციდების სახელმწიფო კატალოგში და მოცემულია პესტიციდის მწარმოებლის მიერ ტარის ეტიკეტზე.

სხვადასხვა ტექნოლოგიური საშუალებებით შესაძლებელია სურსათში პესტიციდების ნმდ-შემცირება.

პესტიციდები მაღალი ტემპერატურის მოქმედებისას სრულად ან ნაწილობრივ დაშლას განიცდიან. ამიტომაც მიზანშეწონილია გარეცხილი ხილისა და კენკროვანებისაგან მურაბების, ჯემების, ხილფაფების მომზადება. ხილს, რომელშიც (ფოპ)-ის შემცველობა 3-4-ჯერ აღემატება ზღვრულად დასაშვებ დონეს, გადამუშავების წინ აუცილებლად უნდა მოსცილდეს კანი.

კანის გაცლა პესტიციდებისაგან 90-100%-ით გათავისუფლებას იწვევს, თუმცა ზოგიერთ პესტიციდები, მხოლოდ 50-70 %-ით სცილდება. ასეთი ნედლეულის გამოყენება მარმელადების დასამზადებლად მიზანშეწონილი არ არის, რამდენადაც ტექნოლოგიურ პროცესში ხანმოკლე თბური დამუშავება ვერ უზრუნველყოფს (ფოპ)-ების დაშლას. ბოსტნეულისაგან შესაძლებელია ისეთი კონსერვების მომზადება, რომლებიც აუცილებელ სტერილიზაციას ექვემდებარებიან.

განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ფოპ-ები გროვდება ციტრუსების კანში, ამიტომ, თუ (ფოპ)-ის შემცველობა 3-4-ჯერ აღემატება ზდდ-ს, დაუშვებელია მათი გამოყენება საკონდიტრო წარმოებაში ცუკატების, ცედრების და სხვ. დასამზადებლად. (ფოპ)-ების ნარჩენი რაოდენობის შემცველი მარცვალი კარგად უნდა განიავდეს და უნდა შეერიოს სხვა მარცვალს. რეალიზაციამდე აუცილებელია ლაბორატორიული გამოკვლევების ჩატარება. ასეთი მარცვლისაგან მიღებული ფქვილი გამოიყენება ფუნთუშეულის დასამზადებლად. (ფოპ)-ებით შემთხვევით დაბინძურებული ხორცის გამოყენება დაშვებულია ისეთი ძეხვეულის დასამზადებლად, რომლის წარმოებაშიც ტექნოლოგიურ პროცესის ნებისმიერ ეტაპზე ხდება მაღალი ტემპერატურის გამოყენება. ხოლო რძე გამოიყენება მხოლოდ ადუღების შემდეგ.

ხარშვა, შეწვა, გამოშრობა, დაკონსერვება ჯემებისა და მურაბების ხარშვა მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური და კულინარული საშუალებებია სურსათის პესტიციდებისაგან გასათავისუფლებლად.

(ქოპ) — ები გაცილებით მდგრადია და არ იშლებიან მაღალი ტემპერატურის მოქმედებით, პრაქტიკულად არ იხსნებიან წყალში, ამიტომ (ქოპ)- ების შემცველი ხილი და კენკრა ძირითადად წვენების დასამზადებლად გამოიყენება, ვინაიდან პესტიციდების ნარჩენი რაოდენობა მთლიანად ჩენჩოში რჩება. ასეთი ჩენჩო არ შეიძლება გამოყენებული იქნას ცხოველთა საკვების დასამზადებლად.

ვაშლი და მსხალი შესაძლოა გამოყენებული იქნეს ჯემების, მურაბების, ხილფაფებისა და მშრალი ხილის დასამზადებლად. აღსანიშნავია, რომ კურკოვანებისაგან მშრალი ხილის დამზადება არ ხდება, რადგანაც შეუძლებელია მათი კანისაგან გათავისუფლება.

დაუშვებელია (ქოპ)-ებით დაბინძურებული ბოსტნეულისმწვანე ხახვი, ოხრახუში და სხვ. გამოყენება საკვებად. კარტოფილი გამოიყენება მხოლოდ ტექნიკური სახამებლისა და ტექნიკური სპირტის მისაღებად ან სათესად. სტაფილო შესაძლებელია გამოყენებული იქნას კონსერვებში, დამატებით ინგრედიენტად. ხორბალი, გამონაკლისის სახით, შესაძლებელია გამოყენებული იქნეს მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ფქვილის მისაღებად, ვინაიდან (ქოპ)- ები ძირითადად ქატოში რჩება. ძლიერად დაბინძურებული მარცვლისაგან კი ამზადებენ ტექნიკურ სპირტს, სახამებელს, წებოს ან/და გამოიყენება სათეს მასალად. (ქოპ)-ებით დაბინძურებული რძის გამოყენება ნებადართულია მხოლოდ ცხიმმოხდილი ანუ გაუცხიმოებულიბელი რძის ნაწარმის დასამზადებლად. ნაღები, კარაქი და კვერცხი, რომელშიც (ქოპ)- ების შემცველობა ზდდ-ს აღემატება, შესაძლებელია გამოყენებული იქნას მხოლოდ საკონდიტრო წარმოებაში, ისეთი რაოდენობით, რომ მზა პროდუქციაში პესტიციდების შემცველობა არ აღემატებოდეს დადგენილ უვნებლობის პარამეტრებს.

სურსათის გამოშრობისას, მისი ხარისხისა და ნედლეულის სახეობის მიხედვით, შესაძლებებლია პესტიციდების ნარჩენი რაოდენობის, ან გაზრდა, ან შემცირება. მაგ. მარცვლოვანი კულტურების გადამუშავებისას, დაფქვის დროს, პესტიციდები სხვადასხვა ფრაქციაში არათანაბრად ნაწილდება. როგორც წესი, დაბინძურება მაქსიმალურია ქატოში, ნაკლებია ფქვილში, გაცილებით ნაკლები — უმაღლესი ხარისხის ფქვილში.

სურსათის შენახვისას პესტიციდების ნარჩენი რაოდენობის დაშლის სიჩქარე დამოკიდებულია მათ სახეობაზე, შენახვის პირობებზე, კერძოდ, ტემპერატურასა, ტენიანობაზე, შენახვის ხანგრძლივობაზე, და ა.შ ასე მაგ., დაბალი ტემპერატურის პირობებში (-18-23ºC) პესტიციდების ნარჩენი რაოდენობის შემცირება უმნიშვნელოა მაშინაც კი, როდესაც პროდუქციის შენახვის ვადა 2 წელს აღემატება.

 პესტიციდების ნარჩენი რაოდენობის შემცირებისათვის მიზანშეწონილია ე.წ „განზავების“ მეთოდის გამოყენება, რომელიც საშუალებას იძლევა პესტიციდებით დაბინძურებული სურსათის/ცხოველის საკვებზე დაუმუშავებელი სურსათის/ცხოველის საკვების დამატებით მიღწეული იქნეას მასში პესტიციდების შემცველობის ისეთი დონე, რომელიც საფრთხეს აღარ წარმოადგენს.

პესტიციდებიფფფფფფფფფფფფ44444444444444

 

პესტიციდებით დაბინძურებული, ადამიანის ჯანმრთელობისათვის მავნე სურსათი ექვემდებარება განადგურებას, თუმცა ამ დროს უნდა გამოირიცხოს პესტიციდებისა და მათი მეტაბოლიტების მოხვედრა გრუნტის წყლებში და ნიადაგის ზედა ფენებში, საიდანაც ის შესაძლებელია მოხვდეს მცენარეთა ფესვთა სისტემაში, შესაბამისად ნაყოფში ან ბოსტნეულში. პესტიციდების ტოქსიკურობა ლეტალური დოზების მიხედვით მოცემულია სურადამიანის ჯანმრთელობისათვის.

წყარო: agriedu.ge