ქვეყანა სადაც წელიწადში ორი-სამი მოსავლის მოყვანა შეიძლება, უცხოურ, უმეტესად უხარისხო, სურსათზეა ჩამოკიდებული
ოცდაათი წელიწადია რაც საქართველომ დამოუკიდელობა აღიდგინა და იმ დღიდან ჩვენ დამოუკიდებელ, ძლიერ ქვეყანას ვაშენებთ, ვცდილობთ შევქმნათ ეკონომიკა, ვხარჯავთ ფულს, ვავითარებთ სოფლის მეურნეობას, მაგრამ სიტყვა სხვაა, რეალობა სხვა, ის ჩვენ სურვილებს აცდენილია, ქვეყანა დღემდე ძირითადად იმპორტირებული, უმეტესად უხარისხო პროდუქტებით იკვებება.
და ეს მაშინ, როცა ქვეყანაში ნაყოფიერი სასოფლო-სამეურნეო მიწის დიდი ნაწილი დაუმუშავებელია და რაც დამუშავებულია მისი ეფექტიანობა, მოსავლიანობა ძალიან დაბალია. ქვეყანა სადაც წელიწადში ორი, სამი მოსავლის მოყვანა შეიძლება, უცხოურ, უმეტესად უხარისხო სურსათზეა ჩამოკიდებული და იმის ნაცვლად, საკუთარ წარმოებას ავითარებდეს, მეზობელი ქვეყნების სოფლის მეურნეობების ინვესტირებას ეწევა.
რატომ ხდება ასე, რა გვიშლის ხელს, გავაძლიეროთ სოფლის მეურნეობის დარგები, ვაწარმოოთ საკმარისი ხარისხიანი, საექსპორტო პროდუქცია, ჩვენც მოვიხმაროთ და სხვასაც მივაწოდოთ.
ამ კითხვაზე გარკვეულწილად პასუხის გაცემას დღეს ტელეკომპანია „საფერავი ტვს“ დამფუძნებელთან დიმიტრი კოსტაროვთან ერთად შევეცდებით ტელეკომპანია „საფერავი ტვ“, ჟურნალ „ახალი აგრარული საქართველოს“ და ონლაინჟურნალ „agronews. ge“-ს ერთობლივ გადაცემაში „მედია ფერმერებისთვის“.