აგროტექნოლოგიებირუბრიკები

Hugelkultur – შემაღლებული მიწაყრილიანი კვლების კულტურა

 სურათებზე ნაჩვენებია ზეპ ჰოლცტერის შემაღლებულ კვალად წოდებული სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების მეთოდი.

ზეპ ჰოლცტერის მუდმივი კვალად წოდებული კონცეფცია 5-10 წლის განმავლობაში მუშაობს, რომელიც შემდეგნაირად მზადდება:

პირველი ფენაში ვიყენებთ ხის მორებს/წვრილ ტოტებზე და ძირითადად შედარებით მსხვილი ფრაქციის საგნებს, შესაძლოა ხეებთან ერთად გამოვიყენოთ ნახშირი.

შემდგომი ფენისთვის გვჭირდება მულჩი, შესაძლოა გამოვიყენოთ ნამჯა ან გამხმარი ბალახი.

შემდგომ მოდის გადამწვარი ნაკელის ჯერი, რომელიც მიკრო და მაკრო ელემენტებით უზრუნველყოფენ აღნიშნულ კვალს.

ბოლო ფენისთვის კარგი იქნება თუ გამოვიყენებთ კომპოსტს და ნამჯას.

შემაღლებული კვლების უპირატესობები

• თითქმის არ საჭიროებენ მორწყვას და ხის ნაჭრები უზრუნველყოფენ წყლის მიწოდებას გვალვიან დღეებში მცენარეებისთვის;

• მცირე ფართის ათვისების ძალიან კარგი საშუალება;

• დაავადებების მინიმალური გავრცელება/პრევენცია;

ხარჯთეფექტიანობა და წარმოების ბევრად ეფექტური სისტემის შექმნა;

• ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციის მიღების ალტერნატივა;

• კულტურული როტაცია და მცენარეთა სახეობების მონაცვლეობა;

• ნარჩენების უტილიზაცია და სწორი მართვა.

გისურვებთ წარმატებას!