„ფუდ ალიანსი” _ ბრენდული პურ-ფუნთუშეული სოფელ ნატახტარიდან
„ფუდ ალიანსი” სახელმწიფოს მხარდაჭერით, როგორც ჩვენი სამინისტროს, ისე აწარმოე საქართველოს თანადაფინანსებით შექმნილი ახალი საწარმოა.
ეს იმ პურ-ფუნთუშეული ბრენდის პირველი წარმოება საქართველოში, რომელიც მხოლოდ იმპორტირებული იყო და ადგილზე არ ცხვებოდა.
ახალა უკვე ახალ საწარმოში დამზადებული პროდუქტი ჩაანაცვლებს იმპორტს. სამომავლოდ დაგეგმილია ექსპორტის განხორციელებაც.
საწარმოში ნახევარფაბრიკატები სრულად ევროპული ტექნოლოგიებით მზადდება. საწარმო მთლიანად თანამედროვე დანადგარებით არის აღჭურვილი და პროდუქტი სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მზადდება.
საწარმოში 11 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა და100-მდე ადამიანია დასაქმებული, მათ შორის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ბევრი იძულებით გადაადგილებული ჩვენი თანამოქალაქეები არიან.
შპს „ფუდ ალიანსი“ მომხმარებელს ფრანგულ ტრადიციული ტექნოლოგიით შექმნილი პურ-ფუნთუშეულის გაყინულ ნახევარფაბრიკატს სთავაზობს. ტექნოლოგიურ პროცესს გამოცდილი ფრანგი ტექნოლოგი უზრუნველყოფს.
„ეს ინვესტიცია კიდევ უფრო მეტად გააღრმავებს თანამშრომლობას საქართველოსა და საფრანგეთს შორის. პროექტი შექმნის მეტ შესაძლებლობას ქართველი ხალხისთვის, წაახალისებს ტურისტულ სექტორსაც და იქნება მაგალითი იმისა, რომ საქართველოში ინვესტირება ხელსაყრელია. პროექტს მხარს უჭერს როგორც „აწარმოე საქართველო” ისე შეღავათიანი აგროკრედიტი, რაც ამ პროექტის წარმატების ერთ-ერთი პირობაა”, – განაცხადა საწარმოს გახსნაზე საფრანგეთის ელჩმა, დიეგო კოლამ.
შპს „ფუდ ალიანსმა“ თანამედროვე მაღალტექნოლოგიური საწარმოს მოსაწყობად 11 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა, მათ შორის 1,5 მლნ ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია. საწარმოს შექმნა მხარდაჭერილია „აწარმოე საქართველოს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და დანიის დევნილთა საბჭოს მიერ.
„დარწმუნებული ვარ საქართველოს პოტენციალში და მის ეკონომიკურ სტაბილურობაში. საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ აქ ინვესტირება მომგებიანია”, – აღნიშნა ფრანგმა ინვესტორმა, ჟაკ ფლურიმ, რომელიც 25 წელია საქართველოში ცხოვრობს.
კომპანია „ფუდ ალიანსი“ აგროინდუსტრიული ჯგუფის წევრი კომპანიაა, რომელიც 2019 წელს, ქართველი, ფრანგი და ჰოლანდიელი პარტნიორების მიერ შეიქმნა და პროექტებს სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს.
ახალი საწარმო „ფუდ ალიანსი” გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და საფრანგეთის ელჩმა საქართველოში დიეგო კოლასმა გახსნეს.