აგრარული განათლებადარგებიმებაღეობა

ფეიხოა (FEIJOA)

ფეიხოა მარადმწვანე ბუჩქოვანი მცენარეა. სამხრეთ ამერიკის სუბტროპიკულ რაიონებში ცნობილია 3 სახეობა. დასავლეთ საქართველოში შემოიტანეს 1900 წელს, პირველი პლანტაცია გაშენდა 1915—1916 წლებში ბათუმისა და სოხუმის ბოტანიკურ ბაღებში.
ფეიხოა არის 1-7 მეტრი სიმაღლის ხე-ბუჩქი. აქვს გადაშლილი, ხშირი ვარჯი. ფოთლები ერთმანეთის მოპირდაპირედააქვს განლაგებული, ყვავილი ერთეულია, უბისა, დაწყვილებული ან თანაყვავილედად შეკრებილი, ორსქესიანი. ფეიხოას მწიფე ნაყოფი მუქი მწვანეა, კენკრა, რბილია და მარწყვისა და ანანასის არომატი აქვს. ნაყოფი მდიდარია იოდით (მწიფე ნაყოფის 100 გრამში დაახლოებით 8-35 მგ იოდია), რითაც ყველაზე ძვირფასია ადამიანისთვის. რბილობი მკვრივია, წვნიანი, მომჟავო-ტკბილი, მწიფდება ოქტომბერ-ნოემბერში, იყენებენ ნედლად და გადამუშავებულად, მაგ: მურაბა, კამპოტი, ჯემი და სხვა. 

ფეხო ფეიხოფეიხო

ფეიხოას ნაყოფი საუკეთესო პროფილაქტიკაა იმუნიტეტის გასაძლიერებლად, რათა თავიდან ავირიდოთ სხვადასხვა სახის სეზონური ვირუსები. ის აძლიერებს გულის კუნთის მუშაობას, ავითარებს ტვინს. ხელს უწყობს ჰორმონების დაბალანსებას ორგანიზმში. აწესრიგებს საჭმლის მომნელებელ სისტემას, აფერხებს კიბოს უჯრედების ზრდას. ეფექტურია ბრონქიტის, ალერგიის, ფილტვების დაავადებების დროს. დიდი სამსახურის გაწევა შეუძლია ნერვული სისტემის დარღვევების მქონე ადამიანებისთვის. ებრძვის დეპრესიასა და სტრესს, აძლიერებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას. არასოდეს თქვათ უარი ფეიხოას კანზე. ეს არის ზუსტად ის, რაც გჭირდებათ. კანი შეიცავს ბევრ სასარგებლო ნივთიერებას, რისი მეშვეობითაც ამარცხებს ორგანიზმში დაბერების პროცესებს, ეწინააღმდეგება კიბოს უჯრედების ფორმირებას. 

ფეიხოა შეიცვას უხვი რაოდენობით A, B, C -ვიტამინებს, იოდს და კალიუმს. ასევე შეიცავს დიეტურ ბოჭკოებს და თუ ვინმეს გსურთ დიეტური საკვები, ფეიხოა აუცილებლად შეიტანეთ საკვებ რაციონში, როგორც ვიტამინებით მდიდარი პროდუქტი, წონის დაკლების დროს ორგანიზმს ვიტამინების დეფიციტის საფრთხეს არ უქმნის, პირიქით, ავსებს და ამარაგებს მას.

გახსოვდეთ: ხილი ზომიერად უნდა მიიღოთ, რადგან ის დიდი რაოდენობით იოდს შეიცავს. ეს განსაკუთრებით უნდა გაითვალისწინონ მათ, ვისაც ჰიპერთირეოზი აქვს – ფარისებრი ჯირკვლის მომატებული ფუნქცია. ამ დროს ჯობს, ამ ხილზე საერთოდ უარი თქვათ.

თუ გადააჭარბეთ ფეიხოას მიღება, ე.ი. ორგანიზმში ზედმეტი იოდი მოხვდა. ამ დროს ადამიანს ახასიათებს შემდეგი სიმპტომები: ნერვული აღგზნებულობა, შფოთვა, გახშირებული გულისცემა და „ციმციმა“ (ხშირად ცვალებადი, „მოხტუნავე“) ტემპერატურა, ასევე შრომისუნარიანობის დაქვეითება, მეხსიერების გაუარესება.

ასევე, ფეიხოა შეიცავს ბევრ საქაროზას, ამიტომ მის მიღებას უნდა მოერიდონ შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ადამიანები, თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ პროდუქტში პექტინის მაღალი დონე საქაროზას მოქმედებას ანეიტრალებს. ამიტომ ჯობს, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებმა კონსულტაცია ექიმთან გაიარონ.
ფეიხოას კოსმეტიკაშიც იყენებენ. მას აქვს ანთების საწინააღმდეგო, გამაახალგაზრდავებელი და კანის მკვებავი თვისებები. შეგიძლიათ სახისა და კისრისთვის მოამზადოთ ნიღაბი შემდეგნაირად: 1/3 დაქუცმაცებულ ფეიხოას შეურიეთ კვერცხის გული, 2 სუფრის კოვზი ხაჭო და 1 სუფრის კოვზი ზეთისხილის ზეთი. მიღებული მასა წაისვით სახესა და კისერზე და გაიჩერეთ 20 წუთი. შემდეგ წყლით ჩამოიბანეთ.

გახეხეთ ფეიხოა და დაამატეთ თაფლი, ან შაქარი, შეინახეთ მაცივარში და მიირთვით.1 კგ ფეიხოას ნაყოფი გაატარეთ მაშინკაში და დააყარეთ 1 კგ შაქარი. დღეში ამ ნარევის მიღება 3 ჩ/კ ოდენობით მთლიანად გაანთავისუფლებს თქვენს ორგანიზმს იოდის დეფიციტისგან. სწორედ ამ ნარევისგან შეგიძლიათ მოამზადოთ ნაყინი, რითაც გაახარებთ ბავშვებს, თან იზრუნებთ მათ ჯანმრთელობაზე.

ფეიხოას დარგვა და მოვლა:

დასარგავად გამოიყენება 2 ან 3 წლიანი სტანდარტული ნერგები. ფეიხოას პლანტაციის გაშენების ოპტიმალური დროა შემოდგომა, მაგრამ შეიძლება ადრე გაზაფხულზე მარტშიც.  ნერგის დასარგავი ორმოს პარამეტრებია 40სმx40სმx40სმ, კვების არე 4მx4მ; 4მx3მ; 5მx2მ; 5მx3მ. მცენარეს არ უყვარს მჟავე და მუდმივად ნესტიანი ნიადაგი, ამიტომ მისი დარგვისას ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ.

ნიადაგის განოყიერება:

მცენარის კარგად ზრდა-განვითარებისტვის საჭიროა ნოყიერი ნიადაგი, ამისთვის უნდა შეიტანოთ ორგანული და მინერალური სასუქები. ნიადაგის გასანოყიერებლად შეიძლება შევიტანოთ ნაკელი. ახალგაზრდა  1-4 წლამდე ასაკის ბაღში ნაკელი ან მისი შემცვლელი სხვა ორგანული სასუქი ყოველწლიურად უნდა შევიტანოთ ერთ ბუჩქზე 10-15 კგ-ის რაოდენობით, 4-6 წლის ბაღში – ერთ ბუჩქზე 15-20 კგ-მდე, ხოლო სრულ მსხმოიარე ბაღში 6-8 წლამდე 20-30 კგ-მდე. აზოტი სასურველია ორჯერად ან სამჯერად შეტანა, შესატან დოზას ვყოფთ ორად ან სამად.

როგორ მრავლდება:

ფეიხოა მრავლდება სამი გზით: დათესვით, კალმებით და გადაწვენით. ყველაზე ადვილია კალმებით ან გადაწვენით გამრავლება.

კალმებს იღებენ მხოლოდ ახალგაზრდა, წინასწარ აპრობირებული სადედე ხეებიდან, რომლებიც ხასიათდებიან რეგულარული მსხმოიარობით და მაღალხარისხოვანი მოსავლით. კალმების აჭრის ოპტიმალური ვადა ნოემბრის ბოლო რიცხვებია, კალმებს ჭრიან 8-10 სმ. კალმების მაღალი დაფესვიანების მიზნით   გამოიყენება ზრდის სტიმულიატორების შესაბამისი კონცენტრაციები. ფეიხოა ძნელად დასაფესვიანებელ მცენარეთა ჯგუფს მიეკუთვნება, თუმცა იდეალური პირობების  გამოყენების ფონზე გახარება 60-80%-ის ფარგლებში მერყეობს. ფეიხოას სტანდარტული ნერგების მისაღებად, გენერაციული გამრავლების დროს დათესვიდან საჭიროა ორი წელი. თესლნერგები მსხმოიარობას იწყებენ 5-6 წლიდან, ხოლო ვეგეტაციურად ნამრავლი ნერგები მსხმოიარობს მეორე – მესამე წელს. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ეკოლოგიურად სუფთა ვირუსებისაგან დაცული ნერგის გამოყვანა ხდება ლაბორატორიულ პირობებში.

მავნებლები:

ფეიხოას შეიძლება დაავადდეს წითელი ტკიპით. მავნებლის მიერ დაზიანებული ფეიხოას ფოთლები უფერულდება და დეფორმირდება. ფოთლების დაზიანების გამო, ნაყოფები და ყლორტები ვერ ვითარდება და იმ შემთხვევაში თუ მავნებელი მასობრივადაა გავრცელებული, მოსალოდნელია მცენარეების, განსაკუთრებით ახალგაზრდა ნერგების ზრდაში შეფერხება. ასეთ დროს მცენარე, სპეციალისტის რჩევით უნდა შეიწამლოს.

მცენარე ასევე შეიძლება დაავადდეს ცრუფარიანით. ზრდასრული მავნებლის სხეულის სიგრძე 5-4 მმ-ია. სხეული მოყვითალოყავისფერია, ზურგზე აქვს ყავისფერი ლაქები. სხეულის ფორმა კვერცხისებრია, ბრტყელი და ოდნავ ამობურცული.

რბილი ცრუფარიანა ფეიხოას უზიანებს ფოთლებს, ახალგაზრდა ყლორტებს, ტოტებს და ზოგჯერ ნაყოფებსაც. ახალგაზრდა პლანტაციებსა და სანერგეებში მავნებელს შეუძლია კულტურათა ღეროებსაც მიაყენოს დაზიანებები. პირდაპირი ზიანის გარდა, მავნებლის მიერ დაზიანებულ ორგანოებზე შესაძლოა განვითარდეს სოკოვანი დაავადებები. ასეთ დროს საჭიროა მცენარის გასხვლა, უნდა მოეჭრას ყველა დაზიანებული ადგილი და მცენარის ძირს ჩამოცვენილი ფოთლები სასწრაფოდ უნდა გავიტანოთ და დავწვათ.

წყარი: mcenareebi.com.ge