ფრინველთა სადგომის ქვშსაფენი მეცნიერთა ყურადღებას იქცევს
მკვლევარების აზრით, ქათმის ნარჩენების ხელახლა გამოყენება ხელს უწყობს ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული სალმონელას შემცირებას.
დებატებში, მთლიანად უნდა შეიცვალოს ფრინველის ქვეშსაფენი თუ ნაწილობრივ, მეცნიერებმა ძველი ქვეშსაფენის სასარგებლოდ მნიშვნელოვანი არგუმენტი წარმოადგინეს, იტყობინება Newswire.caes.uga.edu-ს.
ჯორჯიის უნივერსიტეტის მეფრინველეობის დეპარტამენტსა და აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მეფრინველეობის კვლევის ეროვნულ ცენტრის მიერ ჩატარებულმა ერთობლივმა კვლევამ: „ბაქტერიების როლი ფრინველის წარმოებაში და ნაგვის ტიპის გავლენა ბროილერის ქათმის ჯანმრთელობაზე“ საყურადღებო შედგი გამოიღო. კერძოდ, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ რეგულარული და საფუძვლიანი გაწმენდის ნაცვლად საფენის ხელახალი გამოყენება ხელს უწყობს ფრინველის იმუნური სისტემის გაძლიერებას და ხელს უშლის ანტიბიოტიკების რეზისტენტობის გადაცემას ბაქტერიების სხვა სახეობებს შორის.
„ისევე, როგორც ადამიანის დედის რძე შეიცავს სასარგებლო ბაქტერიებს ბავშვის იმუნიტეტის გასაძლიერებლად, ქვეშსაფენი, ნარჩენი ქათმის ბაქტერიების პირველწყაროა. ასე რომ, ახალ ქვეშსაფენზე გაზრდილი ქათმები მხოლოდ მიკრობიომს ძირითადად ნახერხიდან იღებენ“, _ ამბობს კვლევის ხელმძღვანელი, მიკრობიოლოგი და მასწავლებელი, ადელომოლა ოლადეინდე.
მკვლევარებმა შეისწავლეს სალმონელას შტამით ინფიცირებული ქათმები, რომლებიც არ იყვნენ რეზისტენტული ანტიბიოტიკების მიმართ. ზოგიერთი წიწილა ახალ საფენზე იზრდებოდა, ზოგი კი გამოყენებულ ნახერხზე, სკორეს, შარდმჟავას, ბუმბულის და ქათმის საკვების ნარჩენთან ერთად.
კვლევის ბოლოს, ხელახლა გამოყენებულ ქვეშაგებზე გაზრდილ წიწილებს სალმონელას პოზიტიურობის დაბალი მაჩვენებელი (66%) ჰქონდათ, ვიდრე ახალ ნარჩენზე გაზრდილ წიწილებს (79%).
ამას გარდა, მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ზოგიერთი ქათამი ახალ საფენზე მულტირეზისტენტული სალმონელას შტამით იყო ინფიცირებული, ხოლო წიწილები, რომლებიც ხელახლა გამოყენებულ ქვეშაგებზე იზრდებოდნენ_ არა.
ეს განსაკუთრებით დამაინტრიგებელია, რადგან სალმონელას შტამი, რომელიც მიღებული იყო პირველადი ინფექციისთვის, არ იყო მულტირეზისტენტული. შემდგომი გამოკვლევის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს რეზისტენტობა ქათმების საჭმლის მომნელებელ სისტემაში მცხოვრები E. coli ბაქტერიით იყო გადაცემული.
კვლებმა აჩვენა, რომ ძველი ქვეშსაფენის ხელახალი გამოყენებამ (ასევე მოიხსენიება, როგორც სქელი ქვეშსაფენი მეთოდი) შეუძლია სასიცოცხლო როლი შეასრულოს ფრინველის ჯანმრთელობაში, ასევე ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული საკვები ბაქტერიების გავრცელების კონტროლში. ამას გარდა, მეთოდი ეკონომიურია, რადგან ფერმას მუდმივად ახალი მასალების შეძენა არ სჭირდება.
„არსებობს მოსაზრება, რომ ძველი ქვეშსაფენის ხელახალი გამოყენება საზიანოა და იწვევს ბროილერების ფერმაში ამიაკის ჭარბ დაგროვებას. თუმცა, აშშ-ში ნარჩენის ხელახალი გამოყენების ინდუსტრიული პრაქტიკა მდგომარეობს იმაში, რომ მფლობელებმა უნდა შეცვალონ ქვეშსაფენი მინიმუმ ერთი წლის ან ექვსი თვის შემდეგ და ზოგიერთი მეფრინველეობის ფერმა ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში უპრობლემოდ იყენებდა ქვეშსაფენს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეშსაფენის ხელახალი გამოყენება ბროილერის ბევრ ფარაში გავრცელებულია აშშ-სა და ბრაზილიაში, ფრინველის ორ უმსხვილეს მწარმოებელ ქვეყანაში, კანადა რეკომენდაციას უწევს ახალი საფენის გამოყენებას ყოველ ჯერზე, ევროპის ზოგიერთმა ქვეყანამ კი საერთოდ აკრძალა ძველი საფენის ხელახალი გამოყენება.
ამ საკამათო საკითხზე არა მხოლოდ მეტი კვლევაა საჭირო, არამედ უფრო მჭიდრო თანამშრომლობა და ინფორმაციის გაზიარება ინდუსტრიასა და მეცნიერებს შორის“, _ დაასკვნა ოლადეინდემ.