რა არის საჭირო საიმისოდ, რომ ქვეყანაში ხარისხიანი, უვნებელი რძისა და ხორცის პროდუქტი ვაწარმოოთ
მოსახლეობის ჯანსაღი რძისა და ხორცის პროდუქტებით უწყვეტად უზრუნველყოფისთვის მერძეული და მესაქონლეობის განვითარებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
დღეს ქვეყანაში დარგის ხელშეწყობისთვის გარკვეული სასიკეთო ნაბიჯი იდგმება და ამ საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი დონორ ორგანიზაციებს შეაქვთ.
პროექტი, „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“, რომელსაც საქართველოში ამერიკული ორგანიზაცია „Land O’Lakes Venture37“, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) პარტნიორობით ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) დაფინანსებით ანხორციელებს, უკვე მესამე წელიწადია მიმდინარეობს და კარგი შედეგებიც აქვს.
დღეს ამ პროექტზე, მიღწეულ შედეგებისა და სხვა საინტერესო საკითხებზე, ჟურნალ „ახალი აგრარული საქართველოს“ და ტელეკომპანია საფერავის ერთობლივ გადაცემაში, პროექტის _ „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“, დირექტორის მოადგილე, აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი ლაშა ავალიანი გვესაუბრება.
გადაცემის ავტორი და წამყვანია ჟურნალ „ახალი აგრარული საქართველოს“ რედაქტორი შოთა მაჭარაშვილი.