მეფუტკრეობა

ფუტკარი _ ნუგბართა ქალღმერთი 

ფუტკარი ანტარქტიდის გარდა ყველა კონტინენტზე ბინადრობს. ფუტკრის, მეფუტკრეობის შემსწავლელ მეცნიერებას აპიოლოგია (აპიდოლოგია) ეწოდება. დედამიწაზე 30 ათასზე მეტი სახეობის ფუტკარი არსებობს და ამ პატარა მშრომელ მწერზე ყველა კონტინენტზე ყოველ ეთნოსს საკუთარი მითები და ლეგენდები აქვს შექმნილი.

ზოგიერთი უძველესი თქმულება ჩვენამდეც არის მოღწეული. მაგალითად, ყველა ეგვიპტელი ფარაონი “ფუტკართა მბრძანებლის” ტიტულს ატარებდა. ფუტკარი სამეფო ემბლემაზე იყო გამოსახული, ხოლო ფარაონის გარდაცვალების შემდეგ, ამ მწერს მის აკლდამაზე გამოსახავდნენ.

ძველი ბერძნები დარწმუნებული იყვნენ, რომ ზევსს ჩვილობაში ფუტკრის ნექტრით კვებვავდნენ. ხშირად, ცხოველებისა და ნადირობის ქალღმერთ არტემიდესაც ფუტკრის თანხლებით გამოსახავდნენ.

პირველად, რაც ჩვენ ვიცით, თაფლის სამკურნალო თვისებები ჰიპოკრატემ შეისწავლა და აღწერა.
პალეონტოლოგთა აზრით, ფუტკრები დედამიწაზე 30 მლნ წლის წინ გაჩნდნენ, ადამიანებმა კი თაფლს ჯერ კიდევ ქვის ხანაში გაუსინჯეს გემო და დღემდე ხელიდან არ უშვებენ შანსს, კიდევ და კიდევ დააგემოვნონ ეს საოცარი ნუგბარი.

საქართველო შესაძლოა თაფლის სამშობლოდ აღიარონ. საქმე ის არის, რომ ქართველმა არქეოლოგებმა, ბორჯომის რაიონის სოფელ საკირესთან, კოდიანის მთის ძირში, ყორღანი აღმოაჩინეს, რომელიც მესამე ათასწლეულის შუა ხანებით თარიღდება, რომელიც ტუტანჰამონის სამარხში არსებულ ცნობილ თაფლზე, თითქმის 14 საუკუნით უფრო ძველია.

 ეს ყორღანი, სადღაც 5500 წლის არის. არქეოლოგიური გათხრების შედეგად, ორი ცალი ჭურჭელი იქნა აღმოჩენილი, მაგრამ სამარხი გაძარცვული იყო და ამიტომ, მიცვალებულის მცირე ნაშთები იქნა დადასტურებული. შემდგომი კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ამ ჭურჭლებში, მიცვალებულს ჩატანებული თან თაფლი ჰქონდა.  

ცნობილი ფაქტია, რომ ბრძოლისას მოკლული ალექსანდრე მაკედონელის ცხედარი თაფლში მოათავსეს და რამდენიმეკვირიანი მგზავრობის შემდეგ, მისი გაუხრწნელი სხეული სამშობლოში ჩაიტანეს.
ჰერალდიკაში თაფლი და ჭიანჭველა მოთმინებასა და შრომისმოყვარეობას აღნიშნავს. ფუტკრებს ხშირად, ბანკების სიმბოლოებად გამოსახავენ.

100 გრამი თაფლის შესაგროვებლად ფუტკარს 46 კმ-ის გაფრენაც უწევს. ზოგიერთი ჯიშის ფუტკარს საკუთარ წონაზე სამჯერ მეტი ტვირთით ფრენა შეუძლია.

ფუტკარი 65 კმ/სთ სიჩქარით დაფრინავს, თაფლით დატვირთული – ორჯერ ნაკლები სიჩქარით. ყვავილის არომატს ფუტკარი 1 კმ-ის მანძილზე გრძნობს. სხვათა შორის, გაწვრთნილი მწერები ნარკოტიკს ადამიანსა და ძაღლზე სწრაფად, შეუცდომლად პოულობენ.

ლაბორატორიებში გაზრდილ ფუტკრებს ისეთ სურათებზე უყვართ “ჩამოჯდომა”, სადაც ყვავილები ხატია, მათი საყვარელი ტილო კი – ვან გოგის “მზესუმზირები” გახლავთ.

ბუნებაში ალბინოსი ფუტკრებიც გვხვდება. ყოველწლიურად, ამ მწერის ნაკბენისგან უფრო მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე გველები დაგესლისგან.

ფუტკრები “მათემატიკოსებიც” არიან: მათ მიერ აშენებული ფიჭის კუთხეები ყოველთვის ტოლფარდია.

საქართველოში თაფლს უძველესი დროიდან მოიპოვებდნენ, როგორც ზოგიერთი მკვლევარი ვარაუდობს ეგვიპტელებზეც ადრეც კი.

ქართული ფუტკარი დედამიწაზე არსებული თანამოძმეთაგან თვინიერებით, ნექტარის სიგრძითა და შრომისმოყვარეობით გამოირჩევა. თუ სათანადო პირობები შეექმნება, მას საოცრად ბევრი ღალის _ ნექტრის (ნექტარი მცენარის ყვავილის სანექტრეებიდან გამოყოფილი ტკბილი ტკბილი წვენია. იგი ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს უკვდავების წყაროს. მასში შედის ყველა ის ელემენტი, რაც თაფლშია. განსხვავება ისაა, რომ ნექტარში რთული შაქრებია, თაფლში კი მარტივი შაქრები და მცირე რაოდენობით წყალია.

ნექტარში შაქრიანობა იწყება 4-50%მდე და მეტადაც. ფუტკარი არ ეკარება ისეთ ნექტარს, რომელშიც შაქრიანობა დაბალია, სიამოვნებით კი აგროვებს ისეთ ნექტარს, რომელშიც შაქრიანობა 30%-მდეა.

ნექტრის ძირითადი შემოსავლის მომცემი მცენარეების ყვავილობის პერიოდს ღალიანობა ჰქვია. მთავარი ღალიანობის დროს ხელსაყრელი კლიმატური პირობებისას ძლიერი ოჯახი დღეში 5-8 კგ-მდე თაფლს იძლევა.) შეგროვება შეუძლია.

ქართული ფუტკარი ჩვენი ერონული სიმდიდრეა, რომელსაც დაცვა და გაფრთხილება სჭირდება.