აგრარული განათლებააგროტექნოლოგიებირუბრიკებიფერმერი ფერმერს

ფერტიგაცია _ თანამედროვე წვეთოვანი სარწყავი სისტემები

დღეს ჩვენში ფართოდ ინერგება ფერტიგაცია-რწყვა  ადვილად წყალხნადი სასუქების, მცენარეთა დაცვის საშუალებებისა  და წვეთოვანი რწყვის სისტემის გამოყენებით.

წყალში ადვილად ხსნადი მინერალური საკვები ნივთიერებების შეტანა ნიადაგში წვეთოვანი მორწყვის სისტემის მეშვეობით ამცირებს სასუქების დანაკარგებს და მნიშვნელოვნად ზრდის მათი გამოყენების მარგი ქმედების კოეფიციენტს.

ეს კი პირდაპირ გავლენას ახდენს  წარმოების ეკონომიკურ ეფექტურობაზე. ამ თვისებებების გამო ფერტიგაციის ფართობების სიდიდემ მთელ მსოფლიოში 3.5 მილიონ ჰა-ს გადააჭარბა. მაგალითად ისრაელში სარწყავი ტერიტორიების 70 %-ზე ტარდება ფერტიგაცია. აინდოეთის სარწყავი ტერიტორიების 60% ფერტიგაციით იწარმოება.  ამერიკის შეერთებულ შტატებში ფერტიგაცია ტარდება ერთ მილიონ ჰა-ზე.

 სასოფლო სამეურნეუო კულტურების მოსავლიანობა (ტ/ჰა) ფერტიგაციისა  და ტრადიციული რწყვის გამოყენების შემთხვევაში.

კულტურა წვეთოვანი რწყვა ფერტიგაციით სასუქების შეტანის ტრადიციული მეთოდები და ტრადიციული რწყვა
კარტოფილი 70 37
სტაფილო 54 42
პამიდორი სათბურში 350 150
პამიდორი ღია

გრუნტში

180 55
კიტრი    300 140
საზამთრო 115 60
მარწყვი 48 20

ასეთი განსხვავები მოსავლიანობებს შორის აიხსნება არა მარტო რწყვის სწორი რეჟიმით, არამედ მცენარის მიერ სასუქებისა და მვენარეთა დაცვის საშუალებების  ადვილად შესათვისებელ ფორმაში მიღებით. აღარაფერს ვლაპარაკობთ მის ეკონომიკურ ეფექტიანობაზე, რომელიც ასევე პროპორციულად  სჯობს საკონტროლო შესადარებელ ვარიანტს.

– წვეთოვანი მორწყვის  მილები და სისტემებ

2003 წელს ფირმა აკვავიტამ ააგო ქარხანა, რომელიც ამზადებს წვეთოვანი მორწყვის მილების ახალ თაობას. ამჟამად ფართოდ ინერგება წვეთოვანი ხაზის სამი სახე ¡ ჰიდროლაიტი, აკვა, აკვაგოლი თხელკედლიანი წვეთოვანი (ლენტებივით დახვეული შეფუთვით) ხაზები TARE  წყლის ფილტრებით საწვეთურების ხარჯია: 0,25-0,5-0,75-1,0 ლ/სთ.; ნომინალური წნევა -0,5 ატმ.   სამუშაო დიაპაზონი  0,3-1, ატმ. იგი  2-3 წლიანი წარმოების ციკლის მცენარეებისათვის გამოიყენება მარწყვის, სადედეების, სანერგეების,  მრავალწლიანი ხეხილის წარმოებისას. კარგი მოვლის შემთხვევაში კი მე-4 წელსაც გამოიყენება.

სურ 3. წვეთოვანი მორწყვის მილების განლაგება ნათესებში.

უფრო ხანგრძლივი  წარმოების ციკლისთვის იყენებენ შედარებით სქელკედლიან მილებს და ალაგებენ მცენარეთა შორის (იხილეთ სურ 3). თუ ერთწლიანი ბოსტნეული იწარმოება და რწყვა მიზანშეწონილია ერთ წელზე მცირე ხნით, მაშინ ფერტიგაციისათვის იყენებენ უფრო თხელკედლიან სისტემებს. ისინი უფრო იაფია და ამ საქმისათვის ეკონომოკიურადაც მიზანშეწონილია. ამასთან უნდა გავითვალისწინოთ, რომ თუ საწარმოო ფართობები 50 და 100 ჰექტარს აღემატება, მაშინ უნდა გამოვიყენოთ სპეციალური მილგამყვანი ტექნიკა, როგორც მილების გასაშლელად ისე ასახვევად. აღსანიშნავია, რომ დდღეს არსებული სასოფლო-სამურნეო ტექნიკის  ზოგიერთი მოდელი პლასტიკური, დრეკადი მილების დალაგებისას ნიადაგს აფარებს მულჩს და ანხორციელებს თესვა-რგვის პროცესებსაც.

  1. წვეთოვანი ხაზები კომპენსირებული წნევის გარეშე. მათი გამოყენება შესაძლებულია 15 წლის განმავლობაში, თუმცა ნორმალურ ვადათ ითვლება 10 წელი. მას იყენებენ თანაბარი ქანობისა და სწორ ზედაპირიან ნაკვეთებზე.
  2. წვეთოვანი მორწყვის ხაზები კომპენსირებული წნევით. მათი გამოყენება ასევე შესაძლებულია 15 წლის განმავლობაში. გამოიყენება არათანაბარ ქანობებსა და უსწორმასწორო ზედაპირებზე.
სარწყავ სისტემაში სასუქების მიწოდების თანამედროვე სისტემები.
  1. წნევის ქვეშ მომუშავე სისტემები;
  2. სისტემა ვენტური;
  3. სხვადასხა ტიპის ინჟექტორული ტუმბოების სიტემა;
  4. წნევის ქვეშ მომუშავე სისტემები: მშრალი წყალხსნადი სასუქების შეტანის სისტემა 60-220 ლიტრიანი ბალონების მეშვეობით.

ბალონებში მოთავსებული მშრალი სასუქები იხსნება მაგისტრალური წყალსადენიდან ბალონებში შემოსული წყლის მცირე ნაკადის მეშვეობით. აქედან კი წყალხსნარი უკვე უბრუნდება მაგიტრალურ წალასადენს და ნაწილდება სარწყავ, საფერტიგაციო ნაკვეთზე.

აამ სიტემემებს უმეტესად იყენებენ მძიმე და საშუალო მექანიკური შედგენილობის ნიადაგებში. განსაკუთრებით ეფექტიანია იგი მრავალწლიანი კულტურებისთვის.

  1. სისტემა ვენტური

ეს სიტემა მუშაობს ინჟექტორული ტიპის ტუმბოს საფუძველზე. იგი თავის მხრივ იწოვს წყალხსნარს და აწვდის წყალგამანაწილებელს. ამ სისტემაში გამოიყენება მხოლოდ თხევადი სასუქები მაღალი კონცენტრაციის დედო ხსნარების სახით. ჶეს უფრო რთული სისტემაა, მაგრამ მარტივია მომსახურებისა და გამოყენების თვალსაზრისით.

  1. სხვადასხა ტიპის ინჟექტორული ტუმბოების სიტემა

ეს სისტემა ყველაზე უფრო თანამედროვე და ზუსტია. ინჟექტორული სისტემა გათვალისწინებულია თხევადი კონცენტრირებული სასუქების მისაწოდებლად სარწყავ სისტემაში. ტუმბო ისრუტავს სასუქების წყალხსნარს და შეაფრქვევს წნევის ქვეშ მაგისტრალურ წყალსადენს.

შესატანი ხსნარის რაოდენობა ადვილად რეგულირდება. აგრონომიული, სამეურნეო და ეკონომკური თვალსაზრისით ამ სისტემის გამოყენება შესაძლებელია ყველა ტიპის ნიადაგზე, ყველა კულტურაში მიუხედავად ფართობის ქანობისა და კონფიგურაციისა, როგორც დახურულ ისე ღია გრუნტში.

ფფერტიგაცია განსაკუთრებით ეფექტურია სასოფლო სამეურნეო კულტურების მეთესლეობის მეურნეობებისათვის. ფერტიგაციები ტარდება სავეგეტაციო პერიოდების დასაწყისსა და მთავრდება მის დასრულებამდე, რაც ასევე მთელი სიტემის გამორეცხვის საშუალებასაც იძლევა. ფერტიგაციების დანერგვისას თანამედროვე წარმოებაში ეფექტურად  გამოიყენება სპეციალური დანადგარები დოზატრონები.

   ესენი ჰიდრავლიკური დანადგარებია, რომლებიც სასუქების დოზების რეგულირებისათვის გამოიყენება. ისინი უზრუნველყოფს დიდ სიზუსტეს და მონტაჟდება უშუალოდ სარწყავ სისტემაში, არ საჭიროებს დამატებით ენერგიას და წყლის წნევით უშუალოდ სისტემაში მუშაობს. დოზატრონი შეიწოვს დაპროგრამებული სასუქის ოდენობას, ხსნის მას გარკვეული მოცულობის წყალში, კამერაში ქმნის დედო ხსნარს და აფრქვევს მას სარწყავ სისტემაში.დ საკმარიასია დოზატრონი დაარეგულირო ერთხელ. ამის შემდეგ შეწოვილი ხსნარის რაოდენობა ყოველთვის პირაპირ პროპორციულია წყლის მოცულობასთან, ამიტომ დოზის დარღვევა გამორიცხულია. მსოფლიო ბაზარზე ყველაზე უფრო მოთხოვნადი დოზატრონია მოდელი D8 R და  DI 16-ია.

ეს მოდელი ფართოდ გამოიყენება  დიდ სამეურნეო ნაკვეთებზეც. იგი არ განიცდის დეფორმაციას. აარ იშლება ულტრაიისფერი სხივების მოქმედებით. კკარგად იტანს დიდ წნევას. აარ უშლის მუშაობაში ბორბლიან  ტექნიკას და თავადაც არ ზინდება.  ააქვს ექსპლუატაციის ხანგრძლივი პერიოდი. კარგად ანაწილებს წყალს  ორივე მხარეს.

წვეთოვანი მორწყვის სისტემის შენახვა

წვეთოვანი მორწყვის მთელი სისტემა რწყვის სეზონის ბოლოს სუფთა წყლით მინიმუმ ორჯერ მაინც უნდა გამოირეცხოს, ე.ი მორწყვა უნდა ჩატარდეს სასუქებისა და პესტიციდების (ფერტიგაციის) გარეშე. საფილტრი ელემენტი და მილებს შორის რეზინის სადებები უნდა შეინახოს მშრალად, თბილ შენობაში. მილის დახვევის დროს თავი ბოლოზე უფრო მაღლა უნდა მდებარეობდეს წყლის ნარჩენების გამოსადენათ. თუ არის ამის საშუალება კარგია პროფილაქტიკური გაწმენდა ჰაერის დაბერვით კომპრესორის, ან დგუშის მეშვეობით. მიღების დახვევისას რულონის შიდა მინიმალური რადიუსი არ უნდა იყოს  40 სმ-ზე ნაკლები.

დემონტაჟის ანუ დაუშლელ მდგომარეობასი შენახვის შემთხვევაში მილებში კომპრესორის მეშვეობით ან სხვა საშუალებით სასურველია ჰაერის ნაკადის შეშვება და მისი საშუალებით მილების  დაცლა წყლის ნარჩენებისაგან. ეს გამორიცხავს წყლის გაყინვით მილების დაზიანებას. დდიდი სიგრძის მილების შემთხვევაში საჭიროა ერთი ბოლოს წამოწევა და ასე გავლა (მოძრაობის სიჩქარე 1 მ/5წმ-ში) თავიდან მილის  ბოლომდე ნიადაგის ზეაპირიდან მილის აწევითა და ნარჩენი წყლის გადმოღვრით.

შენახვის წესების დაცვის შემთხვევაში წვეთოვანი მორწყვის სისტემები მოგემსახურებათ 3-5 წელი, რიგ შემთხვევაში კი უფრო მეტი პერიოდის განმავლობაშიც.

კობა კობალაძე, სოფლის მეურნეობის მეცნიერების დოქტორი,

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“