ფეიხოა (ბრაზილიური გუავა)
ფეიხოა მარადმწვანე ბუჩქოვანი მცენარეა. ის შესაძლებელია ასევე შეგხვდეს პატარა ხის სახითაც. ამ მცენარის სამშობლო სამხრეთ ამერიკაა. ის სამხრეთ ბრაზილიაში, არგენტინაში, პარაგვაიში და ურუგვაიში გავრცელებულია.მას სხვანაირად ასევე ბრაზილიურ გუავას და ანანას გუავას ეძახიან.
პირველად ფეიხოა ევროპელებმა ბრაზილიაში XIX საუკუნეში აღმოაჩინეს. სახელი პირველაღმომჩენის _ ბუნების ისტორიის მუზეუმის დირექტორის ჟუან და სილვა ფეიხოს პატივსაცემად შეარქვეს.
ენდემურ ფეიხოას შეუძლია სიმაღლეში დაახლოებით ექვსს მეტრს მიაღწიოს, ქოთანში უფრო მცირე ზომას აღწევს.
ფოთოლს ელიფსური, ან კვერცხის ფორმის აქვს. ის ოთხი სანტიმეტრი სიგრძისა და ღია მწვანე მონაცისფრო ფერისა. მათი ქვედა ნაწილი ბუსუსებითაა დაფარული.
ფეიხოას ყვავილი ორ სქესიანია და ხასიათდება მბრწყინავი წითელი ფერის მტვრიანებით. ფეიხოას მწიფე ნაყოფი მუქი მწვანეა, კენკრა, რბილია და მარწყვისა და ანანასის არომატი აქვს.
ნაყოფი მდიდარია იოდით (მწიფე ნაყოფის 100 გრამში დაახლოებით 8-35 მგ იოდია), რითაც ყველაზე ძვირფასია ადამიანისთვის. რბილობი მკვრივია, წვნიანი, მომჟავო-ტკბილი, მწიფდება ოქტომბერ-ნოემბერში, იყენებენ ნედლად და გადამუშავებულად.
ფეიხოა რომ აყვავდეს და ნაყოფი გამოიღოს, მისთვის აუცილებელია სითბო, მზე, ამიტომ ის მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით მზიან ადგილას უნდა გვქონდეს დარგული (თუ მთლიანად გაშლილი სივრცე იქნება უკეთესია მცენარისთვის, თუ არადა მზიანი ვერანდა ძალიან კარგი ვარიანტია).
ფეიხოა ქოთანში რომ გავზარდოთ და ნაყოფი მივიღოთ, საჭიროა წყალგამტარი კალციუმით ღარიბი ნიადაგი.
მორწყვის დროს ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ წყალი იყოს კალციუმით ღარიბი.ფეიხუას მოსარწყავად ყველაზე საუკეთესო წვიმის წყალია. მართალია ფეიხუას ბევრი წყალი სჭირდება მზიან ადგილთან ერთად, მაგრამ ყურადღება მივაქციოთ, რომ არ მოხდეს ფესვებში ზედმეტი ტენის დაგროვება.
მაისიდან სექტემბრის ჩათვლით უნდა შევიტანოთ თხევადი სასუქი კვირაში ერთხელ და აუცილებლად უნდა მოირწყას.
მოამზადა,
გიორგი ვარამაშვილმა