მედიასტატიები

რას ნიშნავს სურსათის კალორიულობა?

სურსათის კალორიულობა ანუ ენერგეტიკული ღირებულება ეს არის ენერგიის ის რაოდენობა, რომელიც გამოთავისუფლდება ადამიანის ორგანიზმში კონკრეტული სურსათის მოხმარებისას, მასში შემავალი ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების დაჟანგვის დროს. გამოთავისუფლებული ენერგია ორგანიზმში მიმდინარე სასიცოცხლო პროცესებს ხმარდება.

სურსათის კალორიულობა ანუ ენერგეტიკული ღირებულება ეს არის ენერგიის ის რაოდენობა, რომელიც გამოთავისუფლდება ადამიანის ორგანიზმში კონკრეტული სურსათის მოხმარებისას, მასში შემავალი ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების დაჟანგვის დროს. გამოთავისუფლებული ენერგია ორგანიზმში მიმდინარე სასიცოცხლო პროცესებს ხმარდება.

სურსათის ენერგეტიკული ღირებულება გამოისახება კილოკალორიებში (კკალ) ანდა კილოჯოულებში (კჯ) . დადგენილია, 1 გ ცილის ენერგეტიკული ღირებულებაა 4 კკალ ანუ 16,7 კჯ-ია, 1 გ ცხიმების — 9კკალ ანუ 37,7 კჯ, ხოლო 1 გ ნახშირწყლების — 4 კკალ ანუ 16,7კჯ.

დააკვირდით ნებისმიერი შეფუთული სურსათის ეტიკეტს და შეამჩნევთ, რომ მასზე აღნიშნულია 100 გ სურსათის ენერგეტიკული ღირებულება. თუ თქვენთვის ცნობილია სურსათის ქიმიური შედგენილობა, ანუ 100 გ სურსათში შემავალი ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების შემცველობა, ადვილად შეძლებთ მისი კალორიულობის გამოთვლასაც.

ეს სიდიდე თეორიული სიდიდეა და ითვლება, რომ ორგანიზმის მიერ სრულად მოხდა ამ ნივთიერებების შეთვისება. თუმცა, პრაქტიკაში, ქიმიური ნივთიერებების შეთვისება დამოკიდებულია სურსათის ქიმიურ შედგენილობაზე, ფერზე, გემოზე, სუნზე, ადამიანის შრომის პირობებზე, ასაკზე. ამის გათვალისწინებით, შემოღებულია სურსათის პრაქტიკული შეთვისების სიდიდე, რომელიც ცხოველური წარმოშობის სურსათისათვის 90 — 95% — ია, ხოლო მცენარეულისათვის — 80-85%.

სხვადასხვა კატეგორიის სურსათი განსხვავებული კალორიულობით ხასიათდება. მაგ. 100 გ ცხვრის ხორცის კალორიულობა 300 კკალ-ს შეადგენს, 100 გრ. კარაქის _ 779 კკალ, 100 გრ. ბანანის — 90 კ/კალ, 100 გ საზამთრო — 38 კკალ-ს და ა.შ.

მცენარეული და ცხოველური წარმოშობის სურსათის კვებითი ღირებულება განისაზღვრება მისი შემადგენელი ნივთიერებების შეთვისებისა და კვებითი ღირებულებით. ოპტიმალურად მიჩნეულია ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების თანაფარდობა 1 : 1 : 4.

ადამიანის სადღეღამისო მოთხოვნილება სხვადასხვა ნივთიერებების მიმართ განსხვავებულია. ასე მაგ.ზრდასრული ადამიანის სადღეღამისო მოთხოვნილება ცილაზე 55-120 გ-ს შეადგენს, წყალზე — 2-3 ლიტრს, ცხიმებზე — 60-160 გ-ს. ცხიმებთან ერთად ორგანიზმში ხვდება ცხიმში ხსნადი ვიტამინები (A, D, E და K). საყურადღებოა, რომ რაც უფრო მაღალია ადამიანის ორგანისურ.1.1.2. რა არის სურსათი ზმის ფიზიკური დატვირთვა (მაგ. სპორტსმენები, ფიზიკური შრომა) და კუნთების ინტენსიური მუშაობა, იმდენად მაღალია ნახშირწყლებზე მოთხოვნილება. ადამიანის ორგანიზმს დღე-ღამეში 300-600 გ ნახშირწყლები ესაჭიროება. მინერალური ნივთიერებებისადმი (რკინა, იოდი, კალციუმი, ნატრიუმი, სპილენძი და სხვ.) სადღეღამისო მოთხოვნილება 0,2-25 გ-ს შეადგენს.

საქართველოს კანონმდებლობით, ზრდასრული ადამიანისთვის სურსათის სადღეღამისო გამოყენების რეკომენდებული ნორმა ენერგეტიკული ღირებულებისათვის შეადგენს 2000 კ/კალ-ს.

კვების თანამედროვე თეორიების თანახმად, სწორად შერჩეული სურსათი არა მარტო აკმაყოფილებს ადამიანის სიცოცხლისათვის აუცილებელ ფიზიოლოგიურ მოთხოვნებს, არამედ ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა დაავადებების თავიდან აცილებისა და პროფილაქტიკისათვის.