დარგებიმეცხოველეობა

ფურის მანქანური წველა

მსოფლიოში ყოველ წლიურად წარმოებული რძის რაოდენობა მილიარდამდე ტონას აღწევს. ამ მოცულობის მიღება შეუძლებელი იქნებოდა მანქანური წველის გარეშე. მხოლოდ მანქანური წველა უზრუნველყოფს სწრაფ და ხარისხიან მოწველას, ამიტომ არა მხოლოდ მსხვილი მეურნეობები, არამედ, საოჯახო მეურნეობებიც გადადიან მობილური საწველი აპარატების გამოყენებაზე. ნებისმიერი ფერმა, რომელიც ინახავს სულ მცირე 5-10 ძროხას ორიენტირებული უნდა იყოს მანქანურ წველაზე.
ბოლო პერიოდში მობილური საწველი აპარატები აქტიურად გამოიყენება საქართველოშიც. აპარატით წველა ზრდის რძის მიღების სიჩქარეს, უზრუნველყოფს რძის ჰიგიენას, აუმჯობესებს რძის ხარისხს და ამცირებს ფიზიკურ დატვირთვას მწველავზე.

ერთი ერთსისტემიანი საწველი აპარატი უზრუნველყოფს 7-10 ფურის მოწველას საათში, ორ სისტემიანი საწველი აპარტით კი, ვინაიდან შესაძლებელია ერთდროულად ორი ფურის მოწველა, წველის სიჩქარე ორმაგდება. საწველი აპარატების გამოყენება საშუალოდ 40-45%-ით ამცირებს წველასთან დაკავშირებულ შრომით ხარჯებს და ზრდის შრომის ნაყოფიერებას. მანქანური წველის პროცესში არ ხდება ჭურჭლების მონაცვლეობა, რძე ნაკლებ კონტაქტშია გარემოსთან, რის გამოც ვიღებთ უფრო უვნებელ და ხარისხიან რძეს.

სამწუხაროდ, საქართველოში მასიურადაა გავრცელებული ის მოსაზრება/ მითი, რომ საწველი აპარატები „ჩვენს ძროხებზე არ მუშაობს“ ან ის, რომ მანქანური წველა საქონლის ცურს აფუჭებს ან მასტიტს იწვევს. ეს მოსაზრებები ან უბრალოდ მცდარია, ან გამოწვეულია იმით, რომ ნაწილმა ფერმერებმა, ვინც სცადა მობილური საწველი აპარატი, არ იცოდა მისი სწორი გამოყენება და შესაბამისად, მიიღო უარყოფითი შედეგები. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ის ფერმერები, ვინც გადალახა აღნიშნული მცდარი მოსაზრებები და გადავიდა მანქანურ წველაზე, ერთხმად აღიარებენ რომ ენანებათ ის დაკარგული წლები, როდესაც ჯერ კიდევ ხელით წველიდნენ თავიანთ საქონელს. ცალკე უნდა აღინიშნოს რძის გადამამუშავებელი კომპანიების მოთხოვნა მანქანური წველით მიღებული რძისადმი, რაშიც ბევრი მათგანი მზადაა უფრო მაღალი ფასი გადაიხადოს, ვიდრე ხელით მოწველილი რძის შემთხვევაში. ცნობისთვის: ხელით მწველავები ხშირად

ავადდებიან ალერგიული დერმატიტით, პნევმონიით, ორგანული მტვრის ტოქსიკური სინდრომით, ზოონოზური დაავადებებით (ბრუცელიოზი, ძრო- ხის ცრუ ყვავილი და ა.შ.), მყესების გარსების დატვირთვის გამო, ვითარ- დება კარპარული გვირაბის სინდრომი (მაჯაში ტკივილი, დაბუჟება, მგრძნობელობის მოშლა და ა.შ.), რომელიც, ძირითადად, გავრცელებულია ქალბატონებში და სადიაგნოსტიკოდ რთულია.

მართალია, ამ სტატიაშიი ძირითადი აქცენტი მობილურ საწველ აპარატებზე გვაქვს გადატანილი, თუმცა, ფერმერთა ცნობიერების ამაღლებისა და განვითარების მიზნით, მნიშვნელოვანია გაგიზიაროთ ინფორმაცია უფრო მაღალი დონის საწველი სისტემების შესახებ:

bolshie-zali

მილოვანი საწველი სისტემა

დაბმული ტიპის სადგომში საწველი დარბაზის გამოყენება სირთულეებთანაა დაკავშირებული, რადგან ყოველი წველის წინ დაბმული საქონელი უნდა აიხსნას და წველის დასრულების შემდეგ ისევ დაიბას. ფერმაში დაბმული ტიპის სადგომის შემთხვევაში ყველაზე პრაქტიკულ, მარტივ და იაფ ალტერნატივად მილოვანი საწველი სისტემა შეიძლება ჩაითვალოს.

მილოვანი სისტემის დროს წველა, არა ცალკე დარბაზში, არამედ უშუალოდ საქონლის სადგომში საწოლ-სადგომ ბაგასთან ხდება. რძის სადინარი მილი ძროხების თავს ზემოთ ბაგების რიგის გასწვრივ გადის. მილს რიგ-რიგობით მარტივად უერთდება რამდენიმე საწველი კლასტერი იმ ბაგის თავზე, სადაც მყოფი ძროხის მოწველის ჯერია და ჭიქები წამოეცმება ძროხებს ცურის მეოთხედებზე. მოწველის შემდეგ კლასტერები ასევე, მარტივად იხსნება და სხვა ადგილას უერთდება მილს. მოწველილი რძე საერთო მილით ნასოსის მეშვეობით გადაედინება რძის ავზში. აქვე აღვნიშნავთ, რომ თანამედროვე ფერმებში დაბმული სისტემის (შესაბამისად, რძის მილსადენები) გამოყე- ნება აღარ ხდება და უპირატესობა ენიჭება ძროხების თავისუფალი გადაად- გილების საშუალებას დარბაზში.

93546.p8pkfc.790

ფურის საწველი დარბაზები

საწველი დარბაზების გამოყენება ყველაზე თანამედროვე, ჰიგიენური და ნაკლები ფიზიკური შრომის მქონე გადაწყვეტილებაა, შესაბამისად, უფრო ძვირიც (როგორც მისი დამონტაჟება ასევე ოპერირება). მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ მოხდეს ფერმისგან იზოლირებულად სპეციალური

დარბაზის აშენება, სადაც დამონტაჟდება სტაციონარული საწველი სის- ტემები. არსებობს სხვადასხვა ტიპი რძის საწველი დარბაზები და ყველა მათგანს თავისი უპირატესობა გააჩნია. ფერმერები, რომლებიც ამონტაჟებენ ახალ საწველ დარბაზებს, აკეთებენ არჩევანს, ძირითადად, რძის მოცულობაზე, პირად პრეფერენციებზე, ხარჯებზე, მაგრამ ამასთან, საწველი დარბაზის გაფართოების შესაძლებლობაზე. დღევანდელ საშუალო ზომის ფერმებში ყველაზე პოპულარული რძის საწველი სისტემებია: „ნაძვისებრი“ და „პარალელური“ საწველი დარბაზები.

როგორც წესი, „ნაძვისებრი“ და „პარალელური“ საწველი დარბაზები ორ პარალელურ მწკრივად ეწყობა. არჩევანი ერთ რიგში არსებული საწველი აპარატების რაოდენობაზე დამოკიდებულია ნახირის სიდიდეზე. 1X6 გულისხმობს ერთ მწკრივად მდგარ ექვს საწველ სისტემას, 2X6 და 2X8 შესაბამისად, ორ პარალელურ მწკრივად მდგარ ექვს და რვა საწველ სისტემას. საწველი სისტემების სიმრავლე საწველად საჭირო დროის უკუპროპორციულია.

ნაძვისებური

ნაძვისებური საწველი დარბაზი

ნაძვისებრი დარბაზის უმრავლესობაში ფურების განთავსება ხდება საწველი ადგილის ჩაღრმავებასთან 30 გრადუსიანი კუთხით. ასეთი დარბაზი დაგეგმილია ფურის გვერდიდან მოსაწველად. ზოგ ნაძვისებრ დარბაზში ფურებს აყენებენ 50 ან 60 გრადუსიანი კუთხით. ასეთ შემთხვევაში ფურების მოწველა შესაძლებელია გვერდიდან ან უკნიდან. ფურებს წველიან ჯგუფებად. შესაძლებელია სწრაფი გასასვლელის დაყენება, სადაც ძროხები საწველი დარბაზიდან არა რიგში ჩამდგარი ერთმანეთის მიმდევრობით გამოდიან წველის დასრულების შემდგომ, არამედ ყველა ერთდროულად.

parallelnyj-doilnyj-zal-ugelna-przhibram-2985

პარალელური საწველი დარბაზი

პარალელური საწველი პოპულარულია მათი ტევადობით, წველის პროცესის სიჩქარის და მწველავებისთვის კარგი სამუშაო პირობების გამო. პარალელური საწველი, ძირითადად, გამოიყენება მსხვილ ფერმებში, რომლებსაც ჰყავთ ერთზე მეტი მწველავი.

2×6 პარალელურ დარბაზში წარმადობა განისაზღვრება 55-დან 60-მდე, ხოლო 2×8 პარალელურ დარბაზში 65-დან 75 ძროხამდე საათში.

rotor-doilnyi-zal-karusel

როტორული (კარუსელის) ტიპი

კარუსელები პოპულარულია მათი მაღალი სიმძლავრის გამო და მათ ხშირად ირჩევენ ფერმის ახალი შენობებისთვის. განსაკუთრებით რძის მსხვილი მეურნეობები ხშირად ირჩევენ მბრუნავ რძის სალონებს ძროხების მუდმივი მოძრაობის გამო. არსებობს კარუსელის ორგვარი ტიპი, შიდა საწველი და გარე საწველი – იმაზე დამოკიდებულებით, თუ სად დგანან მწველავები ცურზე ცურთითის საწოვარების მიმაგრებისას. შიდა წველის დროს ძროხები „ნაძვისებურ“ მდგომარეობაში არიან, გარეგანი წველის დროს კი როგორც პარალელურ საწველებში.

hybridarm_i1200

საწველი რობოტები

პირველი ავტომატური წველის (რობოტი) სისტემა 90-იან წლებში გამოჩნდა. წველის ამ მეთოდის პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ ფურები თავად მიდიან რობოტთან, როდესაც წველის საჭიროებას გრძნობენ. ის არ შეიძლება ჩაითვალოს საწველი დარბაზის შემცვლელად, რადგან ამ დროს ფერმაში ბევრი პროცესი იცვლება. შენახვა, კვება, ცხოველთა კეთილდღეობა, რძის ტრანსპორტირება – ყველა ეს პროცესი განიცდის ცვლილებას. მოსალოდნელია, რომ მომავალში უფრო მეტი ფერმერი გადაწყვეტს ჩაანაცვლოს ტრადიციული ტიპის საწველი დარბაზები თანამედროვე ავტომატური საწველი სისტემებით.

„წველის საუკეთესო პრაქტიკა და მობილური საწველი აპარატის მოხმარება“,

სახელმძღვანელო, ვეტკომპანია „როქი“,

ავტორები: მიხეილ ჭიჭაყუა, დავით ბოსტაშვილი, ლიკა ჭიჭაყუა,

(SQIL) ლაშა ავალიანი, 

პროექტი _ „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში _ საქართველო“