რაჭის რეგიონში რთველი ოქტომბრის პირველ ნახევარში დაიწყება
„ხვანჭკარის“ ხარისხისა და უნიკალურობის დასაცავად, რაჭაში სპეციალური ღონისძიებები უკვე დაიწყო:
რაჭის რეგიონის შესასვლელებში მოეწყო სპეციალური საკონტროლო პუნქტები, სადაც რეგიონში შემოსული ყველა მანქანა შემოწმდება, რათა არ მოხდეს ყურძნის სხვა მუნიციპალიტეტებიდან შემოტანა.
ყურძნის მიმღებ ყველა პუნქტზე ამპელოგრაფები მონიტორინგს გაუწევენ ჩასაბარებელი ყურძენს, რათა არ მოხდეს სხვა ჯიშების „ხვანჭკარის” სანედლეულო ჯიშებში – მუჯურეთულ/ალექსანდროულში შერევა.
რთველის საკოორდინაციო შტაბი ქალაქ ამბროლაურში გაიხსნება.
ყურძნის მოსავლის დაბინავების პარალელურად, უპირველეს ამოცანად რჩება ქართული ღვინის, რაჭის შემთხვევაში კი, განსაკუთრებით, ღვინის „ხვანჭკარა“ ხარისხის უზურუნველყოფა და უნიკალური თვისებების შენარჩუნება.