დარგებიმებაღეობა

ფასდაუდებელია მუშმულას არა მხოლოდ ნაყოფი, არამედ მის ფოთლებიც

 მუშმულა – იაპონური ზღმარტლი ებრძვის სურდოსა და გრიპს, წმენდს კუჭ-ნაწლავს შხამებისა და ტოქსინებისგან, აუმჯობესებს მხედველობას, თირკმლების ფილტრაციის უნარს, ხსნის დისფუნქციის სიმპტომს, ასევე, ებრძვის შაქრიან დიაბეტს (მისი ფოთლები შეიცავს ნივთიერება ტრიტერპენს და პოლისაქარიდს, რომლებიც ხელს უწყობენ სისხლში ინსულინის გამომუშავებას).

ფასდაუდებელია მუშმულას არა მხოლოდ ნაყოფი, არამედ მის ფოთლებიც. მათ სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ იყენებენ.

მუშმულას ფოთლებისგან დამზადებული ნაყენები და ნახარშები დიარეას, ასთმას, ბრონქიტებსა და ზედა სასუნთქი გზების ანთებებს კურნავს.

მუშმულას ოდნავ უმწიფარ ნაყოფს კუჭის შემკვრელი თვისებები აქვს. კარგად დამწიფებული ნაყოფის რბილობს კი – პირიქით, გამხსნელი მოქმედება. პარალელურად, ის ორგანიზმს შლაკებისა და ტოქსინებისგან წმენდს. მუშმულა შეუცვლელია თირკმლის კოლიკების დროს, ის შესანიშნავად უმკლავდება შარდკენჭოვან დაავადებებსაც.

მუშმულას ნაყოფის თაფლთან არეული რბილობი აუმჯობესებს სუნთქვას, ასუფთავებს ფილტვებს ლორწოსგან, გვათავისუფლებს ქოშინის, გულის არეში ტკივილებისა და ხანგრძლივი ხველისგან.

C ვიტამინისა და A პროვიტამინის (უძლიერესი ანტიოქსიდანტის) შემცველობის წყალობით, მუშმალას ნაყოფი უაღრესად დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობაზე, აწესრიგებს არტერიულ წნევას, ხელს უწყობს ქსოვილების აღდგენასა და აუმჯობესებს სისხლის შედედების პროცესს. მუშმულა მატონიზებელ მოქმედებას ახდენს მთელ ორგანიზმზე, აძლიერებს იმუნურ სისტემას, ებრძვის ნაადრევ დაბერებას, ხელს უშლის ონკოლოგიური წარმონაქმნების გაჩენას, ინფარქტებსა და ინსულტებს. მუშმულა ზრდის ორგანიზმის მედეგობას სხვადასხვა ვირუსის, ინფექციებისა და მიკროორგანიზმების მიმართ.

ისევე, როგორც სხვა ხილის, მუშმულის მიღებაც ცოცხალი სახითაა სასურველი, თუმცა ის არც თერმული დამუშავებით კარგავს თავის სამკურნალო ძალას. მისგან დამზადებული მურაბები, ჯემები და კომპოტები დადებითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე, ნაწლავებიდან გამოდევნის მავნე ნივთიერებებს და აღადგენს მის მიკროფლორას.

მუშმულას გამშრალი და დაფქული კურკებისგან იაპონელები ყავის შემცვლელს ამზადებენ, რომელიც ძალზე სასარგებლო, მატონიზებელი სასმელია და ნატურალური ყავის გემოსგან თითქმის არ განსხვავდება.