დარგებიმეფუტკრეობაფერმერი ფერმერს

რეკომენდაციები ვაროატოზის მკურნალობაზე

სანამ რეკომენდაციებზე გადავიდოდეთ, მოკლედ იმ ცვლილებებზე რომელიც განიცადა ვაროა გამანადგურებელმა (varoa destruqtor), ბიოლოგიასა და ქცევებში.

1. 2005-2015 წლების მონაცემებით, ვაროა გამანადგურებელი, ფორეზულ სტადიაში (ფუტკარზე მჯდომი), 5-5,5 დღე იყო, ხოლო ვაროა იაკობსონი 11-12 დღე. ახალი მეცნიერული მონაცემების მიხედვით ვაროა გამანადგურებელს 2-3 დღეზე მეტი არ ჭირდება ბარტყიან უჯრაში დასაბრუნებლად გასამრავლებლად, შედეგად იგი მიუწვდომელი ხდება აკარაციდებისთვის;

2. 2000 წლამდე ლიტერატურაში მითითებული იყო, რომ მიუხედავი ვაროატოზი 2-3 წელიწადში ღუპავს ფუტკრის ოჯახს. ეხლა, განსაკუთრებით ვირუსების გათვალისწინებით, ფუტკრის ოჯახი ერთ წელში იღუპება. ფრთის დეფორმაციის ვირუსი, შავი სადედეების ვირუსი, მწვავე პარალიჩის ვირუსი, ისრაელის და ქაშმირ ვირუსები;

3. სევილიის უნივერსიტეტის მონაცემებით, 20-30 წლის წინ 70% ვაროასი იმყოფებოდა გადაბეჭდილ ბარტყში ( მიუწვდომელი იყო აკარაციდებისთვის), ხოლო 30% იყო ფუტკრებზე. (შეგვეძლო აკარაციდის ერთჯერადი ხმარებით მოგვესპო). ეხლა 85-90 % არის გადაბეჭდილ უჯრებში, ხოლო 10-15% არის ფუტკრებზე. ამიტომ სამჯერადი მკურნალობა აკარაციდებით, 5-7 დღის ინტერვალით არაეფექტურია. საჭირო ხდება აკარაციდებით 5-ჯერადი მკურნალობა სამდღიანი ინტერვალებით, რაც შეუძლებელია მეფუტკრეობის პროდუქციის დაბინძურებისა და ფუტკრის აკარაციდებით მოწამლვის გამო. ამიტომ როცა ფუტკრის ოჯახში ბარტყი გვყავს, აუცილებელია გახანგრძლივებული მოქმედების პრეპარატების ხმარება. ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ გლიცერინში მოხარშულ მჟაუნმჟავაში დამბალ ვისკოზურ ხელსახოცებს. ფუტკრის ოჯახში უნდა განვათავსოთ 40-60 დღის განმავლობაში;

4. გადაბეჭდილ ბარტყიანი უჯრების მონიტორინგმა აჩვენა, რომ ნაწილ უჯრებში იყო 1-2 ვაროა, ნაწილში 10-15 ზოგში 15-25-იც კი. ბევრ ვაროიან უჯრებში ვაროები კვერცხს არ დებდნენ, არ მრავლდებოდნენ;

5. ადრე ფიქრობდნენ, რომ სამამლე ბარტყში ვაროას გამრავლების კოეფიციენტი 2-2,5-ია ეხლანდელი მონაცემებით 4-5 -ია;

ვაროაზე მკურნალობის ახალი მეთოდიკა (სკრიაბინის სახელობის მცირე მეცხოველეობის კათედრა) ცდა ტარდებოდა შემოდგომაზე;

1. საკონტროლო ჯგუფი, ფუტკარი არ მუშავდებოდა;

2. მეორე ჯგუფი მუშავდებოდა ბიპინით ორჯერადად, მაგრამ გადაბეჭდილი ბარტყი ხელუხლებელი რჩებოდა;

3. მესამე ჯგუფი მუშავდებოდა ბიპინით ორჯერადად და ნადგურდებოდა მთელი გადაბეჭდილი ბარტყი.

ჯგუფი ფუტკარი ჩარჩოზე საწყისი ტკიპა % 5 დღის შემდეგ % 15 დღის შემდეგ %

1. 10±0,5 19,6±1,5 20,1±1,3 25,5±2,3;

2. 10,5±0,6 20,2±1,5 2,4±0,3 15±0,5;

3. 9,5±0,7 18,5±2,5 1,9±0,4 2,2±0,8.

დასკვნები

• აკარაციდებით დამუშავებისას მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად:

1. აქტიურ სეზონში, უნდა მოვაცილოთ მთელი გადაბეჭდილი ბარტყი;

2. ან ხელოვნურად შევქმნათ უბარტყო პერიოდი ფუტკრის ოჯახში;

3. ამისთვის გამოვიყენოთ მილენინის, მალიხინის ან ხმარას დედა ფუტკრის იზოლატორები, ან ოჯახის გაყოფა;

4. თებერვალსა და ადრე გაზაფხულზე გამოვიყენოთ განგრძობითი მოქმედების პრეპარატები: ხის და პლასტმასის ფირფიტები (ხის ფირფიტების შემთხვევაში, 7-8 დღის შემდეგ , ვტოვებთ ძველს და ვამატებთ ახალ ფირფიტებს , ყოველ სამ ფუტკრიან ჩარჩოზე ერთს), გლიცერინისა და მჟაუნმჟავის ნახარშში გაჟღენთილ ვისკოზურ ხელსაწმენდებს ან მუყაოს ფირფიტებს;

5. აპრილსა და მაისში, ღალის დაწყების წინ (ადგილმდებარეობის მიხედვით), შესაძლებელია გლიცერინისა და მჟაუნმჟავის ნახარშში გაჟღენთილ ვისკოზურ ხელსაწმენდებს ან მუყაოს ფირფიტებისხმარება, როგორც ეკოლოგიურად სუფთა მეთოდი, (თუმცა ეს ალბათ შესათანხმებელია);

6. აპრილსა და მაისში, ღალის დაწყების წინ (ადგილმდებარეობის მიხედვით), ღალამდე 20-25 დღით ადრე, შესაძლებელია დედების იზოლატორში დამწყვდევა, რაც შესაძლებელს გახდის არა მარტო კვერცხდების შეწყვეტას, არამედ ყველა ფუტკრის ოჯახში მოღალე ფუტკრის მკვეთრ ზრდას, 1,5-2 კილოთი და აქედან გამომდინარე, თაფლპროდუქტიულობის ზრდას 8- 10 კილოთი ყოველ ოჯახზე. (მალიხინის რეკომენდაცია);

7. დავიცადოთ და დავამუშაოთ ფუტკრის ოჯახი გვიან შემოდგომაზე ბარტყის გამოსვლის შემდეგ (დასავლეთ საქართველოში ეს შეუძლებელია, რადგან დედა ფუტკრის კვერცხდებაში ზამთარში წყვეტა არ გვაქვს);

8. ზოოტექნიკური მეთოდი: ღალის შემდეგ, გავყოთ ფუტკრის ოჯახი შუა ზაფხულში (ივლის-აგვისტო) 1 . ღია ბარტყიან, დედით და 2. გადაბეჭდილ ბარტყიან, უდედო ნაწილებად და დავამუშაოთ ცალცალკე. პირველი დედიანი ნაწილი იმავე დღეს ერთჯერადად, მეორე გადბეჭდილბარტყიანი 20-ე და 24 -27-ე დღეს ორჯერადად. შედეგად თითქმის 95-98% ვაროას მოვკლავთ. ერთი პირობაა, ზემოთმყვანილი მაგალითის გათვალისწინებით საქმე აგვისტოს ბოლომდე არ უნდა მივიყვანოთ. აქ დამატებით ინვენტარი, სკები ან საგანაყოფე ყუთები გვჭირდება, იმდენი, რამდენი ფუტკრის ოჯახიც გვყავს;

9. ზაფხულში, იმ საფუტკრეებში სადაც დამატებითი სკები არ გვაქვს, მოვაშოროთ ფ. ოჯახს დედები და ვაცალოთ ფ. ოჯახს თაავად გამოიყვანონ ახალი დედა. (აქ დედების ნაწლი, ერთ ღიაბარტყიან ჩარჩოსა და ორ მისაფარებელთან ერთად შეიძლება არსებულ ცარიელ ყუთებში გადავსვათ მარაგდედებად) მაშინ, ძირითად ოჯახში 24-ე და 27-ე დღეს შეწამვლა ეფექტური იქნება, რადგან გადაბეჭდილი ბარტყი ოჯახში არ გვეყოლება;

10. მე უფრო ეფექტურად მიმაჩნია, ივნისის ბოლოს ივლისის დასაწყისში, ყველა ძლიერი ოჯახის შუაზე გაყოფა, დედის მონახვის გარეშე, ყველა ბარტყიანი ჩარჩოს ახალ ყუთში ჩაფერთხვით და ერთი ღიაბარტყიანი ჩარჩოს ამ ყუთში დატოვებით. მაგრამ ასეთ შემთხვევაში აუცილებელია გვქონდეს გასაყოფ ფუტკრის ოჯახებზე ორჯერ მეტი რაოდენობის სკა ან საგანაყოფე ყუთი. 6) პუნქტის ქვევარიანტი;

11. და საერთოდ წესად მივიღოთ,რომ აქტიურ სეზონში, ვაროატოზს ფუტკრის ოჯახში სამ თვეში ერთხელ მაინც უნდა შევებრძოლოთ;

12. მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის დამთავრების შემდეგ, საფუტკრის 5-10% ოჯახებში აუცილებლად ჩავატაროთ მონიტორინგი ვაროაზე 40%-იანი სპირტხსნარის მეშვეობით.

დედა ფუტკრის იზოლატორების გამოყენების შესაძლო ვარიანტები:

1. მილენინის, მალიხინის, ხმარას და ჩინური ბამბუკის იზოლატორებში დედის 15-20 დღიანი იზოლირება მთავარი ღალიანობის წინ, ღალის წინ შეწამლვით და დედის გაშვებით;

2. მილენინის, მალიხინის, ხმარას და ჩინური ბამბუკის იზოლატორებში დედის 15-20 დღიანი იზოლირება შუა ზფხულში, შემდგომი შეწამვლით;

3. 10-15 ოქტომბრიდან, დედების იზოლირება დასვლეთ საქართველოს დაბლობ ზონაში დეკემრის შუამდე მაინც, 1-2 ჯერადი დამუშავებით დედის გაშვების წინ. დედიანი იზოლატორი იდგმება ბარტყიანი ჩარჩოების შუაში. დედების გაშვებას მე ვამჯობინებ იანვრის ბოლოს, თებერვლის დასაწყისში, მაგრამ მაშინ აუცილებელია დეკემბერში, დამწყვდევიდან 20-25 დღეში დედიანი გალიის გადაადგილება-კორექტირება ფუტკრის გუნდის მიხედვით.

ფუტკრებმა შეიძლება დედიანი გალია დატოვონ და სხვა, სკის უფრო თბილ მხარეს გადაინაცვლონ.

ვაროას საწინააღმდეგო პრეპარატები

ჯერ კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ვაროას საწინააღმდეგო საშუალებები და მეთოდები. უფრო მეტი თვალსაჩინოებისთვის შევეცადოთ ისინი დავაჯგუფოდ მოქმედი ნივთიერებების ან მეთოდების მიხედვით. ეს დაეხმარება მეფუტკრეებს პრეპარატების შერჩევაში, რომლებიც ხშირად მხოლოდ წამლის დასახელებას ცვლიან და არა მოქმედ ნივთიერებას. განსაკუთრებით ერევათ: ბისანარი , ბივაროლი, ბაივაროლი.

ჯგუფიპერეტროიდები (ფლუვალინატი, ფლუმეტრინი)

1. ფლუვალინატის შემცველია: აპისტანი, აპიფიტი, ფუმისანი, ვაროკომი, ასკოვარი, აქვა-ფლო, მავრიკი, ფლუვალიდეზი, ბივაროლი, ასკოვარი.

2. ფლუმეტრინის შემცველია: ბაივაროლი, ვაროსტოპი, ბაიტიკი.

3. ჯგუფი _ ფორმამინები (ამიტრაზი): ბიპინი, აპიტაკი , ტედა, ბიპინ-ტ, ამიპოლ-ტ, თურქული შესაბოლებელი თოკები და მუყაოს ფირფიტები.

4. ჯგუფი _ ბრომპროპილატი: ფოლბექსი, ფოლბექს-BA, აკარასანი. ამ ჯგუფის პრეპარატები მოქმედებს აკარაპიდოზზეც (ტრაქეის მიკროსკოპულ ტკიპზე).

5. ჯგუფი _ კუმაფოსი (პერიცინი) იხმარება მხოლოდ ვაროატოზის დიაგნოსტიკისთვის, რადგან ვაროა 2-3 წელში იმუნიტეტს იმუშავებს.

6. ჯგუფი _ ორგანული მჟავები: ჭიანჭველმჟავა (მოქმედებს აკარაპიდოზზეც), მჟაუნმჟავა, რძის მჟავა,

7. ჯგუფი _ ეთერზეთები, სამკურნალო მცენარეები და მათზე დამზადებული პრეპარატები: ეკოპოლი, აპიდეზი, ტიმოლი, ტიმოლ-ბ, ბისარინი, აპიბიო მკურნალი, აპიმაქსი, პჩოლკა, კას-81. უკანასკნელ წლებში ვაროას მიმართ ეფექტურობა შეუმცირდათ

8. ჯგუფი _ ფიზიკური მეთოდები: თბილი ჰაერით დამუშავება, შაქრის პუდრის შეფრქვევა, თამბაქოს მტვერი, ცარცის, ტალკის, სახამებლის შეფრქვევა, ბადიანი ან მილებიანი ფსკერების გამოყენება.

9. ჯგუფი _ ზოოტექნიკური მეთოდები; ახალი განაყოფების გაკეთება, სამამლე ბარტყის განადგურება, ოჯახის გაყოფა ზაფხულში გადაბეჭდილ ბარტყიან (უდედო) და ღიაბარტყიან (დედით) ნაწილებად.

ერთად განვიხილოთ ჭიანჭველმჟავას გამოყენების შესაძლებლობა, მისი ძლიერი ტოქსიკურობის და მეფუტკრეებში დამწვრობის გამოწვევის გამო.

საქართველოს პროფესიონალ მეფუტკრეთა ასოციაცია

თეიმურაზ ღოღობერიძე,

ტელ: 599 197 588

E-mail:temurigogob@gmail.com