დარგებიმემცენარეობა

 ქართული სამზარეულოს მივიწყებული მარგალიტი _ ოსპი

ოსპი უნიკალური მცენარეა, რომელიც  არ ითვისებს და იგროვებს მავნე ნივთიერებებს. მასში არ ჩერდება არც ნიტრატები, არც რადიონუკლოიდები, ამიტომ ოსპი ეკოლოგიურად სრულიად სუფთა საკვებია.

ოსპი კავკასიის ენდემური კულტურაა, რომელიც ფართოდ იყო გავრცელებული საქართველოში და  ჩვენი სამზარეულოს ყოველდღიურ კერძს წარმოადგენდა, დღეს კი იშვიათად თუ მოჰყავთ და კიდევ უფრო იშვიათად თუ  იყენებს ვინმე, არადა, ოსპი საოცარად მარგებელი სასურსათე კულტურაა, რომელსაც სასიკეთო თვისებებით, პარკოსანი კულტურების ოჯახიდან ძნელად თუ რომელიმე გაუტოლდება. 

საერთოდ პარკოსანი კულტურები, რამდენიმე მიზეზის გამო მთელს მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ჯერ ერთი პარკოსნები თავიანთი ბიოლოგიური თავისებურების გამო, ძალან კარგი წინამორბედი კულტურებია, ნიადაგს აზოტით და სხვა მინერალებით ამდიდრებენ, ხოლო მეორე მხრივ, ისინი სხვა კულტურებთან შედარებით მიწის ერთეულ ნაკვეთზე ყველაზე მეტ ცილას იძლევიან. პარკოსნებისგან ყველაზე იაფი და ორგანიზმისთვის იოლად ასათვისებელი ცილები მიიღება.

მსოფლიოში ამ ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სასოფლო-სამეურნეო კულტურაა ოსპი.

ოსპი, როგორც ამასა არქეოლოგიური გათხრები მოწმობს, მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი პარკოსანია, რომლის მოშენება და გამოყენება ადამიანმა ისწავლა. ოსპის ყველაზე ძველი არქეოლოგიური ნიმუში ნეოლითის ხანას ეკუთვნის, ხანას, როცა სოფლის მეურნეობა ჩანასახის სტადიაში იყო.

ოსპი მოჰყავდათ ქართველებს, ეგვიპტელებს, რომაელებს, სპარსელებს, ინდუსებს, არაბებს და სხვა. იგი ასევე პოპულარული იყო ძველ საბერძნეთში.

დღეს მთელ დედამიწაზე ოსპის ნათესებს 2 მილიონ ჰექტარზე მეტი ფართობი უჭირავს. იგი განსაკუთრებით პოპულარულია აზიაში და ხმელთაშუაზღვის ქვეყნებში. ოსპზე მოთხოვნა იზრდება ცენტრალურ ევროპაშიც, რაც უფრო მიგრანტების დამსახურებაა.

ამ კულტურის წარმოებაში დღეს ლიდერობენ: აშშ, ჩინეთში, თურქეთი, ინდოეთი, ნეპალი, ესპანეთი, ავსტრალია, სირია, ეთიოპია და მაროკო. სხვა ქვეყნების წვლილი ოსპის წარმოებაში უმნიშვნელოა. საქართველოში ეს კულტურა თითქმის აღარ იწარმოება, არად იგი ჩვენი წინაპრებისთვის იგი ყოველდღიური საკვები იყო.

ოსპის კვებითი ღირებულებები

ოსპი ცელებით მდიდარი საკვებია. 100 გრამ პროდუქტში 25-35 გრამი ცილაა. საკვებად ადამიანები იყენებენ მსხვილმარცვლიან ჯიშებს.

იგი სხვა პარკოსნებთან შედარებით, სწრაფად იხარშება და მისგან მიღებულ ცილას ადამიანის ორგანიზმი ხორცის ცილაზე უკეთესად ითვისებს.

ვიტამინების, მიკროელემენტების და რკინის  შემცველობით ოსპს ბადალი არ ჰყავს. მარცვლებიდან ხშირად ამზადებენ ფქვილს, სხვადასხვა დესერტების დასამზადებლად. გარდა საკვებისა, ცილების მაღალი შემცველობის გამო მას ოდითგანვე იყენებენ ხალხურ მედიცინაში. მაგალითად, ძველ რომში მკურნალები ავადმყოფებს ოსპის წვენს კუჭის და ნერვული აშლილობის სამკურნალოდ უნიშნავდნენ, ხოლო ჩვენი წინაპრები მის ნახარშს სიყვითლის, ღვიძლისა და ნაწლავების დაავადების დროსაც იყენებდნენ.

ოსპის მარცვლები საკმაოდ დიდი რაოდენობის რკინას და ფოლის მჟავას შეიცავს.

ათასწლეულების განმავლობაში, მას შემდეგ რაც ადამიანმა ამ კულტურის მოყვანა ისწავლა, ასეულობით კერძის რეცეპტია შექმნილი დაწყებული სალათებიდანსადესერტო კერძებით დამთავრებული.

ოსპის ნამჯა, პირუტყვის საუკეთესო საკვებია. იგი მდიდარია (13%) იოლად ასათვისებელი ცილებით და გათანაბრებულია მინდვრის მაღალხარისხიან თივასთან, ხოლო დაფქვილი წვრილმარცვლიანი ოსპი ცხოველებისთვის საუკეთესო კონცენტრირებულ საკვებად ითვლება.

ოსპის ბიოლოგიური თავისებურებანი

ოსპი ერთწლიანი პარკოსანი კულტურაა. მისი ფესვი ნიადაგის სიღრმეში 1 მეტრამდე აღწევს. იკეთებს მრავალრიცხოვან გვერდითაწამონაზარდებს. სიმაღლეში საშუალოდ 60 სანტიმეტრამდე იზრდება. არსებობს ორი სახეობა: მსხვილმარცვლიანი და წვრილმარცლიანი ოსპი.

მსხვილმარცლიანი ოსპი უფრო მაღალი იზრდება, ღერომ შეიძლება 70 სმ-საც კი მიაღწიოს. მისი პარკიც  მსხვილია, ხოლო მარცვლის დიამეტრი 9 მმ-მდეა. ვეგეტაციის ვადა 80-დან 120 დღემდე გრძელდება.

წვრილმარცვლიანი ოსპი, როგორც წესი 50 სანტიმეტრზე მაღალი არ იზრდება. მისი პარკი და მარცვლები შედარებით მომცროა.

ამ სახეობის უპირატესოობა გვალვალვის და რთული კლიმატური პირობების მიმართ მაღალი გამძლეობაა. ის უფრო სითბოსმოყვარულია, ვიდრე, მაგალითად, ბარდა.

ნიადაგში თესლი რომ გაღივდეს და ამოვიდეს, საჭიროა არანაკლებ თანაბარი 40C ტემპერატურა. თესლი თანაბარი ტემპერატურის და დამაკმაყოფილებელი ტენიანობის პირობებში 8-12 დღეში ამიდის.

ოსპს თავისუფლად შეუძლია გადაიტანოს გაზაფხულის წაყინვები მინუს 10-12 0C​-იცი კი. ამასთან მცენარე გამოირჩევა საკმაო გვალვაგამძლეობით, რისი წყალობითაც მისი მოყვანა ნებისმიერ მშრალ რეგიონში შეიძლება.

ოსპისთვის განვითარების ოპტიმალური ტემპერატურა 20 გრადუსია, ყვავილობა პირველი ამონაყარის გამოჩენიდან 45 დღის შემდეგ იწყება. საყვავილე ბუტკოების გამოტანამდე მცენარე ნელა იზრდება, ხოლო ყვავილობის შემდეგ სწრაფად იწყებს განვითარებას. იგი სხვა პარკოსნებთან შეუდარებლად კარგად იტანს უწყლობას.

ყვავილობისა და ნაყოფის გამოტანის პერიოდში ჭარბი ნალექები, უარყოფითად მოქმედებს მოსავლიანობაზე, რადგან ამ დროს აქტიურად უვითარდება ფოთლები და არა პარკები. ამავე პერიოდში წყლის უკმარისობა ასევე ამცირებს მოსავლიანობას.

ნალექმა შეიძლება შეამსუბუქოს ხანგრძლივი გვალვის შედეგები და მცენარეები კვლავ აყვავდეს და გამოიტანოს პარკები.

თესვის წინ ოსპისთვის ნიადაგის განოყიერება მიზანშეწონილი არ არის, რადგან კულტურა ივითარებს ფოთლებს და პარკები საკმაოდ ცუდად გამოინასკვება. ამიტომ კარგი იქნება თუ ორგანული სასუქის ნიადაგში შეტანიდან ოსპს მესამე წელიწადს დავთესავთ.

ოსპი უნიკალური მცენარეა, რომელიც  არ ითვისებს და იგროვებს მავნე ნივთიერებებს. მასში არ ჩერდება არც ნიტრატები, არც სხვა რადიონუკლოიდები, ამიტომ ოსპი ეკოლოგიურად სრულიად სუფთა საკვებია.

ოსპის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია

ვიდრე დავიწყებთ თესვას, მიზანშეწონილია ოსპის თესლი დავალბოთ, რადგან დალბობით ჩვენ მას თესვის დროს დავიცავთ დაზიანებისგან.

თუ ხელოვნურად მორწყვის საშუალება არ გვაქვს, ოსპის თესვის დრო ისე უნდა დაიგეგმოს, რომ მცენარის მაქსიმალური ზრდის ფაზას დაემთხვეს რეგიონში ყველაზე ნალექიანი პერიოდი.

თესვის ნორმა განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ როგორი ტიპის ნიადაგში ვთესავთ ოსპს. თუ ჩვეულებრივ ჰექტარზე 1.4-1 მილიონამდე თესლი ითესება.

თესლი უკეთესია ჩაითესოს 4-7სმ სიღრმეზე. რიგთაშორის მანძილი 15 სანტიმეტრზე ნაკლები არ უნდა იყოს. ოსპისთვის საუკეთესო წინამორბედია საშემოდგომო ხორბალი. მთავარი პირობაა, თესვის წინ ნიადაგი სრულად უნდა გასუფთავდეს სარეველებისგან. სამი წლის შემდეგ შეიძლება ოსპის იმავე ადგილზე დათესვა, სადაც ადრე იგი მოვიყვანეთ, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ნიადაგის გამოფიტვა და მცენარის დაავადებების პროვოცირება გამოიწვიოს. ასევე სასურველი არ არის ოსპი დაითესოს იმ ადგილზე, სადაც ეთესა პარკოსნების ოჯახის რომელიმე წარმომადგენელი, მზესუმზირა, რაფსი, მდოგვი ან სელი.

ნიადაგში აზოტის სიჭარბე გამოიწვევს ზედმეტი ფოთლების და მცენარის მწვანე მასის ზრდას, რაც უარყოფითად აისახება მოსავლიანობაზე.

თუ მცენარის მომწიფება გაჭიანურდა, მოსავლის აღება უნდა დაიწყოთ, მაშინ, როცა დაბლა განლაგებული პარკების მესამედი გაყავისფრდება და შერხევისას პარკში მარცვლები აჩხრიალდება.

ოსპის მავნებლები და დაავადები

მცენარე, სხვა პარკოსნებთან შედარებით, საკმაოდ გამძლეა დაავადებებისა და მანვებლებისადმი, ასევე პარაზიტების ზემოქმედების მიმართ, თუმცა არსებობს ზოგიერთი დაავადება, რომელიც ოსპს აზიანებს, მაგლითად​ასკოხიტოზი, ანთრაქოზი, რუხი სიდამპლე.

ასკოხიტოზი და ანთრაქოზი სოკოვანი დაავადებებია. როგორც წესი, მას მცენარე თუ ნიადაგში ზედმეტი ტენიანობაა. ამ დაავადებას მკურნალობენ ფუნგიციდებით. რუხი სიდამპლე აზიანებს პარკებს და ფოთლებს, რომელიც დასაწყისში მცენარეზე რუხი ნადებით ჩნდება და ახმობს.

იმისთვის რომ არ დაგვჭირდეს ძვირადღირებული ღონიძიებების ჩატარება, უნდა შევარჩიოთ რუხი სიდამპლისადმი გამძლე ჯიშები.

ოსპს პარაზიტებიც, ლოკოკინები და ლოქორებიც უქმნიან საფრთხეს. ისინი მცენარეს ამოსვლას არ ცლიან, ახლად ამოწვერილ ღივებს ჭამენ. მათ წინააღმდეგ სხვადასხვა ქიმიური საშუალებები უნდა გამოვიყენოთ.

საერთოდ მიღებულია, რომ ოსპის ნათესის ქიმიური პრეპარატებით დამუშავება პარკების გამონასკვამდე უნდა მოხდეს.

ოსპი უნიკალური მცენარეა, რომელმაც შიმშილისგან იხსნა ქვეყნები. ოსპის მარცვლებს სამკურნალო თვისებები აქვს, რომელსაც ძნელად  თუ გაუტოლდებიან სხვა სხვა კულტურები.

თუ დავიცავთ ოსპის მოყვანის ტექნოლოგიას, დროულად დავამუშავებთ მცენარეს პარაზიტების და დაავადებების საწინააღმდეგო საშუალებებით, მივიღებთ უხვ მოსავალს.

ასევე გაითვალისწინეთ, რომ ამ კულტურის მიმართ საერთაშორისო ბაზარზე მზარდმა ინტერესმა, ოსპის წარმოება შესაძლოა სარფიან ბიზნესადაც აქციოს.

გისურვებთ წარმატებას!