თანამედროვე სარწყავი სისტემები და მარწყვის მოსავლის ხარისხიანობა
მორწყვა და გამოკვება მცენარის ზრდა-განვითარების ძირითადი ფაქტორია. ბოლო წლებში კლიმატის ცვლილებების ფონზე ბევრ ქვეყანაში ატმოსფერული ნალექების რაოდენობის პროგნოზირება სულ უფრო ჭირს, შესაბამისად გართულებულია საკვები ელემენტების დოზების განსაზღვრა და მოსულ ნალექებთან შეფარდება.
ფერტიგაცია _ ეს არის ნაყოფისმომცემი თუ სხვა კულტურული მცენარეების ფესვთა სისტემის გამოკვების ზუსტი მეთოდია. ავტომატური სარწყავი სისტემის დახმარებით, მაგალითად წვეთოვანი მორწყვა, წყალში გახსნილი საკვები ელემენტები მაქსიმალური სიზუსტით მიეწოდება და მისთვის მომენტალურად ხელმისაწვდომი ხდება.
ფერტიგაციის დაწყებამდე აუცილებელია ნიადაგის ქიმიური შემადგენლობის, მასში მცენარისთვის საჭირო ელემენტების ოდენობის შესაქმნელად განისაზღვროს მისაწოდებელი სასუქების დოზები, რაც მაქსიმალურად უხვი მოსავლის მიღების პირობაა.
შემდეგი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა სასუქების არჩევა და დოზების განსაზღვრა. სასუქები, რომელიც ფერტიგაციისთვის გამოიყენება, უნდა იყოს ბოლომდე ხსნადი. მათი შემადგენლობა შეირჩევა მცენარის ვეგეტაციის პერიოდისა და წყლის ოდენობის შესაბამისად. წყლის დეფიციტის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება რთულ სასუქებს. დოზირება უნდა იყოს სასუქების შეტანის სიხშირის შესაბამისად, მაგალითად, ყოველდღიური შეტანის შემთხვევაში სასუქის კონცენტრაცია არ უნდა აღემატებოდეს 0,3 გრამს ლიტრ წყალზე.
ასევე მნიშვნელოვანია წვეთოვანი სარწყავი სისტემების შემოწმება, რადგან საწვეთურების დახშობის ან ზედმეტად გაჟონვის შემთხვევაში სასუქი თანაბრად არ მიეწოდება მცენარეებს და პლანტაციის კვების მთელი სისტემა დაირღვევა.
ფერტიგაციის პლუსი
ფერტიგაციის ძირითადი უპირატესობაა ერთგვაროვანი და ზუსტი ნაყოფის მოცემა.
კიდევ ერთი პოზიტივია სასუქების ოპტიმალური დოზირება. ტრადიციული სასუქების გამოყენების დროს დოზებს ირჩევენ პლანტაციის ფართობის მიხედვით, ხოლო მის ფესვთა სისტემაში მიწოდების შემთხვევაში საუქის გამოყენება ოპტიმალურად არის შესაძლებელი. სასუქის წვეთოვანი სისტემის მიწოდების დროს მათი ეფექტიანობა რამდენჯერმე იზრდება.
ფერტიგაციის კიდევ ერთი პლუსია მანქანებზე, საწვავზე და მუშა ხელზე დანახარჯების შემცირება. ხოლო განსაკუთრებით შესამჩნევია ეფექტიანობა, თუ საირიგაციო ხაზები და მთელი პლანტაციაც ავტომატიზებულია.
ავტომატური ფერტიგაციის დამატებითი უპირატესობაა პლანტაციისთვის სასურველი გარემოს სწრაფად შექმნა, რაც პირდაპირ აისახება მოსავლიანობაზე და წარმოებული პროდუქტის ხარისხზე.
ფერტიგაციის მინუსები
ფერტიგაციის ძირითადი ნაკლი მისი ღირებულებაა.
მაღალხარისხიანი და მრავალკომპონენტიანი სასუქების გამოყენების დროს უნდა გახსოვდეთ, რომ ასეთი სასუქები საშუალებას იძლევა მისი ეფექტიანობაც გაზარდოთ, იგი ნაკლები დოზებით გამოიყენოთ, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია აგრონომის კომპეტენტურობა, რომელიც ზედმიწევნით კარგად უნდა ფლობდეს სასუქების შეტანის და დოზირების ტექნოლოგიას. ამასთან ერთად საჭირო იქნება სასუქების ხსნადობის, ტოქსიკურობის, კონცენტრაციის და სხვა ნიუანსების ცოდნა.
ბაზარზე ხსნადი სასუქების ფართო არჩევანია და მათი გამოყენების შესახებ სრული ინფორმაციის მიღება თქვენ საქმიანობას უფრო ეფექტიანს გახდის.
წყარო: ogrodnictwo.expert