დარგებიმევენახეობა-მეღვინეობა

ქართული ვაზი როგორც ყველა კულტურული ვაზის წინაპარი

ცნობილია, რომ ქართულ ისტორიოგრაფიას და არქეოლოგიას განსხვავებით ებრაულისა და სომხურისა, არასდროს უცდია მხარი დაეჭირა დანარჩენი მსოფლიოს ისტორიოგრაფიისთვის იმის მტკიცებაში, რომ წარღვნისშემდგომი ევროპა, იბერთა წინაპრებმა რომ დაასახლა და ყველაფრის სათავეებთან, რითიც დღეს კაცობრიობა ამაყობს, ისინი რომ იდგნენ.

ამის მიუხედავად, „სანთელ-საკმეველი გზას არ კარგავს“ და ჩვენი წინაპრების ნამოქმედარს, დიდება თვითონ პოულობს.

 ზემოთ თქმული მრავალმხრივადაა დამტკიებული მეცნიერების სამი დარგის ისტორიოგრაფიის, გენეტიკის და ბიბლიის მიერ, მაგრამ ამ კუთხით რაც მეტი მტკიცებულება დაიდება, ფაქტი, მით უფრო სარწმუნო გახდება.

vazi

გასული წლის დეკემბერში იტალიელმა გენეტიკოსებმა პრფესორებმა მიკელე მორგანტემ და გაბრიელე დი გასპერომ თავიანთი კვლევები გამოაქვეყნეს, სადაც დაამტკიცეს, რომ ყველა ის ყურძენი, რომლებითაც დღეს ევროპის ქვეყნებში სანაქებო ღვინოებს აყენებენ, ერთი წინაპრიდან მოდის, ანუ ყველას წინაპარი საქართველოში 8-10 ათასი წლის წინ კულტურაში შეყვანილი ვაზია. დღემდე კი მუსირებდა აზრი, რომ ადგილი ჰქონდა „მოშინაურების ორ მოვლენას“, ერთს ადგილი ჰქონდა ევროპაში, ხოლო მეორეს სამხრეთ კავკასიაში ძველი იბერების განსახლების ადგილზე. იტალიელ მეცნიერთა გამოკვლევამ კი დაამტკიცა რომ ადგილი ჰქონდა მეორე მოვლენას, ანუ ადგილი ჰქონდა ვაზის კულტურაში შეყვალის ერთ მოვლენას და ეს სამხრეთ კავკასიაში იბერთა განსახლების ადგილზე მოხდა, ამიტომ დღეს ევროპაში და მსოფლიოში გავრცელებული ყველა კულტურული ვაზის საწყისი, საქართველოა.

აი რა დასკვნა გააკეთეს იტალიელმა მეცნიერებმა ასობით ჯიშის ვაზის გენეტიკური ანალიზის შემდეგ: „მიკელე მორგანტე – ჩვენი კვლევა აჩვენებს, რომ მოხდა მოშინაურების ერთადერთი მოვლენა, რომელსაც ადგილი ჰქონდა სამხრეთ კავკასიაში და შემდეგ ეს ყურძენი გავრცელდა ხმელთაშუა ზღვის აუზში. თავიდან ევროპაში სუფრის ყურძენი ჩაიტანეს, შემდეგ კი ის შეაჯვარეს სდგილიბრივ ველურ ყურძენთან. თუ დავაკვირდებით ევროპული ღვინის (აქ ალბათ ვაზი უნდა იყოს. ჟ.გ.) დღევანდელ სახეობებს, განსაკუთრებით მათ, რომლებსაც ყველაზე ხშირად ზრდიან ჩრდილოეთ იტალიასა და საფრანგეთში, ვნახავთ, რომ მათი გენომი დიდწილად შედგება თავდაპირველი კავკასიური გენომისგან, მაგრამ მას ასევე აქვს სეგმენტები, რომლებიც ევროპული ველური სახეობებისგან დაემატა“. ინფორმაცია ამოღებულია ჟურნალ „ახალი აგრარული საქართველოს“ თებერვლის ნომრიდან 2022 წ. ელ. ვარიანტი.

როგორც ხედავთ, შედეგი გენეტიკური კვლევებითაა დადებული, რომელიც ყველა კვლევაზე სარწმუნოა და „გასაჩივრებას არ ექვემდებარება“. ყველაფერ ამისთვის კი, იტალიის უდინეს უნივერსიტეტის პროფესორები ბატონები მიკელე მორგანტე და გაბრიელე დი გასპერო, ქართველი ხალხისა და მთელი კაცობრიობის მადლობას იმსახურებენ, ანუ მათი წყალობით დღეს ცნობილია კულტურაში შესული ვაზის სამშობლო. ამის შემდეგ კი დღის წესრიგში დგება საკითხი თუ, როგორ და ვის მიერ გავრცელდა ვაზი საქართველოდან ევროპაში და მთელ მსოფლიოში. ბატონი მეცნიერები წერენ, რომ ვაზი საქართველოდან ჯერ ხმელთაშუაზღვის აუზის ქვეყნებში გავრცელდა შემდეგ კი ევროპაში, მაგრამ ვინ გაავრცელა და როგორ მოხდა ეს, სწორედ ესაა საკითხავი.

მართალია ქართველი ისტორიკოსების ნაშრომებში ამის შესახებ ბევრს ვერაფერს შეიტყობ, მაგრამ ხომ არიან სხვებიც? ანუ წარღვნის შემდგომი კაცობრიობის წარსული მსოფლიო ისტორიოგრაფიის კვლევის საგანია და მისი კვლევა ერთი წუთითაც არ შეწყვეტილა.

ამ კვლევების შედეგად დგინდება რომ წარღვნისშემდგომი კაცობრიობის საწყისი ამიერკავკასიაში გამრავლებული ნოეს მოდგმა, ანუ იბერები არიან. ამ ფაქტს ადასტურებს მსოფლიოს ისტორიოგრაფია, გენეტიკა და ბიბლია.

ვნახოთ რას ამბობს ამის შესახებ მსოფლიო ისტორიოგრაფია, იხილეთ ამონარიდები მათი შრომებიდან:

„ხეთები ანატოლიაში კავკასიიდან მოვიდნენ“ (ჯორჯ ტომსონი, ინგლისი).

„ესპანეთის უძველესი მოსახლეობა იბერები იყვნენ“ (ს. იშევსკი, რუსეთი).

„იბერები გახდნენ ბრიტანეთის კუნძულების თანამედროვე მოსახლეობის ერთ-ერთი ძირითადი მამამთავრები, განსაკუთრებით ირლანდიაში, უელსსა და ინგლისის დასავლეთში“ (ა. მორტონი, ინგლისი).

„პელაზგები ითვლებიან „უძველეს ხალხად, ყველა ტომის მამამთავრად, რომლებიც ურყევად და განკერძოებულად დგანან“ (სტრაბონი).

„ხალდეური და ქართული ენის ნათესაობა აშკარაა“(ი.მეშჩანინოვი, რუსეთი).

„კავკასიური ტომის ხალხს ეკუთვნის ყველაფრის-მეცნიერებასა და ხელოვნებაში ნამდვილად კეთილშობილურის გამოგონება, ყველაფრის, რაც გონიერი არსებობის ღირსია (ფრიდრიხ შლოცერი, გერმანია).

„პელაზგები-მატერიალური საბერძნეთის უძველესი ტომები არიან“ (ჰეროდოტე).

 „ეგეოსიდან თუ ზევით ავიწევთ, ვხედავთ სამხრეთ გერმანიას, საფრანგეთს… ეს ადგილები ეკავათ იბერებს. ამის კვალი შემონახულია ფრანგულ და გერმანულ ენებში და ამასვე მოწმობს ადგილებისა და მდინარეთა სახელები. ეტრუსკები, ისე, როგორც პელაზგები, კოლხეთიდან არიან გადასახლებულნი…“ (ედუარდ დემოლნისი, საფრანგეთი). ამონარიდები ამოღებულია აკაკი გასვიანის წიგნიდან „ქართული ანბანი სამყაროლოგია“. თბილისი 2002 წ. გვ. 379-383.

მსოფლიოს უძველესი ისტორიის ცნობილ მკვლევართა სამეცნიერო შრომებიდან უამრავი ამგვარი ამონარიდის ამოკრება შეიძლება. როგორც ნახეთ, ყველაფერ ამას ისინი თავიანთ ხალხზე წერენ, რომ მათი წინაპრები უძველესი ქართველური ტომები იყვნენ, ამიტომ მათ მიერ მიკერძოება გამორიცხულია, ანუ ისტორიოგრაფია ნათლად ამბობს, რომ დღევანდელი ევროპის მოსახლეობის წინაპარი იბერიულ-კოლხური წარმოშობის ხალხი იყო.

ახლა ვნახოთ, ამ ფაქტზე რას ამბობს ადამიანის გენეტიკა. ზემოთ ციტირებულ ისტორიკოს-მკვლევართა მიერ დადებული დასკვნა ციურიხში მდებარე გენეალოგიური კვლევების ცენტრის ბიოლოგების მიერ დადებული დასკვნით დასტურდება. ამ კვლევათა შესახებ ცენტრის დირექტორი რომან შოლცი ამბობს: „საინტერესო ფაქტია, რომ ტუტანჰამონი გენეტიკურად ევროპელია. ჩემი ვარაუდით, ეგვიპტელი მეფეებისა და ევროპელების საერთო წინაპარი 9500 წლის წინ კავკასიაში ცხოვრობდა. 7000 წლის წინ მათი შთამომავლები ევროპაში დასახლდნენ, ნაწილმა ეგვიტეს უწია და ფარაონობამდე ამაღლდა“ (რუსულიდან თარგმანი ჩემია ჟ.გ). ამონარიდი ამოღებულია YANDEQ ინტერნეტში განთავსებული „ინტერვიუდან“.

ამ მიმართულებით, ციურიხელი გენეტიკოსების შემდეგ, საკითხის უფრო ღრმად შესწავლის მიზნით, ფართო კვლევები განახორციელეს გერმანელმა გენეტიკოსებმა, წერილში: „ДНК МУМИЙ ЕГИПТА“ чем фараоны шокировали ученных. YANDEX ინტერნეტში გამოქვეყნებულ სამეცნიერო ნაშრომში ვკითხულობთ: „მაქს პლანკის ინსტიტუტისა და ტიუბინგეტის უნივერსიტეტის გერმანელი გენეტიკოსები უფრო შორს წავიდნენ და გამოიკვლიეს კიდევ 90 მუმიის დნმ, მათ შორის არცერთი არ აღმოჩნდა აფრიკელი. მათი უმრავლესობა გენომით ახლოს დგას სამხრეთევროპელ და თანამედროვე ახლო აღმოსავლეთის ხალხებთან. ევროპელებისა და ეგვიპტის ფარაონების საერთო წინაპრები კი, როგორც ჩანს, 9-10 ათასი წლის წინ კავკასიაში ცხოვრობდნენ, საიდანაც 7000 წლის წინ ახალ ტერიტორიებზე განსახლდნენ“ (რუსულიდან თარგმანი ჩემია ჟ.გ.).

დაბალი იერარქიის ეგვიპტელების მუმიათა გამოკვლევით გერმანელმა გენეტიკოსებმა დაამტკიცეს, რომ კავკასიური გენი და ფესვი, არა მარტო ეგვიპტელების ელიტას აქვს, არამედ უფრო დაბალი ფენის წარმომადგენლებიც იბერიული გენის მატარებელი ხალხია. ანუ იბერიელი ფარაონები ეგვიპტეში თავიანთ ქვეშევრდომებთან ერთად გადასხლდნენ.

ახლა ვნახოთ, რას ამბობს წიგნთა წიგნი „ბიბლია“ წარღვნის შემდეგ დედამიწაზე ხალხის გამრავლებისა და განსახლების შესახებ. ბიბლიაში ვკითხულობთ:

„ერთპირი იყო მთელი ქვეყანა და ერთ ენაზე მეტყველი“. ანუ ხალხი დედამიწის ერთ კუთხეშია გამრავლებული და ჯერ არ დაწყებულა მათი სხვა ტერიტორიების ათვისების პროცესი

„როცა დაიძრნენ აღმოსავლეთიდან, ჰპოვეს ველი შინყარის ქვეყანაში და იქ დამკვიდრდენ“. ამონარიდი გვეუბნება, რომ დაიწყო აღმოსავლეთში გამრავლებილი ხალხის დასავლეთში მიგრაციის პროცესი.

„მოდი მოვზიდოთ თიხა და გამოვწვათ. ქვის მაგივრად ჰქონდათ აგური. კირის მაგივრად ფისი“. აღმოსავეთიდან მიგრირებულმა ხალხმა დაიწყო დასავლეთის ათვისება, მიიტანეს მშენებლობისკულტურა და კერამიკა.

„თქვეს: აბა ავაშენოთ ქალაქი და გოდოლი და ცას მივუწვდინოთ მისი თხემი. ავღმართოთ ნიშანსვეტი, რომ არ გავიფანტოთ დედამიწის ზურგზე“ (დაბადება თავი 11. 1. 2. 3. 4).

როგორც ხედავთ, აქ ნათლად ჩანს, რომ წარღვნის შემდეგ აღმოსავლეთში გამრავლებულმა ხალხმა დაასახლა დასავლეთი, ააშენეს ქალაქი ბაბილონი და გოდოლი.

ცნობილია, რომ რელიგიისა და მეცნიერების ვარაუდით, წარღვნა 7 ათასზე მეტი წლის წინ მოხდა. ისტორიულად ცნობილია, რომ ბაბილონის მშენებლობა ძვ. წ. მესამე ათასწლეულის დასაწყისში დაიწყო და ძვ. წ. 2300 წელს ის უკვე (ბაბილონი) წმინდა ქალაქი გახდა. ანუ აღმოსავლეთიდან მოსულმა ხალხმა ბაბილონი დაახლოებით 5000 წლის წინ ააშენა. ისტორიკოსთა მტკიცებით, სწორედ ამ პერიოდში შედიან ქართველური ტომები ევროპაში და თანამედროვე ავსტრიის ტერიტორიაზე აარსებენ ბადენის კულტურას, რითაც იწყებენ ევროპის კონტინენტის ათვისებას. ასევე, ამ დროს შედიან პელაზგები და კოლხური წარმოშობის ტომები თანამედროვე საბერძნეთის ტერიტორიაზე და ასახლებენ ნახევარკუნძულს და მის მიმდებარე კუნძულებს. ამ ფაქტის მოწმე, გარდა ბერძენ ისტორიკოსთა სამეცნიერო შრომებისა, არის სხვა უამრავი ისტორიული მასალა და არტეფაქტი, რომლებიც ამტკიცებენ, რომ წარღვნის შემდეგ ამ ტერიტორიების პირველი მოსახლენი პელაზგები და კოლხური წარმოშობის ხალხი იყო. ამის უტყუარი დასტურია ფესტოს დისკოდ წოდებული არტეფაქტი, რომელიც არქეოლოგებმა საუკუნეზე მეტი ხნის წინ კუნძულ კრეტაზე, ქ. ფესტოს მახლობლად, გათხრების დროს ნახეს და რომლის ასაკიც 3500-4000 წელია. დისკოზე დატანილი ტექსტი ჩვენმა სახელოვანმა მეცნიერმა გიორგი კვაშილავამ გაშიფრა. ის ძველ კოლხურ ენაზე უძველესი კოლხური ოქროდამწერლობით შესრულებული მეგრული საგალობელი აღმოჩნდა, ანუ დიდი ალბათობით მტკიცდება, რომ ძველი კოლხები წარღვნის შემდეგ ამ ტერიტორიების პირველი მოსახლენი იყვნენ.

ყველა ზემოთ აღნიშნული იმის დასტურია, რომ წარღვნის შემდგომი ევროპა, ამიერკავკასიაში გამრავლებულმა იბერებმა დაასახლა და უდავოა, რომ მათ ვაზის და ქვევრის კულტურაც ახალი განსახლების ადგილზე, ანუ ევროპაში თან მიიტანეს. უნდა ვივარაუდოთ, რომ თავიდან იბერებმა მთელი ევროპის კონტინენტი აითვისეს და ვაზის და ქვევრის კულტურა მთელ კონტინენტზე იყო განვითარებული. შემდეგ საუკუნეებში კი როცა აზიელმა ველურმა ტომებმა ევროპის ტერიტორიებზე შემოჭრა დაიწყეს და ამ ტერიტორიებიდან იბერები განდევნეს, მათი დასახლების ადგილებიდან იბერებთან ერთად ვაზის და ქვევრის კულტურაც გაქრა, ხოლო იტალიის, ესპანეთის და საფრანგეთის გარკვეულ ადგილებში სადაც იბერები და მათი მოდგმა დღემდე სახლობს, მათთან ერთად ვაზის და ქვევრის კულტურაც გადარჩა. შემდგომ საუკუნეებში კი აზიელი ტომების ევროპელებთან ასიმილაციამ, დღის წესრიგში ვაზის და ღვინის კულტურის აღდგენა დააყენა, რომელიც დანარჩენ ევროპაში ძირითადად ვაზის იტალია-ესპანეთიდან კულტივირებით მოხდა. ამ საქმეში თავის როლი ალბათ საბერძნეთმაც შეასრულა, სადაც ადრეულ საუკუნეებში ქართული ვაზის ჯიშები კოლხ-იბერების მიერ იყო კულტივირებული. მათი ადგილობრივ ველური ვაზის ჯიშებთან შეჯვარებით კი საფუძველი ჩაეყარა თანამედროვე ევროპული ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებას. სწორედ ეს გამოიკვლიეს დღეს იტალიელმა მეცნიერებმა და კაცობრიობას ვაზის კულტურის წარმოშობისა და განვითარების შესახებ უტყუარი საბუთი დაუდეს.

იტალიელი პროფესორების ეს აღმოჩენა, ეპოქალური მნიშვნელობისაა, როგორც ვაზის კვლევის კუთხით, ისე ჩვენი წინაპრის როლის წარმოჩენისათვის იმაში, რომ კაცობრიობამ ვაზის კულტურა მიიღო. ის, რომ ვაზის კულტურაში შეყვანის საქმეში მეორე მოვლენა არ ყოფილა და ის, რაც ჩვენმა წინაპარმა 10-12 ათასი წლის წინ შექმნა, დღემდე კვებავს კაცობრიობას. ჩემთვის და აბათ ყველასთვის გაუგებარია, რატომ არაა ეს საამაყო ამბავი და ერმა თავისი წინაპრის ამ უმნიშვნელოვანეს ქმნილებას, რატომ არ უნდა დაუთმოს სათანადო, ყურადღება? ამ დროს სად არის ჩვენი პრესა, ტელევიზია, მთავრობა, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ღვინის ეროვნული სააგენტო და ყველა ის ვინც დაკავშირებულია ქართულ მევენახეობა-მეღვინეობასთან? თუ ქვეყანა, მხოლოდ პოზიცია-ოპოზიციის ბრძოლის ველად მიგაჩნიათ და თქვენი მოვალეობა, მხოლოდ თბილი სკამებისთვის ბრძოლაა და მეტი არაფერი?

რაც შეეხება წინაპრის საამაყო საქმეებს და მათზე ინფორმაციას, ფეხებზე უნდა გეეკიდოთ? ვის სჭირდება, ასეთი პრესა, ტელევიზია, მთავრობა და მისი ორგანოები? ანუ რომ არა „რადიო თავისუფლების“ რედაქციას და პირადად ნიკო ნერგაძეს, რომელმაც ინტერვიუ ჩაწერა პროფ. მიკელე მორგანტესთან და ჟურნალ „ახალ აგრარულ საქართველოს“ და ბატონ შოთა მაჭარაშვილს, სადაც ეს ინფორმაცია განთავსდა, ერისთვის ასეთი მნიშვნელოვანი ამბავი არ უნდა გაგვეგო?

 ჟორა გაბრიჭიძე,

/საქართველოს ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი/