რუბრიკებისტატიებიფერმერი ფერმერს

ქართული ჩაის სექტორის SWOT-ანალიზი

საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე ჩაის მწარმოებელი ქვეყანა მსოფლიოში. შავი ზღვის ტენიანი და სუბტროპიკული კლიმატი ქმნის იდეალურ პირობებს ჩაის წარმოებისთვის დასავლეთ საქართველოს ხუთ რეგიონში: აჭარა, გურია, სამეგრელო, იმერეთი და აფხაზეთი.

საქართველოში ჩაის წარმოებისთვის ხელსაყრელი კლიმატური პირობები მე19 საუკუნის შუა პერიოდში ღმოაჩინეს და პირველი ჩაის პლანტაციებიც სწორედ ამ დროს გაშენდა.

კომუნისტურ ეპოქაში საქართველო იყო ჩაის მთავარი მწარმოებელი ქვეყანა საბჭოთა  კავშირში. ჩაის წარმოების ადგილობრივი მოცულობა საკმარისი იყო საბჭოთა კავშირის ყველა მოქალაქის ჩაიზე მოთხოვნის  დასაკმაყოფილებლად. დაკრეფილი ჩაის მოცულობამ 1985 წელს 152 000 ტონა შეადგინა. ამ პერიოდისათვის საქართველოში ჩაი დაახლოებით 70 ათას ჰექტარზე იყო გაშენებული.

დასავლეთ საქართველოს ბევრ სოფელში მეჩაიეობა ცხოვრების წესად იქცა. წარმოების სხვადასხვა ეტაპზე დაახლოებით 180 000  ადამიანი იყო ჩართული ჩაის ღირებულებათა ჯაჭვში. აღსანიშნავია, რომ 1950-დან 1990
წლამდე ჩაის წარმოების მოცულობა ხარისხის კომპრომისის ხარჯზე გაიზარდა.

საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მალევე, სამოქალაქო ომისა და ბაზრების დაკარგვის პარალელურად, ქართული ჩაის სექტორიც ჩამოიშალა.

ჩაის სექტორის ამ რთული მდგომარეობის გამოსწორება მხოლოდ 1990-იანი წლების ბოლოსა და 2000-იანი წლების დასაწყისში დაიწყო, თუმცა მხოლოდ ნაწილობრივ, რადგან დამოუკიდებლობის შემდგომმა მყიფე ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა სტაბილურობამ თავისი კვალი დატოვა სექტორის საერთო პროდუქტიულობაზე.

წლიდან წლამდე ჩაის წარმოებამ იკლო, რის შედეგადაც დღეს მხოლოდ 1,800 ტ. ჩაი იწარმოება. შემორჩენილია მხოლოდ 11 ათას ჰექტრამდე ჩაის პლანტაცია, საიდანაც მხოლოდ 1,700 ჰექტარია პროდუქტიული (დანარჩენ პლანტაციებს  რეაბილიტაცია სჭირდება).

ქართული ჩაის ინდუსტრიის განვითარებაზე აზრთა სხვადასახვაობა, თუმცა ყველა თანხდება, რომ ეს დარგი მომგებიანია და ქვეყნისთვის ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლია.

დღეს გთავაზობთ ENPARD – სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ეგიდით მომზადებული  „მეჩაიეობა საქართველოში: ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზიდან“  ქართული ჩაის სექტორის SWOT-ანალიზს.

ძლიერი მხარეები (S)

წარმოება:

• ჩაი სუბტროპიკული მცენარეა, რომელიც უძლებს საქართველოში ხშირად წარმოქმნილ კლიმატურ
შოკებს (ყინვას, სეტყვას, წყალდიდობას და სხვ.);

• საქართველოში არ არის ჩაის ბუჩქისთვის დამახასიათებელი დაავადებები (ცივი ზამთარი მცენარის
დაცვის ბუნებრივი საშუალებაა);

• საბჭოთა კავშირში საქართველო იყო მთავარი ჩაის მწარმოებელი ქვეყანა;

• მას ჩაის მოყვანის დიდი ტრადიციები აქვს და ქართული „ბრენდის“ აღდგენა ადვილია;

• ჩაის წარმოებისთვის კარგი კლიმატური ზონა. შავი ზღვა და კავკასიონის ქედი ქმნის კარგ  პირობებს ხარისხიანი ჩაის მოყვანისთვის;

• საქართველოში ჩაის პლანტაციების უმეტესობას არ სჭირდება სარწყავი და სადრენაჟო ინფრასტრუქტურა;

• საქართველოს ჩაის პლანტაციებს არ სჭირდება დამატებითი დაჩრდილვა (რაც საჭიროა იაპონიაში);

• ჩაის ფესვები ძალიან ძლიერია და შეუძლიათ ათწლეულებს გაუძლონ, თუ საუკუნეებს არა.  ამასთანავე, ისინი  უძლებს ცეცხლს;

• ჩაი წელიწადში რამდენიმეჯერ იკრიფება (3-4-ჯერ, აპრილიდან სექტემბრამდე);

• ჩაი მჟავიან ნიადაგში იზრდება, რომელიც საქართველოს ჩაის მწარმოებელ რეგიონებში გვხვდება;

• საქართველო ერთ-ერთი ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე ჩაის მწარმოებელი ქვეყანაა მსოფლიოში,
რაც ჩაის სპეციფიკურ არომატსა და გემოს ანიჭებს (მაგალითად, ვარდის არომატი);

• პლანტაციები და ჩაის ბუჩქები ძალიან ბუნებრივია; ჰერბიციდები და სასუქები 25 წელიწადზე მეტია არ გამოუყენებიათ.

გადამუშავება:

♦ ექსპორტის დეკლარაცია საქართველოში გამარტივებული და იაფია;

♦ საქართველოსა და მსოფლიოში ჩაიზე მოთხოვნა იზრდება;

♦ ჩაის ფასი არაელასტიურია. მეტიც, ნატურალური ჩაის ფასი იზრდება;

♦ საბჭოთა კავშირში ქართული ჩაი ცნობილი იყო, შედეგად, ქართული ჩაის „ბრენდის“ გაცოცხლება
ადვილია.

სოციალ-ეკონომიკური და ეკოლოგიური მიდგმები:

◊ ანასეულის ჩაის ლაბორატორია და კვლევითი ცენტრი კვლავ ფუნქციონირებს;

◊  საბჭოთა კავშირის დროს დაახლოებით 180,000 ადამიანი იყო ჩართული ჩაის ღირებულებათა ჯაჭვში. აქედან გამომდინარე, საქართველოს კარგი ინსტიტუცური მეხსიერება აქვს ჩაისთან  დაკავშირებით;

◊  ბოლო 2 წლის განმავლობაში იქმნებოდა და ვითარდებოდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები (დღემდე 30-მდე კოოპერატივი შეიქმნა მეჩაიეობაში).

◊ თითქმის ყველა ოჯახი და შინამეურნეობა დღეში რამდენჯერმე მოიხმარს ჩაის.

შესაძლებლობები (O)

წარმოება

• გარემო პირობები, რომლებიც ამცირებს ქიმიკატების გამოყენების საჭიროებას. ეს ხელს უწყობს ორგანული/ბიო ჩაის წარმოებას, რომელიც მაღალ ღირებულების პროდუქტია;

ჩაის პლანტაციების ხელახალი დამუშავება, ახალი ჩაის ბუჩქის გაშენებაზე გაცილებით იაფი ჯდება;

• შესაძლებელია 100,000 ჰა ჩაის პლანტაციების ხელახლა დამუშავება.

გადამუშავება:

ახალმა, თანამედროვე გადამამუშავებელმა დანადგარებმა (და ქარხნის შენობების განახლებამ)
შეიძლება გააუმჯობესოს საბოლოო პროდუქტის ხარისხი.

სოციალ-ეკონომიკური და ეკოლოგიური მიდგმები:

• საქართველოს მთავრობის  სუბსიდიების ფარგლებში არსებობს კრედიტის იაფი წყაროები, მაგრამ
გირავნობა უმეტეს შემთხვევებში პრობლემაა;

• ჩაის მწარმოებელი რეგიონებიდან სეზონზე ზოგიერთი ადამიანი სამუშაოდ თურქეთში მიდის,
საიდანც მიღებული ცოდნითა და გამოცდილებით ბრუნდებიან;

• საქართველოს მთავრობა მუშაობს ჩაის განვითარების სტრატეგიაზე;

• ჩაის სექტორი მოითხოვს ბევრ შრომას, ამიტომაც შესაძლებელია ბევრი ადამიანის დასაქმება.

სუსტი მხარეები (W)

წარმოება:

◊ ქვეყანაში აღარაა დარჩენილი ჩაის სანაშენეები;

◊ პლანტაციების ზომამ და მთლიანმა პროდუქტიულობამ მკვეთრად იკლო; ბევრი მათგანი მიტოვებული, ან გაველურებულია;

◊ პლანტაციების უმეტესობა სახელმწიფო საკუთრებაშია და არაა შენარჩუნებული.
ფერმერებსა და გადამამუშავებლებს ამ პლანტაციების დაქირავება საკმაოდ ძვირი უჯდებათ;

◊ ქონების გადასახადი მიწაზე გაიზარდა;

◊ პლანტაციების უმეტეს ნაწილზე იზრდება სარეველა მცენარეები (მაგ: გვიმრა);

◊ მიტოვებული პლანტაციების უმეტესობას სჭირდება ხელახლა დამუშავება. მათი უმეტესობა არ არის შემოღობილი, რის გამოც შეიძლება პირუტყვმა დააზიანოს;

◊ ჩაის ახალი პლანტაციების გაშენება საკმაოდ ძვირია და ბევრ დროს მოითხოვს (5-7-ჯერ უფრო ძვირი, ვიდრე მიტოვებული პლანტაციების აღდგენა);

◊ 1985 წელთან შედარებით, ჩაის პლანტაციების მხოლოდ 2.5% ფუნქციონირებს (თუ 1985 წელს 67,000 ჰა პლანტაცია მუშავდებოდა, 2014 წელს მხოლოდ 1,700 ჰა ფუნქციონირებდა);

◊  საქართველოში ჩაი მხოლოდ 6 თვის განმავლობაში იკრიფება, მაშინ, როდესაც ჩაის მწარმოებელ სხვა ქვეყნებში მოსავალს მთელი წლის განმავლობაში იღებენ;

◊  ბევრი ადამიანი ჩაის მწარმოებელ რეგიონებში ივიწყებს კარგი ხარისხის ჩაის ფოთლის კრეფის ტექნოლოგიას;

◊  ჩაის პლანტაციების პროდუქტიულობა ძალიან დაბალია;

◊ საქართველოში მიღებული ჩაის მოსავალი ხვდება 2-ზე მეტი ფოთლისა და 1 კვირტის (>2L&B) კატეგორიაში, რაც მხოლოდ დაბალი ხარისხის ჩაის წარმოების საშუალებას იძლევა.

გადამუშავება:

•  დასამუშავებელი ჩაის ფოთლის  სიმცირე;

• ელექტროენერგიის ფასი მაღალია, რომელიც მთლიანი საწარმოო ხარჯების მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს; 

• გადამამუშავებელი მოწყობილობები ძალიან ძველი და ვადაგასულია, მაგრამ ისევ მუშაობს;

• საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ჩაის გადამმუშავებელი ქარხნების  უმეტესობა განადგურდა და გაიძარცვა. 

მარკეტინგი:

◊ რიგ შემთხვევებში კრედიტით გაყიდვა პრობლემატურია;

◊ ჩაის შენახვა შეიძლება მაქსიმუმ ერთი წელი;

◊  მცირე და საშუალო ზომის კომპანიებს სუსტი მარკეტინგული სტრატეგიები აქვთ;

◊ მეზობელი ქვეყნების მიერ დაწესებული ცალმხრივი სავაჭრო ბარიერები.

სოციალ-ეკონომიკური და ეკოლოგიური მიდგმები:

• ბანკების მაღალი საპროცენტო განაკვეთები ჩაის სექტორის დაფინანსებაზე; ბანკები გირაოს სახით არ იღებენ ჩაის პლანტაციებს და გადამამუშავებელ მოწყობილობებს;

• ჩაის მწარმოებელი რეგიონის მუშახელის მნიშვნელოვანი ნაწილი მიდის თურქეთში სამუშაოდ, რადგან ადგილზე სამუშაოს შოვნის შესაძლებლობა ბევრი არაა;

• ჩაის გადამუშავების შესახებ თანამედროვე ცოდნის ნაკლებობა;

• ჩაის სექტორისკენ მიმართული სამთავრობო პროგრამების ნაკლებობა ბოლო წლების განმავლობაში, რაც განაპირობებს სექტორში კაპიტალის, ინფრასტრუქტურისა და განვითარების შესაძლებლობების ნაკლებობას.

საფრთხეები (T)

წარმოება:

• ჩაის პლანტაციებს ანაცვლებს სხვა კულტურები (თხილი, მოცვი, კივი და სხვა), რადგან მწარმოებლები ამ საქონლისთვის უფრო მაღალ შემოსავლებს იღებენ;

• დამცავი კოსტუმის გარეშე ჩაის კრეფა ჯანმრთელობის პრობლემებს იწვევს (ქალებში ნაყოფიერების და
სახსრების პრობლემები);

• მომავალში, ჩაის ბუჩქების დაავადების აფეთქების შემთხვევაში, არ არსებობს დაავადებასთან ბრძოლის სტრატეგია.

გადამუშავება:

♦ წარმოების საშუალებათა მიმწოდებელი ქარხნების დაკარგვა/ განადგურება;

♦ წარმოების საშუალებების ფასების მერყეობა, რასაც შეუძლია მკვეთრად შეამციროს შემოსავლები ან გაზარდოს ხარჯები და აიძულოს ჩაის მწარმოებლები, დატოვონ ბიზნესი;

♦ არასასურველი ცვლილებები კანონში, რაც ხელს შეუშლის ჩაის არსებული გადამამუშავებლების ყოველდღიურ საქმიანობას.

მარკეტინგი:

◊ წარმატებულ მარკეტინგულ სტრატეგიებში გამოუცდელობამ შეიძლება რესურსების ხარჯვა და მარკეტინგული ინვესტიციიდან დაბალი შემოსავლების მიღება განაპირობოს;

◊ მომხმარებლის გემოვნების ცვლით, რუსული ემბარგოთი, საექსპორტო ტარიფების შემოღებით, ან ახალწვეულებთან კონკურენტული უპირატესობის დაკარგვით განპირობებული არსებული ბაზრების დაკარგვა.

სოციალ-ეკონომიკური და ეკოლოგიური მიდგმები:

• ჯანდაცვის პრაქტიკისა და დამცავი აღჭურვილობის არარსებობა:

• სასუქებისა და ჰერბიციდების გადაჭარბებულმა გამოყენებამ შეიძლება ზიანი მიყენოს გარემოს;

• მონოპოლისტური ბაზრის სტრუქტურის ჩამოყალიბება;

• ადგილობრივი ბაზრების იმპორტირებული ჩაით გაჯერება.