რუბრიკებისტატიები

რატომ არის მნიშვნელოვანი ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა

თამამად შეიძლება ითქვას, რომ მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, სასურსათო უსაფრთხოება, როგორც განსაკუთრებული გამოწვევა, საერთაშორისო საზოგადოების წინაში ასე მძაფრად არასდროს დამდგარა.

ინფლაციის ძალიან მაღალი დონე, ფასების უსაშველოდ ზრდა, მხოლოდ ღარიბი ქვეყნების კი არა, მდიდარი ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობისთვისაც დიდი გამოწვევა იქცა.

რუსეთ-უკრაინის ომმა, რომელიც უკვე მეოთხე თვეა გრძელდება, მარტო რეგიონზე კი არა, მსოფლიოზე იქონია გავლენა, დიდი თუ პატარა ქვეყნები, ერთმანეთის მიყოლებით შედიან მძიმე ეკონომიკურ ორომტრიალში, რასაც კიდევ უფრო ამძაფრებს მოსალოდნელი სასურსათო კრიზისი.

სად ვართ ჩვენრა მოსალოდნელი გამოწვევების წინაშე დგას საქართველოარის თუ არა მზად ჩვენი ქვეყანა, სოფლის მეურნეობა უზრუნველყოს მოსახლეობის სასურსათო უსაფრთხოების გადასაწყვეტად აუცილებელი მინიმალური მოთხოვნები?

ამ თემაზე ჩვენ გავხსენით დისკუსია და პირველი წერილიც გამოქვეყნდა. („განვითარების როგორი მოდელი სჭირდება საქართველოს სოფელს და სოფლის მეურნეობას“ აგრ.საქ.№4 (115), გამოხმაურებამაც არ დააყოვნა, რედაქციაში შემოვიდა სტატია, რომელსაც ამავე ნომერში გთავაზობთ. ამავე სტატიას საკმაო გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელებშიც, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ჩვენს მკითხველს, მოსახლეობას ეს საკითხი აინტერესებს, ამიტომ ვფიქრობთ კიდევ უფრო სერიოზულად ჩავუღრმავდეთ თემას.

ამჯერად გოჩა ცოფურაშვილთან (საქართველოს სოფლის მეურნეობის აკადემიის აგროინოვაციების კომისიის თანათავმჯდომარე) გვსურს ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხზე ვისაუბროთ და უფრო საფუძვლიანად განვიხილოთ თემა.

დისკუსია კვლავ ღიაა, მონაწილეობა შეუძლია ყველას, მზად ვართ მოვისმინოთ და გამოვაქვეყნოთ ყოველი საღი აზრი, როგორც ჟურნალახალ აგრარულ საქართველოშიისე ელექტრონულ ჟურნალ agronews.ge-ში. თქვენი მოსაზრება შეგიძლიათ გაგვიზიაროთ ჩვენ ელ. ფოსტაზე agroasca@gmail.com, ჩვენი სოც. ქსელის მეშვეობითhttps://www.facebook.com/AgraruliSakartvelo. 

_ბატონო გოჩა რას გულისხმობს ცნება „სასურსათო უსაფრთხოება“. მისი უზრუნველყოფის თვალსაზრისით რა როლს ასრულებს მთავრობა და საერთოდ რატომ ანიჭებენ ამას ასეთ დიდ მნიშვნელობას, რადგან ამაზე საუბრობს ევროკავშირი, გაერო და თვით ჩრდილოატლანტიკური ალიანსიც კი…

_ სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მთავრობის როლი განუზომლად დიდია. ეს ეკონომიკური მართვის მოდელთან, ან სტრატეგიასთან დაკავშირებული თემა არ არის, რადგან  მოსახლეობის  ღირსეული ყოფა დაკავშირებულია პირველ რიგში მათ სრულფასოვან კვებასთან, რაც ნებისმიერი ქვეყნის მთავრობის ნომერ პირველი ამოცანაა. ის ქვეყნის უსაფრთხოების რანგში განიხილება და ამ საკითხის თვითდინებაზე მიშვება ყოვლად დაუშვებელია.

ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება კლასიკურად ასე განიმარტება: „ქვეყნის უნარი უზრუნველყოს საკუთარი მოსახლეობა საკმარისი და ხელმისაწვდომი სურსათით“.

მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოების კომიტეტის (CFS) განმარტების მიხედვით  უსაფრთხოება დაცულია მაშინ, როდესაც ყოველ ადამიანს აქვს ფიზიკური, სოციალური და ეკონომიკური წვდომა საკმარისი რაოდენობის უვნებელ და ხარისხიან სურსათზე. სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა ამავდროულად მაქსიმალურად სწორად და ეფექტიანად აითვისოს მის ხელთ არსებული აგრარული პოტენციალი.

მეცნიერების მიერ შესწავლილი და დადგენილია, რომ ქვეყანას აქვს პოტენციალი  სურსათით მინიმუმ ცხრა მილიონი ადამიანი უზრუნველყოს.  მხოლოდ საქსტატის ერთი მონაცემიც საკმარისია, დღევანდელი მართვის პოლიტიკის არაეფექტიანობაში დავრწმუნდეთ – „დაუმუშავებელი მიწების რაოდენობის ყოველწლიური ზრდის ტენდენცია შეუჩერებელია“. ეს მიდგომები არ არის ჩემი გემოვნებით ჩამოყალიბებული – ეს მსოფლიო მოთხოვნებია, რომელიც კიდევ უფრო მწვავე გახდა პანდემიის და ომის პირობებში.

თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ჩვენი ქვეყნის დღევანდელი პოლიტიკა ამ მიმართულებით აცდენილია სურათის  სიმძიმის რეალურ აღქმას და შემოიფარგლება შეწუხებული მეხანძრის როლით. მზად ვარ გავხსნათ ამ ნაწილში საჯარო განხილვა-დიალოგი რათა საზოგადოებამ გაიგოს რასთან  გვაქვს საქმე და რამდენად დაცულია მათი კონსტიტუციური უფლებები.

  ა) უნდა აღინიშნოს, რომ საქსტატი დარგში თავის კვლევებს ორი მიმართულებით აჯგუფებს. პირველი სოფლის მეურნეობა, ხოლო მეორე სასურსათო უსაფრთხოება, სადაც  მეტნაკლებად მართებულად შეიძლება ჩავთვალოთ მოცემული ინდიკატორები (მე პირადად კვლევას დავუმატებდი რამდენიმე კომპონენტს) და ამ ციფრებშიც ცალსახად ჩანს ჩვენი უმძიმესი ვითარება, რადგან საყოველთაოდ აღიარებულია, რომ თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი დადგენილი სტანდარტით რეკომენდებულია,  80%-ზე ნაკლები  არ იყოს. ჩვენ კი ლამის ამდენი იმპორტი გვაქვს. გამოცხადებული ნეტოექსპორტიორობა იყო დიდი შეცდომა და მიუხედავად იმისა, რომ პანდემია და ომი გვიბიძგებს გარკვეულწილად შევცვალოთ მიდგომები, მაინც ჯიუტად ვაგრძელებთ ინერციით სვლას. აქვე დავესესხები ერთი ხელმძღვანელის კვაზი მოსაზრებას: _„ გვეშველება დარგში მაშინ, როცა საბაზრო ეკონომიკა შევა სოფელში“. ის მგონი ადამ სმიტის ფარული ხელის იმედადაა და წარმოდგენა არ აქვს, რა ძალისხმევით და როგორი ტიპის მიზნობრივ-მოდელირებული პროგრამებით მოქმედებს მთელი მსოფლიო, რათა მართებულად და ეფექტურად გადაწყვიტოს რეგიონული და აგრარულ პოლიტიკაში არსებული გამოწვევები. თუ ციფრებს გადავხედავთ კვლავ უიმედობა და სასოწარკვეთილება დაგვეუფლება, რადგან  ხორბალში თვითუზრუნველყოფა 2020 წლის მონაცემით  15% გვქონდა, თუმცა ეს კოეფიციენტი 2016 წელს 19% იყო. მატების ნაცვლად, ისედაც დაბალ მონაცემში კლება გვაქვს.

ბოსტნეულით თვითუზრუნველყოფა საქსტატის მიხედვით 2012 წელს _78% იყო,  2020 წელს მატების ნაცვლად გვაქვს კლება _ 63%.

ხორცის თვითუზრუნველყოფის მხრივაც საოცარი ციფრები გვაქვს, ჯერ კიდევ 2006 წელს თვითუზრუნველყოფა _ 73% იყო, ხოლო 2020 წელს, სულ რაღაც _ 49%.

ტენდენცია ნათელია და სამწუხაროდ, ის არა თუ იცვლება, არამედ დღემდე ვერ მოხერხდა ასევე გაბატონებული მიდგომების და მენტალური ფილოსოფიის დამარცხება. (კარგ ტონად ითვლება ამ ნაწილში ლიბერალური მიდგომები და ამას აგრარული საზოგადოება მედგრად იტანს, რაც ყოვლად დაუშვებელია)

  ბ) კიდევ უფრო მძიმე სურათი გვაქვს პროდუქციის ხელმისაწვდომობის და ფასების კონტროლის საკითხში.  როდესაც შენ უმეტესწილად ხარ იმპორტდამოკიდებული, მოემზადე სიურპრიზების და უარყოფითი ტენდენციებისთვის. აი, სტატისტიკაც: სურსათის საშუალო საცალო ფასები 2018 წლის პირველი კვარტალი. ხორბლის ფქვილი _ 179,6;  2022იგივე პერიოდი  _ 323,8  ზრდა; მზესუმზირის ზეთი 2018 წელი _ 395,1, ხოლო 2022 წელს_ 856,5. ძროხის ხორცი 2018 წელი _ 1430,0; 2022 წ. _ 1930,8. იმერული ყველი 2018 წელი _ 929,1; 2022 წელი _1539,7…  არანორმალურად მაღალი ზრდის ტენდენცია თვალსაჩინოა და თუ ჩვენ განვიხილავთ შემოსავლების, ხელფასების და სოციალურ დახმარებათა ზრდის დინამიკას, აშკარად ვიგრძნობთ გაღატაკებისკენ მიდრეკილ ტენდენციას.

გ) უვნებლობის სისტემა, შეიძლება ითქვას, რომ გეგმაზომიერად ვითარდება, მხოლოდ ძალიან დაბალი ტემპით და კონტროლ-მონიტორინგია დაბალი არეალით. ამავდროულად აქ აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ერთმხრივ ვასრულებთ ევროკავშირთან აღებულ ვალდებულებებს კანონმდებლობის დაახლოების და სხვადასხვა წესები-რეგულაციების შემოღების თვალსაზრისით, ოღონდ გვავიწყდება აგრარული საზოგადოების რეალური მდგომარეობა. თუ მიზნობრივად არ დავეხმარეთ ხალხს მალე ისინი საკუთარ ქვეყანაშიც ვეღარ გაყიდიან პროდუქციას. ამიტომ სტრატეგიული პოლიტიკა დარგის სისტემურ-სტრუქტურული განვითარების რეალობასთან სრულ თანხვედრაში უნდა იყოს.

დ) წლების განმავლობაში თავსმოხვეულმა ლიბერალიზზმა საზოგადოებაში მორჩილების და ნიჰილიზმის ავადმყოფური მარცვალი გააჩინა. ვეგუებით უხარისხო, ჯანმრთელობისთვის საშიშ პროდუქტებს ბაზარზე და სოციალურ კალათას ვიღებთ ისეთს, როგორსაც გვთავაზობენ. ეს არ არის ნორმალური ვითარება, ამის შეცვლას პირველ რიგში ხალხის ნება და მოთხოვნა სჭირდება. თუ ჩავუღრმავდებით საკითხს, აღმოვაჩენთ, რომ ძალიან დაბალ დონეზეა ხარისხის კონტროლი, კვებითი ღირებულების საკითხების რეგულირება მხოლოდ ეტიკეტირებით არ არის საკმარისი და ჩამოსაყალიბებელია სახელმწიფოს მხრიდან მდგრადი, მწყობრი სისტემა, რომელიც გასაგები და გასათვალისწინებელი იქნება ფართო მასებისთვის. დარღვეულია  სოციალური კალათის შედგენის შინაარსი და საკვებ ელემენტთა მოცულობის დაანგარიშების პრინციპი.

მოკლე შეფასებით მდგომარეობა უდავოდ ყურადსაღებია, მე ვიტყოდი საგანგაშოც იმის გათვალისწინებით, რომ პასუხისმგებელი პირები არაადეკვატურად აფასებენ ვითარებას და სურთ აქცენტები სხვა მიმართულებით გადაიტანონ. ცდილობენ ნეტოექსპორტიორი ქვეყნის იმიჯის გამართლებას, ეძებენ ექსპორტ-იმპორტში სასურველ ტენდენციებს, რაც ვერ ამსუბუქებს ვითარებას სასურსათო უსაფრთხოების თვალსაზრსით.

_ ძალზე საინტერესოა ქვეყანაში მარცვლეულის იმპორტის, წარმოების მდგომარეობის შეფასება და პერსპექტიული განვითარების პროგნოზირება.

_ ხორბლის წარმოების საკითხი უდიდესი თემაა და ვფიქრობ  ცალკე განსახილველია და აქ საუბარი უნდა შეეხოს არა მხოლოდ ჯიშების და ალტერნატიული მოვლა-მოყვანის პრინციპებს, არამედ წინა პლანზე უნდა გადმოვიდეს ეკონომიკური ოპტიმიზაციის და რენტაბელობის, ასევე ხარისხის გაუმჯობესების და ინოვაციური ტექნოლოგიების საკითხი.

_ ბატონო გოჩა, წლებია ქვეყანაში სასურსათო უსაფრთხოების დაცვის, მიზნით იქმნება სტრატეგიები, გეგმები, სახელმწიფო პროგრამები, ვინმე თვალს ადევნებს, აკონტროლებს ამ მიზნების შესრულებას, მის ეფექტიანობას, არსებობს ამ მხრივ სახელმწიფო, საზოგადოებრივი კონტროლის რაიმე მექანიზმი?

_ ვთვლი უმნიშვნელოვანეს საკითხად დღეს 2015-2020 წლის სტრატეგიის შესრულების ანალიზს. არაფერს ახალს არ მოვიგონებთ. პირადად ჩემს მიერ შედგენილ სამოქმედო გეგმის  შესრულების ანგარიშს და უწყებრივ-თემატურ  მოქმედებათა შეფასების სრულფასოვან ანალიზს, რომელსაც  განვსაზღვრავთ შესაბამისი კრიტერიუმებით და შესატყვისი ინდიკატორებით. დარგში ვითარების დადგენის ახალ ინოვაციურ მეთოდს შემოგთავაზებთ, სადაც  სტატისტიკური ციფრების ჟონგლიორობას შეცვლის სისტემურ-სტრუქტურული და ტექნიკურ-ეკონომიკური საკითხების გააზრება-შეფასების თანამედროვე მიდგომა.

მოამზადა

 შოთა მაჭარაშვილმა

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“  №5 (116)