ქართული ყველის ფესტივალი მთაწმინდის პარკში
დღეს მთაწმინდის პარკში ტრადიციული ყველის ფესტივალი გაიმართა. მოეწყო კულინარიული მასტერკლასების კუთხე. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ოცზე მეტი მწარმოებელი.
ფესტივალზე მოსულ სტუმრებს მთელი დღის განმავლობაში შეეძლოთ დაეგემოვნებინათ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან წარმოდგენილი ყველის ნაირსახეობები.
ფესტივალზე ასევე გამოფენილი იყო ქართული ჩაის და თაფლის მრავალფეროვანი ასორტიმენტი.
ყველის ფესტივალი, რომელიც უკვე წლებია იმართება თბილისსა და სხვა რეგიონებში, მიზნად ისახავს ქართული ტრადიციული უნიკალური ყველის სახეობების პოპულარიზება, როგორც ადგილობრივი მომხმარებლისთვის ისე ტურისტებისთვის.
როგორც მცირე მეწარმე ნონა ანსიანმა გვითხრა, ასეთი ფესტივალები მეწარმეებისთვის არის კარგი საშუალება თავიანთი ნაწარმი გააცნონ მომხმარებელს, პოპულარიზება გაუწიონ უნიკალური ქართული ყველის ნაირსახეობებს, ნარჩვს, ტენილს, დამბალხაჭოს….
_ ფესტივალი ერთგვარი საშუალებაა მეწარმეების შეხვედრის, სადაც მათ შეუძლიათ ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება, დამეგობრდნენ. შემდეგ ეს თანამშრომლობა და მეგობრობა წლების განმავლობაში გრძელდება, რაც კარგად აისახება საქართველოს სხვადასხვა კუთხის უნიკალური ქართული ყველის ნაირსახეობების აღდგენა-პოპულარიზებაზე _ აცხადებს ქართული ყველის მკვლევარი და ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი ანა მიქაძე.
სასიამოვნოა აღინიშნოს ფესტივალზე ტურისტთა სიმრავლე, რომლებიც ეცნობოდნენ ქართულ ყველს, თაფლს, ჩაის და კმაყოფილებასაც არ მალავდნენ.
როგორც მთაწმინდის პარკის მარკეტინგისა და გაყიდვების მენეჯერი ია თარხან-მოურავი აღნიშნავს, მათი მიზანი მეწარმეების ხელისშეწყობაა, რათა ისინი უშუალოდ დაუკავშირდნენ, როგორც ადგილობრივ, ისე საქართველოში სტუმრად მყოფ უცხოელ მომხმარებლებს.
ყველის ფესტივალი 2018 წლიდან წელიწადში ორჯერ იმართება და მისი ტრადიციული მასპინძელი მთაწმინდის პარკია.
მთაწმინდის პაკში შემდეგ კვირას დაგეგმილია ყავის ფესტივალის გამართვა, 28-29 სექტემბერს _ თაფლის, 12 ოქტომბერს _ ჩაის, ხოლო 18 ოქტომბერს კლუბ ანდერვილში მცირე მარნების ფესტივალი გაიმართება.