ფუტკრის ოჯახიდან თაფლის გამოსავლიანობის გაზრდის უსაფრთხო, ეკონომიკურად მომგებიანი ხერხი
აქტიური სეზონის დამთავრებისას მეფუტკრემ ოჯახებიდან თაფლის გამოსავლიანობა მაქსიმალურად უნდა გაზარდოს, რომ მისი წარმოება მომგებიან საქმედ აქციოს.
ჩვეულებრივი ხერხით (სასურსათო შაქრის მიცემა მარაგის შესავსებად) ამ საქმისათვის შეიძლება საზარალო გახდეს, რადგან:
ფუტკარი მიცემულ სიროფს ბუნებრივ მდგომარეობაში ვერ დატოვებს, ე.ი. უნდა გადაამუშაოს ნერწყვში არსებული ინვერტაზას მეშვეობით, დაშალოს შაქარი მარტივ შაქრებად (ფრუქტოზა+გლუკოზა), ააორთქლოს ჭარბი წყალი და უჯრედებში დაბინავების შემდეგ ცვილის ფირფიტებით გადაბეჭდოს.
ეს პროცესი ფუტკრისთვის საკმაოდ შრომატევადია, რომელიც შემჭიდროებულ ვადებში (აგვისტოს ბოლო-სექტემბრის ნახევარი) უნდა შესრულდეს. ამასთან გამოყენებული შაქრის 20-23% საკუთრივ ფუტკრის ენერგეტიკული მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად იხარჯება, ე. ი. შაქრის აღნიშნული რაოდენობა საკვების მარაგს არ ქმნის.
შაქრის დამუშავების სხვა ხერხები (მჟავური კატალიზატორები) საზიანოა ფუტკრისათვის.
დღეს ყველაზე აღიარებულია ფერმენტული კატალიზატორების გამოყენება, რადგან ისინი ბუნებრივი ინვერტაზას ანალოგებია და ფუტკარზე უარყოფითად არ მოქმედებს.
თაფლის დამატებითი პროდუქციის მიღების აღწერილი ხერხი უზრუნველყოფს შემოსავლიანობის გაზრდას დაახლოებით 50%-ით და ამასთან ინვერსიული სიროფი ფუტკრისათვის სრულიად უსაფრთხოა.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით ავტორს (ტელ. 555 39 07 56).
გ. მაძღარაშვილი, პროფესორი