ქართული ბიო-ღვინის მატრიცული სამკურნალო ახალი ფაქტი
მედიცინაში „ენოთერაპიის“ მნიშვნელობა, განსაკუთრებით ქართული კახური ტექნოლოგიით ქვევრებში დაყენებული ღვინოებისა, მათი ანტიოქსიდანტური თვისებები და P ვიტამინის აქტივობა, ანტისკლეროზული, ანტირადიაციული და ანტისტრესული მოქმედება (ს. დურმიშიძე, ა. ლაშხი და სხვა) ცნობილია.

ბოლო წლეების ქართველი (თ. ჯალიაშვილი) და უცხოელი მეცნიერების (Alberto A E Bertelli https://pmc.ncbi.nlm.nih.gov/articles/PMC11432751/) მიერ გაუფილტრავ ქვევრის ბიო ღვინოში აღმოჩენილია დიდი რაოდენობით, არა მარტო დაბალ მოლეკულური ანტივირუსული ნაერთები, მაგ. რ ე ს ვ ე რ ა ტ რ ო ლ ი, კვერცეტინი, არამედ მაღალ მოლეკულური იმუნომოდულიატორი ელექსირებიც, მიკრო რნმ, სტრეს ცილები, ეგზოსომები, რაც არ არის არცერთ გაფილტრულ ევროპულ და აშშ-ის ღვინოებში.
წითელ ღვინოში გამოვლენილ რესვერატროლს სამკურნალო ეფექტების გასაოცარი კასკადი აღმოაჩნდა: ნერვულ უჯრედებს შორის სინაპსების შექმნა ცილა რილინის გააქტივებით, რაც ფაქტობრივად ინტელექტის შექმნაა, ის ასევე აძლიერებს ადამიანის იმუნურ დაცვის სისტემას და თრგუნავს ანტიბიოტიკების რეზისტულ ტუბერკულიოზის გამომწვევ ბაქტერიებს და კოვიდ ვირუსების ტოქსიურ სპაიკ ცილებს, ა.შ., რაც მეტად მნიშვნელოვანია ამ საუკუნის საშინელი პანდემიების „კოვიდის“ გადამტანი მოსახლეობისათვის.
თუ როგორ მოქმედებს ქვევრის ბიო-ღვინო ენერგეტიკულ მერიდიანზე, ექიმ თერაპევტმა ნუნუ ქემაშვილმა კლინიკა ჰარმონიაში (https://harmonia.ge/ ) ჩაატარა ახალი კვლევა-დაკვირვება იაპონურ ნაკატანის მეთოდით, სადაც მსოფლიოში პირველად დაფიქსდა შავი ნატურალურ ღვინის 50 მილილიტრის სამკურნალო ეფექტები 79 წლის მოხუც მეცნიერზე ბატ. თენგიზ ჯალიაშვილზე და ამ კლინიკის 52 წლის თანამშრომელზე!
ცხადია, რომ ამ ინოვაციურ კვლევის შედეგით ნაკატანის მეთოდი უკვე გახდა მძლავრი ტექნოლოგია სწრაფად გასამიჯნად, გაყალბებულ, დაბალი ფუნქციური ღვინის და ფაიზაღ მაღალ ფუნქციურ სამკურნალო ღვინის, რაც ქართველ ექიმებს გაუადვილებს კლინიკებში მათთვის სასურველ სამკურნალო ეფექტების მიღებას.
ჩვენ ბურჩევთ მცირე მარნებს და ოჯახის ღვინოების მწარმოებლებს დროულად გამოიკვლიონ ნაკატანის მეთოდით თავიანთ ბიო ღვინოს სამკურნალო ეფექტები, რაც დაეხმარება მათ უფრო მიზანმიმართულად შექმნან მატრიცული სამკურნალო ეფექტები ღვინოების კუპაჟითა და სეპაჟით.
ცხადია, რომ ასეთი კომპლექსური სამეცნიერო-პრაქტიკული მიდგომა ჩამოაყალიბებს ქართული ბიო-ღვინის მატრიცულ სამკურნალო ეფექტების სპექტრს, რაც მყარ საფუძველს შეუქმნის „ენოთერაპიას“ და შესაბამისად მაღალ რენტაბელურ სამკურნალო ტურიზმის ერთ-ერთი საყრდენი გახდება.
სწორედ ასეთი ბიო-რაციონალური მიდგომითაა შესაძლებელი ქართულ ბიო-ღვინოების მატრიცული სამკურნალო ეფექტების გაზრდა, რითაც საგრძნობლათ გაიუმჯობესთ მცირე მარნები და ოჯახური ბიო-ღვინის მწარმოებლები თქვენს შემოსავალს და რაც მთავარია, დაეხმარება ქართველ ექიმებს მოსახლეობის მკურნალობასა და ჩვენი ერის ჯანმრთელობის რეალურ დაცვაში.
მურმან ქურიძე,
საქართველოს „ენოლოგთა“ კავშირის თავჯდომარე,
ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი,
მეღვინეობისა და მევენახეობის საერთაშორისო აკადემიის წევრი, აკადემიკოსი

