აგროსიახლეებიმექანიზაციარუბრიკები

ავანტი _ ფერმერთა უნივერსალური დამხმარე

კომპანია „მსოფლიო ტექნიკა“ ფერმერებს და არა მარტო მათ, სთავაზობს ფინურ მრავლფუნქციურ,  მცირეგაბარიტიან მობილურ ტექნიკას, ავანტის სხვადასხვა სიმძლავრის და დანიშნულების მოდელებს.

ფინური ავანტი წარმოდგენილია 200, 400, 500,  600, 700 და 800 სერიის მოდელებით. ყოველ სერიაში 3-4 მაღალი გამავლობის მოდელია. ყველაზე პატარა 200 სერიის მოდელების სიმძლავრით 20-25 ცხენის ძალიანია, ხოლო  ყველაზე დიდი _700 და 800 სერიის მოდელები _ 49 და 57 ცხენის ძალის  სიმძლავრისაა. 

ავანტიის ყველა მოდელი აღჭურვილია ჰიდროსტატიკური ტრანსმისიით, რაშიც ინტეგრირებულია სამუხრუჭე სისტემაც.

ავანტის მოდელები ასევე აღჭურვილია მაღალი წარმადობის ჰიდრავლიკური სისტემებით.

ავანტს აქვს კონდიცირების და გათბობის სისტემით აღჭურვილი სრულად შემინული და ღია ტიპის კაბინები ავანტის ყველა ტიპის შემინული თუ ღია კაბინა აკმაყოფილებს უსაფრთხოების ევროპულ მკაცრ მოთხოვნებს და უზრუნველყოფს ოპერატორებისთვის მაღალ კომფორტს და ხილვადობას.

ავანტი იმართება ჩვეულებრივი მრგვალი საჭით, მათ ასევე აქვთ მრავალფუნქციური ჯოისტიკი, რომლითაც მუშა კვანძები და სხვადასხვა სამუშაო მექანიზმები იმართება.

ყოველივე აღნიშნული  ფინური ავანტის ტექნიკის ექსპლოატაციას მარტივს, უსაფრთხოს და ეფექტიანს ხდის. საწვავის  დაბალი ხარჯი,  ეკოლოგიურობა და მრავალფუნციურობა ავანტს შეუცვლელ  სამუშაო მანქანად აქცევს. 200-მდე სხვადასხვა დანიშნულების სწრაფად მოსახსნელ-დასაყენებელი სამუშაო აგრეგატების ინსტალირებაა შესაძლებელი ავანტის მოდელებზე! 

ფინური ავანტის  სამოდელო რიგშია  ორი 100%-ით  ელექტრო მოდელიც –  e5 და e6,  რომლებსაც ასევე მაღალი საექსპლოატაციო და ფუნქციონალური მახასიათებლები გააჩნია.

World Technic LTD
მობ:   +995 599290988
ოფისი: +995 322905000