დარგებიმეთევზეობა

ჩვენ „ფარიონს“ ძლიერი იმუნიტეტი და გემრიელი ხორცი აქვს

გართულებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის დროს, ექიმები უფრო აქტიურად ალაპარაკდნენ ორგანიზმის ძლიერი იმუნიტეტის აუცილებლობაზე. იმ პროდუქტების ჩამონათვალში, რაც ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებს, პირველ რიგში, ზღვის პროდუქტები, კერძოდ, სხვადასხვა სახეობის თევზი სახელდება.

შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზია თურქების მერე, რამდენიმე წლის წინათ, ქართველმა მეთევზეებმაც მიიღეს. ამას გარდა, ბოლო დროს, ჩვენში თევზების გამოსაზრდელი აუზები და სატბორე მეურნეობებიც აქტიურად ამუშავდა.

დარგში მიმდინარე სიახლეზე და არსებულ პრობლემებზე გვესაუბრება სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მთავარი სპეციალისტი  ელდარ კაშია.

_ ბატონო ელდარ, საქართველოში თევზი ადრე ძირითადად უცხოეთიდან შემოდიოდა, დღეს მდგომარეობა შეიცვალა და დარგში სასიკეთო ძვრები შეიმჩნევა…

_ ადრე საქართველოში თევზი ძირითადად რუსეთიდან შემოჰქონდათ, დღეს ჩვენში უკვე არსებობს როგორც ცივი წყლის თევზების გამოსაზრდელი ავზები, ასევე თბილი წყლის თევზების სატბორე მეურნეობები. ჩვენი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი აქტიურად მუშაობს და სასელექციო გუნდი ცდილობს ჩვენ მიერ დანერგილი სიახლეები და მიღწევები ქართველ ფერმერებზე მაქსიმალურად გავავრცელოთ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მთავარი სპეციალისტი ელდარ კაშია - Sputnik საქართველო, 1920, 31.08.2021

_ მთავარი პრობლემა ქართველი ფერმერებისთვის იყო თევზის საკვები, რომელიც ადრე თურქეთიდან შემოდიოდა. დღეს რა მდგომარეობაა ამ მხრივ?

_ დიახ, თევზის საკვები საკმაოდ ძვირი ჯდება და ის ძირითადად თურქეთიდან შემოდიოდა. მაშინ თევზს, ხამსიას ფქვილად ამუშავებდნენ. ამის შემდეგ თევზის ფხვნილი და თევზის ზეთი მიდიოდა თურქეთში, სადაც ადგილობრივ ქარხნებში მათგან გრანულირებულ საკვებს ამზადებდნენ. მერე თევზის საკვებს ისევ მათგან, საკმაოდ ძვირად, ოთხმაგ ფასად ვყიდულობდით. საქონლის საკვებზეც ანალოგიური ხდებოდა. დღეს ეს პრობლემა შეიძლება ითქვას, რომ უკვე მოგვარდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მთავარი სპეციალისტი ელდარ კაშია - Sputnik საქართველო, 1920, 31.08.2021
_ თუ არსებობს ჩვენში სასწავლო დაწესებულება, პროფესიული კოლეჯი, რომელიც ამ დარგის სპეციალისტებს ამზადებს?

_ ფოთში დიდი ხანია არსებობს კოლეჯი. უკვე რამდენიმე წელია, რაც ეს კოლეჯი ამ დარგის სპეციალისტებს, ფერმერ-მეთევზეებსაც უშვებს. მილენიუმის პროგრამით ამ კოლეჯისთვის შესაბამისი სახელმძღვანელოებიც შევადგინეთ. ასე რომ, უკვე იზრდება ახალი თაობა, რომელი მიიღებს შესაბამის განათლებას და ფერმერული მეურნეობების განვითარების საქმეში თავის წვლილს შეიტანს.

თეონა გოგნიაშვილი,