ცვლილებებით, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების წარმოების, დაფასოების, შეფუთვის, შემოტანის, შენახვის, ტრანსპორტირების ან რეალიზაციის წესების დარღვევისას სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული მითითებების შეუსრულებლობა გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას – 200 ლარის, ხოლო სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას – 500 ლარის ოდენობით. ამ ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას – 1 000 ლარის ოდენობით. ასევე კანონპროექტით,
დაურეგისტრირებული, ვადაგასული, უხარისხო პესტიციდის ან აგროქიმიკატის ბაზარზე განთავსება გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას – 2 000 ლარით, ხოლო სხვა ბიზნესოპერატორის – 4 000 ლარით. ამ ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას – 4 000 ლარის, ხოლო სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას – 8 000 ლარით.
რაც შეეხება პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მარკირების წესის დარღვევას, ეს ქმედება გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას – 200 ლარის, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას – 500 ლარის ოდენობით. ამ ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას – 1 000 ლარით.
ამასთან, ცვლილებებით, აკრძალული ან მკაცრად შეზღუდული პესტიციდის ექსპორტი, იმპორტი, ბაზარზე განთავსება ან გამოყენება დასაბუთებული თანხმობის გარეშე – გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 3 000 ლარი.