დარგებიმევენახეობა-მეღვინეობაფერმერი ფერმერს

ქვევრში  ღვინის ჰერმეტულად დახურვა

ქვევრის დღემდე შემორჩენილ პრობლემათა შორის ერთ-ერთი დიდი პრობლემა ისაა, რომ მისი ღვინით ბოლომდე შევსება და ხანგრძლივი დროით შენახვა არ შეიძლება, რადგან მასში ღვინის დონის მომატების (გაზაფხულზე ღვინის შეთბობა) შემთხვევაში ღვინო ბადიმს მისწვდება და მისგან არადამახასიათებელ სუნსა და გემოს აიღებს (ხის ბადიმების შემთხვევაში).

 სახელოვანი ქიმიკოსი ვასილ პეტრიაშვილი 1895 წელს გამოცემულ წიგნში წერს: „ყველაზე დიდი ნაკლოვანება ამ ჭურჭლისა იმაში მდგომარეობს, რომ იმას ძალიან განიერი, ფართო პირი აქვს და, მაშასადამე იმის გერმეტული დახურვა იმ პირობით, რომ ღვინით მუდმივ სავსე იყოს, შეუძლებელია. როგორც ჩვენ შემდეგ ვნახეთ, ღვინის მომწიფების დროს შესანახავი ჭურჭელი მუდმივ გავსებული უნდა იყოს“. ამიტომ მეღვინე იძულებულია ქვევრის ყელში ღვინის დონე ქვევრის პირიდან 6-8 სმ-ით დაბლა დატოვოს. შემდგომში კი ღვინით შეუვსებელი ეს სივრცე დაავადებათა გამომწვევი ბაქტერიებისა და მავნე მიკროორგანიზმების ბუდე ხდება. ამ პრობლემას ჩვენი წინაპარი ათობით საუკუნე უშედეგოთ ებრძოდა და ვებრძვით დღემდე. ბრძოლის როგორც ძველი ტრადიციული, ისე თანამედროვე მეთოდი ქვევრის ყელში ღვინის დონეზე ღვინის სპირტის ან ნიგვზის ზეთის დასხმას გულისხმობს. მართალია, ეს საშუალებები ნაწილობრივ ხსნიან აღნიშნულ პრობლემას, მაგრამ ისინი ღვინის მიმართ ბოლომდე ინერტულები არ არიან (მით უმეტეს სპირტი) და ნაკლები დოზით, მაგრამ  ღვინისთვის მაინც პრობლემას წარმოადგენენ.

ქვევრი დღემდე, ძირითადად, ქართულ საოჯახო მეღვინეობას ემსახურება, ამიტომ ეს პრობლემა ჩვენი საშინაო პრობლემა იყო და ჩვენ მიერ მოფიქრებული საშუალებებით ვუმკლავდებოდით, ხოლო რასაც ვერ ვუმკლავდებოდით, ბუნებრივ პრობლემად მივიჩნევდით. დღეს კი ქვევრით მსოფლიო მეღვინეობაა დაინტერესებული, ამიტომ თუ რამ პრობლემაა, ჩვენვე და დროზე უნდა გამოვასწოროთ და მსოფლიო მეღვინეობას ღვინის დასაყენებელად, უპრობლემო ჭურჭელი მივაწოდოთ. მოდით აქ ისიც ავღნიშნოთ, რომ ანალოგიური პრობლემას ღვინის ბოთლში ჩამოსხმის დროსაც ვაწყდებით, მაგრამ ამ მიზეზით ღვინის ბოთლში ჩამოსხმაზე უარს არ ვამბობთ.

ნახატი ერთი ლკადლფკჯას

ისე, როგორც ბევრი ენთუზიასტი, პირადად დიდი ხანია ვმუშაობ ქვევრის დღემდე შემორჩენილ პრობლემებზე. ვფიქრობთ, ქვევრის ყელში ღვინით შეუვსებელი სივრცის  პრობლემის გადაწყვეტა ქვევრის ყელში ღვინის დონეზე გამომწვარი თიხის მოტივტივე ხუფის (ჯამის) დახურვით შეიძლება. იხ.ნახ.17/1. ასეთ ხუფს, ტრადიციული ჯამისგან განსხვავებით, სწორი გვერდები და იდეალურად მრგვალი პერიმეტრი უნდა ჰქონდეს. ის ოდნავ გლუვი ძირით უნდა დამზადდეს. ქვევრი კი 15-20 სმ-ის სიმაღლის, იდეალური სიმრგვალის ყელით უნდა იყოს აშენებული, მისი ყელის დიამეტრი 3-6 მმ-ით მეტი უნდა იყოს ჯამის დიამეტრზე, რათა თიხის ჯამი, ღვინის მოკლება-მომატების შემთხვევაში, ღვინის დონეს თან გაჰყვეს. ჯამს 4-5 სმ. სიმაღლის კედელი უნდა ჰქონდეს. მართალია, ქვევრის შენების დღევანდელი მეთოდით სასურველი ფორმის ყელიანი ქვევრის აშენება შეუძლებელია, მაგრამ მექანიკურ დანადგარზე ამის პრობლემა არ გვექნება და ამის შემდეგ, ქვევრები ამ სიახლეთა გათვალისწინებით უნდა აშენდეს.

თიხის ჯამის გამოყენების წესი ასეთია: ღვინით ქვევრის ავსების შემდე ჯამი, ქვევრის ყელში ღვინის დონეზე უნდა დაიდოს, რომელიც მასზე იტივტივებს და ღვინის მოკლება-მომატების შემთხვევაში ღვინის დონეს ზევით-ქვევით გაჰყვება. ჯამი ქვევრის ყელში ღვინის 95%-ს დახურავს, დანარჩენის დაფარვა კი ჯამზე 200-300 გრ. სპირტის დასხმით უნდა მოხდეს, ქვევრის დახურვის შემდეგ სპირტის ნაწილი აორთქლდება და ყელში დარჩენილ სივრცეს სპირტის ორთქლით აავსებს. ასეთ გარემოში კი ღვინის დამასნებოვნებელი ვერანაირი ბაქტერია ვერ გამრავლდება.

ქვევრის ამ პრობლემაზე ასევე უმუშავია ჩვენს სახელოვან ქიმიკოსს პროფ. ვასილ პეტრიაშვილს და ეს ყველაფერი აღწერილი აქვს 1895 წელს თბილისში გამოცემულ წიგნში. პრობლემის გადასაწყვეტად პროფ. პეტრიაშვილი გვთავაზობს ქვევრის თავზე ჩაფისმაგვარ კონსტრუქციის დამონტაჟებას, რაც მიუღებელია, რადგან მან არ გაითვალისწინა, რომ ქვევრის ყელში სიცარიელეს იმიტომ ტოვებენ, რომ ქვევრში ღვინის შეთბობის დროს ღვინის დონე მოიმატებს და ბადიმებს მიწვდება, თუ ყელს შევავიწროვებთ მაშინ ღვინის დონის ზევით-ქვევით მოძრაობა მეტი არ იქნება?

მარნის ამ იარაღის პრაქტიკაში გამოყენების გაადვილების მიზნით სასურველია ის, მარნის იარაღთა ჩამონათვალში „ოკულელის“ სახელით შევიდეს.

ჟორა გაბრიჭიძე /ნახევარგამტართა ფიზიკის ს/კ ინსტიტუტის                             

უფროსი მკვლევარი. საქ ეროვნული აკადემიის

ნამდვილი წევრი, აკადემიკოსი/,

ტელ. 551 333 155