მედია ფერმერებისთვის TVმეცხოველეობა

„ქართული  მეკვერნე“ _  უნიკალური  თვისებების  მონადირე  ძაღლი

„ქართული მეკვერნე“, გამორჩეული თვისებების სანადირო ძაღლია, რომელსაც შეუძლია ხეზე საკმაოდ დიდ სიმაღლეზე აჰყვეს კვერნას, ჩვენთან გავრცელებულ კატისებრთა ოჯახის   მტაცებლებს და დაიჭიროს კიდეც.

ასეთი თვისებების მქონე სანადირო ძაღლი იშვიათია მსოფლიოში და ჩვენ შეგვიძლია იმით ვიამაყოთ,  რომ ეს ჯიში საქართველოში,  ჩვენი წინაპრების მიერ,  ხალხური სელექციის გზით,  ძალიან  დიდი ხნის წინათ, არის შექმნილი.  

დღეს, ქართულ მეკვერნეზე და სხვა ქართულ ძაღლებზე,  ჟურნალ „ახალ აგრარული საქართველოს“ და ტელეკომპანია  საფერავის   ერთობლივ გადაცემაში  „მედია ფერმერებისთვის“, მოგვითხრობს სოფლის მეურნეობის დოქტორი, აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი ნაირა მამუკელაშვილი.

გადაცემა მიჰყავს ჟურნალ „ახალი აგრარული საქართველოს“ რედაქტორს, შოთა მაჭარაშვილს.