აგროსიახლეები

ქართული ტრადიციული რძის პროდუქტების კატალოგი

გუშინ თბილისში, ღვინის მუზეუმში ქართული ტრადიციული რძის პროდუქტების ილუსტრირებული კატალოგის პრეზენტაცია გაიმართა.
კატალოგის პრეზენტაციის დასრულების  შემდეგ კი გაიმართა კატალოგში შესული პროდუქტის დეგუსტაცია და  ერთგვარი კონკურსი, თუ რომელ პროდუქტს მიანიჭებდნენ სტუმრები უპირატესობას. ყველაზე მეტი მოწონება მეგრული გუდის  ყველს ერგო, მეორე ადგილი კი ზემოიმერულმა ხმელმა ყველმა _ „იმერული ყველის აცმებმა“  დაიმსახურა.

ხმელი ყვლეი

საქართველო იმ უძველეს ქვეყანათა ჩამონათვალშია, სადაც  ყველისა და რძის პროდუქტების წარმოების ტრადიცია ათასწლეულებს  ითვლის, რასაც ბრინჯაოს ხანის და უფრო გვიანდელი პერიოდის არქეოლოგიურ-ეთნოგრაფიული მასალები ადასტურებს,  მათ შორის სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში დაცული მრავალსაუკუნოვანი სარძევე ჭურჭელი, რომელთაგანაც უძველესი 8000 წლისაა.

ყველი 3333333333333333333

სწორედ, ადგილობრივი რძის პროდუქტების მრავალფეროვნების პოპულარიზაციის მიზნით, USDA-SQIL პროექტის ფარგლებში შეიქმნა ქართული ტრადიციული რძის პროდუქტების კატალოგი, რომელიც აერთიანებს 31 დასახელების რძის ნაწარმის შესახებ, მათ შორის ისეთი მივიწყებული ყველის სახეობების, როგორიცაა: გვაჯილა, კობის ყველი, კაზლა ყველი, კალტი, ყურუთი და სხვა, ასევე რძის სხვა პროდუქტებს, გაწურულ მაწონს, ნადუღს, კაიმაღს და ა.შ. ინფორმაციას პროდუქტის წარმოების გეოგრაფიულ-ისტორიული არეალის, გამოყენებული ნედლეულის, დამზადების ტექნოლოგიისა და აგრეთვე ორგანოლეპტიკური მახასიათებლების შესახებ.

ყველი 11111111111111111111111

კატალოგი მომზადებულია რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია „საქრძის” მიერ და განკუთვნილია, როგორც ადგილობრივი მომხმარებლებისთვის, ასევე,  ტურისტებისთვის, რომლებიც გამოხატავენ ინტერესს ქართული კულინარიისა და ტრადიციული რძის პროდუქტების მიმართ.

კატალოგში ყველი შეტანილია სხვადასხვა ჯგუფად რძის ტიპის,  თერმული დამუშავების, რძის ცილის კოაგულაციის, ყველის მასის დამუშავების, ტენის, ცხიმის შემცველობის ან მომწიფების ტიპების მიხედვით, რაც ახასიათებს ყველის უმრავლესობას.

დარბაზი სტუმე

კატალოგში შესულია  31 დასახელების ქართული ტრადიციული რძის პროდუქტები, რასაც ერთვის  მოკლე აღწერა, ყოველი მათგანის ფოტომასალა, პროდუქტის წარმოების გეოგრაფიული არეალის, გამოყენებული ნედლეულის, დამხმარე მასალების აღწერა,  ინფორმაცია ორგანოლეპტიკური, ფიზიკური და სხვა მახასიათებლების შესახებ.