პომიდვრის მოთხოვნები კლიმატური პირობების მიმართ
ტემპერატურა მთავარი კლიმატური ფაქტორია, რომელიც პომიდვრის ზრდა-განვითარებაზე ყველაზე მეტად მოქმედებს.
ოპტიმალურ ტემპერატურად დღისით +22-26ºC, ხოლო ღამით +14-17°C გრადუსი მიიჩნევა. ტემპერატურის მკვეთრმა ცვლილებამ, ასევე კრიტიკულმა ტემპერატურამ, შეიძლება დააზიანოს მცენარე მისი განვითარების სხვადასხვა ფაზაში.
ტემპერატურა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მცენარის ნუტრიციულ სტატუსზე, შესაბამისად – მოსავლის რაოდენობასა და ნაყოფის ხარისხზე.
მცენარის ნუტრიციული სტატუსი ირღვევა, თუ ტემპერატურა ღამით +10ºC და დღისით +18°C გრადუსზე დაბლა იკლებს. ასევე, როცა ტემპერატურა ღამით +22°C და დღისით +32ºC გრადუსზე მაღალია. ოპტიმალური ფარდობითი ტენიანობა 65-85 პროცენტია. მაღალი ტენიანობა კარგ წინაპირობას ქმნის დაავადებების გავრცელებისთვის. არანაკლებ მნიშვნელოვანია ტემპერატურის როლი ნაყოფის ფერის ფორმირებაში: ლიკოპინი, რომელიც აძლევს პომიდორს წითელ ფერს, +30°C გრადუსის ზემოთ აღარ წარმოიქმნება; ხოლო ß კაროტინი, რაც აძლევს პომიდორს ყვითელ შეფერილობას, წარმოიქმნება +40°C გრადუს ტემპერატურამდე. ყველაზე კარგი შეფერილობის პომიდორი +20-24°C გრადუსი ტემპერატურის დროს მიიღწევ.
ცხრილში მოცემულია შეჯამებული ინფორმაცია პომიდვრის განვითარებისათვის
ოპტიმალური, მინიმალური და მაქსიმალური ტემპერატურის შესახებ.
ტემპერატურის მინიმალური, ოპტიმალური და მაქსიმალური მნიშვნელობები მცენარის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე |
|||
მცენარის განვითარების საფეხურები |
ტემპერატურა (C0) | ||
მინიმალური | ოპტიმალური | მაქსიმალური | |
აღმოცენება |
11 |
16-29 |
34 |
ვეგეტაციური ზრდა |
18 |
21-24 |
32 |
ნაყოფის გამონასკვა (ღამე) |
10 |
14-17 |
22 |
ნაყოფის გამონასკვა (დღე) |
18 |
23-26 |
32 |
წითელი პიგმენტების, ლიკოპინის გამომუშავება |
10 |
20-24 |
30 |
ყვითელი პიგმენტის, ß კაროტინის გამომუშავება |
10 |
21-32 |
40 |
სიცივისგან დაზიანება |
6 |
|