აგროსიახლეები

ქობულეთის მუნიციპალიტეტში 4 კილომეტრამდე სიგრძის სადრენაჟე არხი იწმინდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქობულეთის მუნიციპალიტეტში სადრენაჟე სისტემაზე გაწმენდით სამუშაოებს ატარებს.
სოფელ აჭყვისთავის ტერიტორიაზე, 4 კილომეტრამდე სიგრძის კოლექტორული და შემკრები არხები წესრიგდება.

ჩატარებული სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს. შედეგად, მუნიციპალიტეტში 40 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება გაუმჯობესდება და აგროწარმოების შესაძლებლობა გაიზრდება.

სადრენაჟე არხებზე ექსპლუატაციის პროგრამით მიმდინარე სამუშაოებს საქართველოს მელიორაცია მიმდინარე წლის ივლისში დაასრულებს.