აგრარული განათლებააგროტექნოლოგიებიდარგებიმებოსტნეობამედია ფერმერებისთვის TV

რატომ უყვითლდება კიტრს ფოთლები, რას იწვევს წყლის სიჭარბე ან ნაკლებობა?

ბოსტანში ფუსფუსი ნამდვილად სასიამოვნოა — შეგიძლია პირდაპირ ბაღიდან მოკრიფო ახალი მწვანილეული, კიტრი, პომიდორი, კომბოსტო და მოამზადო არომატული სალათი, თუმცა, სანამ ამ გემრიელ მოსავალს მიიღებ, შეიძლება ბევრი სირთულე შეგექმნას.
ერთ-ერთი ყველაზე ხშირი პრობლემა, რომელსაც მებოსტნეები აწყდებიან, კიტრის ფოთლების სიყვითლეა.

რატომ უყვითლდება კიტრს ფოთლები?

მიზეზი შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს — სითბური სტრესი, არასწორი მორწყვა, საკვების დეფიციტი ან მავნებლების ზემოქმედება.

რა უნდა გააკეთო ამ შემთხვევაში და როგორ აისახება ეს მოსავალზე? მთავარია, დროულად ამოიცნო პრობლემა და შესაბამისი ზომები მიიღო. მხოლოდ ასე შეძლებ შეინარჩუნო ჯანსაღად მცენარეები და საბოლოოდ გემრიელი ბოსტნეულიც უხვად მიიღო.

почему у огурцов желтые листья

ზოგჯერ კიტრის ფოთლებზე ჩნდება ყავისფერი ლაქები, ფოთლები ხმება და ყვითელი ფერი თანდათან მთელ მცენარეზე ვრცელდება. ასეთ შემთხვევაში მოსავლის მიღება უკვე შეუძლებელი ხდება. ჩნდება კითხვა — ღირს თუ არა ბრძოლა, თუ უბრალოდ უნდა დავნებდეთ და ხელები ჩამოვუშვათ?

პასუხი ერთმნიშვნელოვანი არ არის და ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული: დაავადების გავრცელების მასშტაბზე, სეზონის ეტაპზე და თქვენი რესურსების მოცულობაზე, თუმცა, უმჯობესია ეცადოთ!

დროულად მოქმედება შედეგს ყოველთვის იძლევა, თუ მთელ მოსავალს არა დიდ ნაწილს მაინც გადაარჩენთ.

როდესაც მცენარეს სინათლე არ ჰყოფნის, ხშირად შიდა (ძირთან მდებარე) ფოთლების გაყვითლება ხშირად ბუნებრივი მოვლენაა და სინათლის ნაკლებობითაა განპირობებული. ასეთ შემთხვევაში პანიკის საფუძველი არ არსებობს — უბრალოდ მოაცალეთ მოყვითალო ფოთლები და განაგრძეთ მცენარის სტანდარტული მოვლა. ეს პროცესი მცენარის ჯანმრთელობასა და ზრდის სტიმულირებასაც კი უწყობს ხელს.

почему желтые листья у огурцов

მავნებლები

ობობას ტკიპა — კიტრის მთავარი მტერია

ყველაზე ხშირად კიტრის ფოთლების გაყვითლების მიზეზი ობობას ტკიპაა. ეს მცირე ზომის მავნებელი მცენარიდან წვენს შთანთქავს, რის შედეგადაც ფოთლები იწყებს გაყვითლებას და საბოლოოდ — გამოშრობას. ტკიპა განსაკუთრებით სწრაფად მრავლდება მშრალ და ცხელ ამინდში, რის გამოც პრობლემა მთელ მცენარეზე სწრაფად ვრცელდება.

საბედნიეროდ, ობობას ტკიპასთან შესაძლებელია ბრძოლა. გარდა ქიმიური პრეპარატებისა, არსებობს ხალხური საშუალებებიც, რომლებიც ხშირად ეფექტიანად ამცირებს მავნებლის გავრცელებას. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეთოდია ნივრიანი ან სოდიანი წყლით შეწამვლა. ასევე ეფექტიანია საპნიანი წყლის გამოყენება — ის ფარავს ტკიპებს და აფერხებს მათ განვითარებას.

მთავარია, დაავადების პირველი ნიშნების გამოჩენისთანავე იმოქმედოთ. რაც უფრო ადრე მიიღებთ ზომებს, მით უფრო მეტი შანსია მცენარე გადარჩეს და მოსავალიც არ დაზარალდეს.

желтые листья на огурцах

ტენიანობის სიჭარბე ან ნაკლებობა

კიტრისთვის ტენის ბალანსი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. როგორც ტენიანობის სიჭარბე, ისე მისი დეფიციტი შეიძლება ფოთლების გაყვითლების და სხვა პრობლემების მიზეზად იქცეს.

იდეალურ შემთხვევაში, კიტრის მორწყვა კვირაში ორ-სამჯერაა რეკომენდებული. ზაფხულის ცხელ დღეებში ყოველდღიური მორწყვაც საჭიროა, თუმცა წყლის რაოდენობა უნდა იყოს ზომიერი, რომ ფესვები არ დაიტბოროს.

გაითვალისწინეთ რომ წვიმიანი ამინდიც არ არის კიტრისთვის სასურველი. გადაჭარბებულმა ნესტმა გამოიწვიოს სიდამპლე და მცენარე დაზიანდეს. ამიტომაც მნიშვნელოვანია, მცენარე მორწყეთ რეგულარულად, მაგრამ არა ზედმეტად, და ყოველთვის ყურადღება მიაქციეთ ნიადაგის ტენიანობის დონეს.

чем лечить желтые листья огурцов

სოკოვანი დაავადებები —  ფოთლების გაყვითლების მთავარი მიზეზი

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი, რის გამოც კიტრის ფოთლები ყვითლდება, სოკოვანი დაავადებაა. უმეტეს შემთხვევაში, სწორედ სოკოებს აქვთ დამანგრეველი გავლენა მცენარეზე.

დაავადების პირველივე ნიშნები ხშირად ფოთლების წვერებზე ჩნდება — ეს შეიძლება იყოს ჟანგისფერი ან ყავისფერი ლაქები. დროთა განმავლობაში ფოთლის კიდეები იწყებს გამოშრობას, ფოთოლი მთლიანად გაყვითლდება და გაშრება. რაც უნდა მორწყოთ მცენარე, მდგომარეობა აღარ უმჯობესდება — ფესვთა სისტემა უკვე დაზიანებულია.

ასეთი ტიპის სოკოვანი დაავადებების (როგორიცაა ჭრაქი ან ფესვის სიდამპლე) წინააღმდეგ ბრძოლა დროულ რეაგირებას და პრევენციას საჭიროებს. მნიშვნელოვანი რჩევებია:

  • არ დაასველოთ ფოთლები მორწყვისას — მორწყეთ მხოლოდ ძირიდან;

  • დასნებოვნებული ფოთლები მოაშორეთ და გაიტანეთ ბაღიდან;

  • გამოიყენეთ ანტიფუნგალური (სოკოს საწინააღმდეგო) ბიოპრეპარატები ან ხალხური საშუალებები (მაგ. სოდიანი ან ნაყენი სითხეები).

სოკოვანი დაავადებების პრევენცია გაცილებით ეფექტურია, ვიდრე მკურნალობა, ამიტომ დროული ყურადღება გადამწყვეტ როლს თამაშობს.

га огурцах желтые желтые листья

ფესვების დაზიანება

კიტრის ფოთლების გაყვითლება შესაძლოა გამოწვეული იყოს ფესვების დაზიანებით. ასეთ შემთხვევაში პრობლემა ხშირად მექანიკურია — მაგალითად, გადარგვის ან გამარგვლის დროს ფესვთა სისტემა შესაძლოა დაზიანდეს.

ასეთი შედეგების თავიდან ასაცილებლად:

  • ნერგები დარგეთ ფოთლების პირველი ორი ფაზის პერიოდში — როცა მცენარე უკვე ოდნავ გაძლიერებულია, მაგრამ ფესვები ჯერ კიდევ ადვილად იკიდებს ფეხს.

  • სარეველების ამოღებისას განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ. არ მოაცილოთ ისინი ძირიდან მოქაჩვით — უმჯობესია ფრთხილად მოაჭრათ დანით, მიწის ზედაპირთან ახლოს, რომ კიტრის ფესვები არ დაზიანდეს.

ფესვების დაზიანება მცენარის კვებას არღვევს, რაც პირველ რიგში ფოთლების შეფერილობაზე აისახება. ასეთ დროს მცენარე დიდხანს ვერ გამოჯანმრთელდება და მოსავალიც საგრძნობლად მცირდება.

почему у огурцов желтеют листья

როგორ მოვიქცეთ, როცა კიტრის ფოთლები უყვითლდება?

პირველი და მთავარი რჩევა — ნუ დააყოვნებთ. როცა კიტრის ფოთლები იწყებს გაყვითლებას, აუცილებელია სწრაფად დაადგინოთ მიზეზი და დაიწყოთ მოქმედება.

შეგიძლიათ გამოიყენოთ ქიმიური პრეპარატები და მავნებლებთან ბრძოლა სწრაფად დაიწყოთ, თუმცა აქ ჩნდება შეკითხვა — ეს უსაფრთხოა?
ქიმიური საშუალებები ხშირად ეფექტიანაი, მაგრამ მათი ზემოქმედება ნიადაგზეც ვრცელდება და საბოლოოდ მოსავალში ქიმიკატების დაგროვებას იწვევს. სწორედ ამიტომ ბევრ მებოსტნეს ურჩევნია საშინაო (ბუნებრივი) საშუალებების გამოყენება — ეკოლოგიური, უსაფრთხო და საკმაოდ ეფექტური.

რით ვუშველოთ კიტრის ყვითელ ფოთლებს? — ორი ხალხური რეცეპტი:

1. რძე, იოდი და საპონი

ეს მარტივი, მაგრამ ეფექტური საშუალება ხელს უწყობს სოკოვანი ინფექციების და ზოგიერთი მავნებლის კონტროლს.

10 ლიტრ წყალში აურიეთ:

  • 1 ლიტრი რძე;

  • 30 წვეთი იოდი;

  • 20 გრამი ჩვეულებრივი სარეცხი საპონი (დახეხილი ან გათხელებული).

ამ ხსნარით შეწამლეთ კიტრის ფოთლები ყოველ 10 დღეში ერთხელ. სასურველია შეასხუროთ დილით ან საღამოს, როცა მზე ნაკლებად აქტიურია.

2. ხახვის კანის ნაყენი

ეს ბუნებრივი ნაყენი ებრძვის როგორც მავნებლებს, ისე სოკოვან დაავადებებს.

 აიღეთ:

  • 0.7 კგ ხახვის კანი;

  • დაასხით 10 ლიტრი წყალი;

  • მიიყვანეთ ადუღებამდე, გადმოიღეთ ცეცხლიდან და გააჩერეთ 14 საათის განმავლობაში;

  • გადაწურეთ;

მიღებული კონცენტრატის 1 ლიტრი გააზავეთ 4 ლიტრ წყალში და ამ ხსნარით მორწყეთ თითოეული ძირი.

ეს ბუნებრივი მეთოდები არა მხოლოდ ეფექტიანია, არამედ გეხმარებათ ჯანსაღი და ქიმიკატებისგან თავისუფალი მოსავლის მიღებაში.

почему желтеют огурцы

ხალხური საშუალებები კიტრის ფოთლების სიყვითლის წინააღმდეგ.

3. შავი პური და იოდი
ეს საშუალება კარგად მოქმედებს როგორც სოკოვან დაავადებებზე, ასევე მცენარის იმუნიტეტის გაძლიერებაზე.

როგორ მოვამზადოთ:

  • 10 ლიტრ წყალში დაალბეთ შავი პური (1 ნაჭერი ან დაახლოებით 200 გრ.);

  • დაუმატეთ ერთი ქილა იოდი (დაახლოებით 10 მლ);

  • გააჩერეთ მთელი ღამით;

  • შემდეგ გაწურეთ და მიღებული კონცენტრატის 1 ლიტრი გააზავეთ 10 ლიტრ წყალში;

მორწყეთ ან შეასხურეთ კიტრის ფოთლებს 7 დღეში ერთხელ.

4. კეფირი და შაქარი
ეს ნაზავი ებრძვის სიყვითლეს საწყის ეტაპზე და ხელს უწყობს ფოთლების აღდგენას.

ინგრედიენტები:

  • 10 ლიტრი წყალი

  • 2 ლიტრი კეფირი

  • 1 ჭიქა შაქარი

ყველაფერი კარგად აურიეთ და შეასხურეთ ფოთლებს სიყვითლის პირველივე ნიშნებისთანავე.

კეფირი შეიცავს ბუნებრივ ბაქტერიებს, რომლებიც ხელს უწყობს მცენარის გამძლეობის გაზრდას, ხოლო შაქარი ამ პროცესს აჩქარებს.

ეს ნატურალური ხსნარები არა მხოლოდ ეფექტურია, არამედ სრულიად უსაფრთხოა ადამიანისთვისაც. მათი გამოყენება დაგეხმარებათ მოიპოვოთ ჯანსაღი მოსავალი — ქიმიკატების გარეშე.

желтые листья огурцов

მნიშვნელოვანია რომ ეს ბუნებრივი საშუალებები მხოლოდ პრობლემის გადასაჭრელად კი არა, პროფილაქტიკის მიზნითაც გამოიყენოთ. დ

როული მოქმედება დაგეხმარებათ დაავადების გავცელების თავიდა აცილებაში, მოსავლის შენარჩუნებასა და მცენარის გაჯანსაღებაში.

ბუნებრივი საშუალებები უსაფრთხოა — ისინი არ ახდენს ნეგატიურ გავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე, არ აბინძურებს ნიადაგს.
უბრალოდ იმოქმედეთ მარტივი, პრაქტიკული რჩევების მიხედვით — და შედეგით ნამდვილად ისიამოვნებთ.