პომიდორი თავდაყირა _ მოვლა-მოყვანა ამერიკული მეთოდით
საზღვარგარეთ უკვე რამდენიმე წელიწადია პომიდვრის თავდაყირა გაზრდის მეთოდი მკვიდრდება. ეს არის ახალი მოდური ტენდენცია, რომელმაც ფართოდ გამოიყენება როგორც მებოსტნეობაში, ისე ლანდშაფტურ დიზაინშიც.
ამერიკელი სპეციალისტების დასკვნით, თავდაყირა დაკიდებული პამიდვრის ნერგი უფრო უხვმოსავლიანია, პომიდვრის ახალგამოტანილი ყლორტები თავისუფლად ვითარდება, უკეთესად მიეწოდება ჰაერი და მზის ენერგია, ვიდრე ტრადიციულად, ნიადაგში დარგულ მის თანამოძმეებს, ამიტომ უკეთესადაც მწიფდება.
ამ მეთოდით შეძლებთ პატარა ბაღჩაში, სახლში, აივანზე, ან ტერასაზე შეარჩიოთ ადგილი და იოლად მოიწიოთ პომიდვრის კარგი მოსავალი.
პომიდვრის თავდაყირა მეთოდით გასაზრდელად დაგჭირდებათ შესაბამისი მოცულობის 15-20კგ. ტევადობის თუნუქის ან პლასტმასის სათლი (ვედრო) ან სხვა ჭურჭელი, (შეიძლება უფრო მცირე მოცულობის ჭურჭლის გამოყენებაც), რაზედაც ხელი მიგიწვდებათ, განოყიერებული მიწა, წყალი, პომიდვრის ჩითილი (შეიძლება პომიდვრის თესლის ჩათესვაც, მხოლოდ საამისოდ თადარიგი ცოტა ადრიანად უნდა დაიჭიროთ) და მარჯვე ხელი.
კიდევ დამხმარე, რათა დარგვის და ჩითილიანი ჭურჭლის ჩამოკიდება გაგიიოლდეთ, თან ჩითილიც არ დააზიანოთ.
თქვენს მიერ შერჩეულ კონტეინერს ძირზე გაუკეთეთ 5-15 სანტიმეტრის დიამეტრის ნახვრეტი, შემდეგ ჩითილი თავდაყირა ფესვებით ფრთხილად შეაცურეთ ნახვრეტში და დაამაგრეთ, ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ გოფრირებული მუყაოც, რომელსაც შემოახვიეთ ჩითილის ძირს სათლის ფართო ნახვრეტიდან არ ჩამოცურდეს, ამოაბრუნეთ სათლი, ფრთხილად ამოავსეთ მიწით, ისე რომ ჩითილს ფესვები არ დაუზიანდეს, ჩაყრილმა მიწამ ქვეშ სათლის ძირს არ მიატკეპნოს, შემდეგ ჭურჭელი მყარ სამაგრზე საიმედოდ ჩამოკიდეთ და კარგად მორწყეთ, რომ წყალმა სათლის ძირამდე _ პომიდვრის ფესვებამდე ჩააღწიოს.
პომიდორი სასურველია ყოველდღიურად ზომიერად მოირწყას. ასევე სასურველია ზემოდან დაეხუროს ზომაზე პატარა სარქველი, რაც ხელს შეუშლის წყლის ინტენსიურ აორთქლებას და საშუალებას მისცემს წვიმის წყალს თუ პომიდორი ღია აივანზე გაქვთ დარგული, ნიადაგში თავისუფლად ჩაიჟონოს.
ასეთი მეთოდი, ძალაინ ლამაზია და უხვ მოსავალს იძლევა პომიდვრის ჯიში „ჩერი“.
აღნიშნული მეთოდისთვის – მცენარე თავით მიწისაკენ და ფესვებით ზევით, საზღვარგარეთ აწარმოებენ სპეციალურ მოწყობილობას, რომელსაც „ტოფსი-ტორვი“ ჰქვია
ამ მეთოდით შესაძლებელია გაიზარდოს, ბადრიჯანი, კიტრი, ლობიო.
თუ კონტეინერი დიდი ზომისაა შეგიძლიათ თავზე მწვანილიც ჩათესოთ.
ამ მეთოდს თუ გამოიყენეთ, ადგილსაც დაზოგავთ, პომიდვრის მავნებლები, სოკოები თუ სხვა დაავადებები არ შეგაწუხებთ, არც სარეველებთან ბრძოლა დაგჭირდებათ და არც მიწის დამუშავება. შედეგით კი თქვენც კმაყოფილი დარჩებით, ახლობლებსაც გააოცებთ და გაუმასპინძლდებით.
გისურვებთ წარმატებას!