რა უპირატესობა აქვს ნიადაგის ნულოვან და მინიმალურ დამუშავების მეთოდს
ქვეყანაში მარცვლეული, განსაკუთრებით საშემოდგომო თავთავიანი კულტურებით მოთხოვნილების დაკმაყოფილება ყველა სახელმწიფოს უპირველესი საზრუნავია, განსაკუთრებით, მაშინ თუ ქვეყანას ამის რესურსი საკმარისი აქვს.
ამ საკითხის მოგვარება, რაც შეიძლება მოკლე ვადებში გადასაწყვეტი.
როგორც მეცნიერები და სპეციალისტები ვარაუდობენ, საქართველოში იმის რეალური შესაძლებლობა არსებობს, რომ ჩვენ საკუთარი წარმოების მარცვლეულით 70-80%-ით დავიკმაყოფილოთ მოთხოვნილება. ზოგიერთ სპეციალისტი იმასაც კი ამტკიცებს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების სწორად გამოყენებით, მარტო მარცვლეულით თვითუზრუნველყოფა კი არა, მარცვლეული კულტურების ხარისხიანი სათესლე მასალის საექსპორტო წარმოებაც არის შესაძლებელი.
დღეს მსოფლიოში საშემოდგომო თავთავიანი კულტურები მოსავლიანობა ჰექტარზე 11-13 ტონაც კი აღწევს, საშუალო საჰექტარო მაჩვენებელი 5-6 ტონას აჭარბებს.
ჩვენთან კი ეს მაჩვენებელი 1,5-2 ტონას ვერ აღწევს, რაც უაღრესად დაბალი შედეგია.
ამჟამად ქვეყანაში მიტოვებული და გამოუყენებელია ათასობით ჰექტარი (სავარაუდოდ 300-400 ათას ჰა) სახნავი მიწა, რომლის გაკულტურებით, მაღალმოსავლიანი სელექციური ჯიშების დათესვით და თანამედროვე აგროტექნოლოგიების და ზუსტი მიწათმოქმედების მეთოდების გონივრულად გამოყენებით, სასურველი შედეგის მიღებაა შესაძლებელი.
ნიადაგის დამუშავების და თესვის ნულოვანი (ნო ტილი) და მინიმალური (მინი ტილი) დანერგვა აღმოსავლეთ საქართველოს მშრალი ნიადაგებისთვის, სადაც ჭირს ტენის შენარჩუნება, შეიძლება ერთ-ერთი კარგი გამოსავალიც კი იყოს.
დღეს ტელეკომპანია „საფერავის“ და ჟურნალ „ახალი აგრარული საქართველოს“ ერთობლივ გადაცემაში „მედია ფერმერებისთვის“ სწორედ მიწათმოქმედების ნულოვანი და მინიმალური ტექნოლოგიებზე სასაუბროდ მოვიწვიეთ ტექნიკის მეცნიერების დოქტორი ოთარ ქარჩავა, ვისაც საქართველოში ამ მიმართებით მუშაობის მდიდარი გამოცდილება აქვს.