ქართული ღვინის 10 კომპანია ჩინეთში გამოფენაში ,,Fine Wine Hotel Exhibition” მონაწილეობდა
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ ჩენგდუში გამართულ გამოფენის ,,Fine Wine Hotel Exhibition” ფარგლებში ასევე გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარი, რომელსაც ღვინის მაგისტრი ფონგი ვოკერი წარმართავდა.
ღონისძიებას 100-მდე სტუმარი, მათ შორის, ღვინის პროფესიონალები, იმპორტიორები, ჰორეკა სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია წარმოადგენს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გამოფენაში ქართული კომპანიების მონაწილეობა, ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებას, ახალი პარტნიორების მოძიებასა და საექსპორტო პოზიციების გაძლიერებას შეუწყობს ხელს. აღსანიშნავია, რომ ჩინეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი გამოკვეთილი სტრატეგიული ბაზარია, სადაც 2013 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს მარკეტინგული კამპანია.