აგროსიახლეები

ფერმერებს აგროქულების გამოყენების ვადა 20 მაისამდე გაუხანგრძლივდათ

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, აგრობარათებზე დარიცხული ქულების გამოყენების ბოლო ვადა 2021 წლის 20 მაისია.  1 ჰექტარ მიწაზე სუბსიდიის ოდენობა 200 ლარს (აგრობარათზე დარიცხულ 200 ქულას) შეადგენს.

აგრობარათზე დარიცხული ქულებით შესაძლებელია  სასოფლო-სამეურნეო საქონლის შეძენა სპეციალიზებულ მაღაზიებში. პროგრამაში მონაწილე ფერმერებისთვის აგროქულების  დარიცხვა მიმდინარე წლის 20  თებერვალს დასრულდება.

იმ ფერმერებს, რომელთაც ჯერ არ აუღიათ აგრობარათი, ასევე მათ, ვინც მიწის ნაკვეთის პირველადი რეგისტრაცია ან  დაზუსტება 2020 წლის 31 დეკემბრამდე მოახდინეს, ბარათების მიღებას მიმდინარე წლის 20 თებერვლამდე შეძლებენ.

აგრობარათის მისაღებად, ლიბერთი ბანკის ფილიალში ვიზიტამდე, დარიცხული ქულების შესახებ ინფორმაციის მიღება  შესაძლებელია ვებპორტალზე myliberty.ge

სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების სახელმწიფო  პროგრამაში უკვე 246 000 ფერმერია ჩართული, დარიცხული სუბსიდიის ოდენობა 32 მლნ ლარს აჭარბებს.