აგროტექნოლოგიებიმექანიზაციარუბრიკები

აგროკოპტერები  და მდგრადი  სამთო მიწათმოქმედება.

  ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი გარემოთი და საჯარო სივრცით. ყველას აქვს უფლება დროულად მიიღოს სრული ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ. ყველას აქვს უფლება ზრუნავდეს გარემოს დაცვაზე. გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის უფლება უზრუნველყოფილია კანონით. 

(საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 29)

მდგრადი განვითარება — საზოგადოების განვითარების ისეთი სისტემაა, რომელიც საზოგადოების ეკონომიკური განვითარებისა და გარემოს დაცვის ინტერესების გათვალისწინებით უზრუნველყოფს ადამიანის კეთილდღეობას, ცხოვრების დონის ხარისხის ზრდას და მომავალი თაობების უფლებას ისარგებლონ შექცევადი რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილებებისაგან მაქსიმალურად დაცული ბუნებრივი რესურსებითა და გარემოთი.

მდგრადი განვითარება მოიცავს ეკონომიკურ, სოციალურ და ეკოლოგიურ ასპექტებს (სურათი 1). მიიჩნევა, რომ განვითარება უნდა იყოს ეკონომიკურად ხელსაყრელი, სოციალურად სამართლიანი და გარემოსთვის დამზოგავი.

აგრკოპტერეი 11111111111111111111111111111

სურათი 1: მდგრადი განვითარების ასპექტები

გარემოს დაცვა გულისხმობს ყველა იმ ღონისძიებას, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის და ბუნების სასიცოცხლო საფუძვლების მთლიანობაში შენარჩუნებას და გარემოს არსებული დაზიანებების აღმოფხვრას. აქ წინა პლანზე დგას ადამიანის მიერ გამოწვეული ზიანის შეზღუდვა და გარემოზე ზემოქმედება.

   ნიადაგი   პირდაპირი  თუ  არაპირდაპირი გზით  უზრუნველყოფს  ადამიანის  თითქმის  ყველა  საჭიროებას  საკვებზე, ტანსაცმელზე, თავშესაფარსა  თუ  სიცოცხლისათვის  აუცილებელ  სხვა  მოთხოვნილებაზე.

იგი ლითოსფეროს  ზედა  ფხვიერი  ფენაა, რომელიც  ხასიათდება  ნაყოფიერებით-მოსავლის ფორმირების  უნარით.

ევროკომისიის  უდაბნოების  მსოფლიო  ატლასის  თანახმად   დედამიწის  მიწის  „ფართობის 75 პროცენტზე  მეტი  უკვე  დეგრადირებულია (სურათი 2).   ეს იმას ნიშნავს, რომ  ნიადაგი  კარგავს  მისი ნაყოფიერების უმნიშვნელოვანეს მაჩვენებელს   ჰუმუსს  – ადრე  დაგროვებულ  ორგანულ  ნივთიერებებს.   ჰუმუსის დაკარგვა კი  ლოგიკურად იწვევს  ნიადაგის ნაყოფიერების  კლებას 55-65%-ით, შესაბამისად   მოსავლის ფორმირების უნარის დაქვეითებას,  მისი  ეკონომიკური  ღირებულების  შემცირებას და საწარმოო მიწების ბრუნვიდან გამოსვლას.

აგროკოპტერი 2222222222222222222

სურათი: 2. ნიადაგის დეგრადაციის სახეები.

 ექსპერტები ვარაუდობენ, რომ  2050 წლისთვის  ეს  მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება და მიაღწევს 90%-ს .   ეს კი  სერიოზულ საფრთხეს უქმნის გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას  და გლობალური მდგრადი განვითარების  მიზნების,  განსაკუთრებით მეორე მიზნის ,,არავის შიოდეს“ (სურათი 3)  შესრულებას.

აგროკოპტერი 3333333333333333333333333333

სურათი: 3. მდგრადობის  გლობალური მიზანი ,,არავის შიოდეს.

დეგრადაციის სახეების მიხედვით  დღეისათვის გაბატონებულია წყლისმიერი ეროზია – 56%, ქარისმიერი – 28%, ქიმიური დეგრადაცია – 12 % და ფიზიკური დეგადაცია – 4%.

ამგვარად აშკარად ჩანს, რომ ნიადაგის დეგრადაციის სახეებიდან  ყველაზე მეტი წილი  მოდის   წყლის მიერ და ქარისმიერ ეროზიაზე რომელიც ჯამში   84 %-ის ტოლია. რაც შეეხება ქიმიურ და ფიზიკურ დეგრადაციებს,  ისინი  უმეტესად  ადამიანის  ზემოქმედებით არიან გამოწვეულები,  კერძოდ   ნიადაგზე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის  და შხამ ქიმიკატების შეტანის ზემოქმედებით, თუმცა ეს პროცები სერიოზულ გავლენას ახდენენ  კერძოდ – აძლიერებენ ბუნებრივი ფაქტორებით  გამოწვეულ  ქარისმიერ და წყლისმიერ ეროზიებსაც.

ნიადაგის დაცვის პრობლემა დიდ მნიშვნელობას იძენს მცირემიწიანი საქართველოსთვის, სადაც ეროზიული პროცესების, ნიადაგის გაჭუჭყიანებისა და დანაგვიანების, მეორადი დაჭაობების და დამლაშების, სასარგებლო წიაღისეულისა და საშენი მასალების ღია წესით მოპოვების, ადამიანის არასწორი სამეურნეო მოქმედების შედეგად დიდია ნიადაგის დანაკარგები.

,,ნიადაგის დაცვის შესახებ’’  საქართველოს კანონის შესაბამისად   ნიადაგის დაცვა სახელმწიფოებრივი პრობლემაა, რადგან საქართველოში გავრცელებული ყველა ტიპის ნიადაგის, მათ შორის მწირი, მლაშე, დაჭაობებული, ბიცობი, მჟავე და ძლიერ დატენიანებული ნიადაგების სწორი და რაციონალური გამოყენება საქართველოს სოფლის მეურნეობისა და საერთოდ ეკონომიკის დინამიკური განვითარების მთავარი რეზერვია.

ამასთან უნდა ღინიშნოს, რომ  საქართველო მთიანი ქვეყანაა  (სურათი 4), აქ დაბლობებს უკავია მთელი ტერიტორიის 13%, მთისპირა ფერდომ     ბებს 33%, ხოლო მთებს 51%. იგი

ხასიათდება ბუნებრივი, სამეურნეო პირობების დიდი მრავალფეროვნებით  და  მკვეთრად გამოხატული ვერტიკალური ზონალობით (სურათი 4) ,  აქ ტერიტორიების სიმაღლე  ზღვის დონიდან შემდეგნაირად სახეს ღებულობს:

500 მდე მდებარეობს მთელი ტერიტორიის 26.7%;

 500-დან 1000 მდე 21,7%;

1000 დან 1500 მდე 19,1%; 

1500 დან 3000 დე 31,5%; 

3000-ზე ზევით კი  1,5%.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ  საქართველოში  სულ ეროზირებულია სახნავების 30%, ამასთან ყველაზე მეტად ეროზირებულია სახნავი მთიან რეგიონებში.   აღმოსავლეთ საქართველოში ეს სიდიდე 29 %-ია. კერძოდ  ძლიერ არის ეროზირებული ნიადაგები ადიგენის (72%), გურჯაანის (69%), ბორჯომის (64%), დუშეთის (54%), ახალციხის (54%). დმანისის (53%) რაიონებში და სამაჩაბლოში (71%).  ნაკლებად ეროზირებულია სახნავი ფართობები  ლაგოდეხის (2%), ყვარლის (6%), დედოფლისწყაროს (8%), ნინოწმინდას (12%) რაიონებში, ანუ დაბლობ რეგიონებში. დასავლეთ საქართველოში ეროზირებულია სახნავების 33%. ყველაზე მძიმე მდგომარეობა აღინიშნება ქ. ჭიათურის ზონაში (96%), ჩოხატაური (94%), მესტიის (89%), ამბროლაურის (81%), ხარაგოულის (79%) რაიონებში და აჭარის მთიანეთში

აგროკოპტერი 44444444444444444444

სურათი: 4. მაღალმთიანი დასახლებების სიმაღლეები  (მეტრი) ზღვის დონიდან  

  მთიან რეგიონებში უმეტესად არსებობენ დიდი ქანობის, რთული კონფიგურაციისა და  მცირე კონტურიანი ნაკვეთები,  რომლებიც განსაკუთრებით  მაღალი მოწყვლადობით ხასიათდებიან.        მაღალმთიან დასახლებებში ვითარდება ქვეყანაში დაფიქსირებული მეწყრული მოვლენების ორი მესამედი, ხოლო ისეთი კატასტროფული პროცესები, როგორიცაა ღვარცოფები, თოვლის ზვავები, კლდეზვავები, მყინვარების ჩამოქცევა და მათგან ტრანსფორმირებული გლაციალური ღვარცოფები, მთლიანად მთებისათვის დამახასიათებელი მოვლენებია. საშიში გეოლოგიური პროცესების განვითარებარეაქტივაციის და ახალი კერების ჩასახვა-განვითარების საშიშროების რისკის მიხედვით, მაღალმთიან დასახლებების ნაწილი მიეკუთვნება საშუალო და მაღალ კატეგორიას. პრაქტიკულად ყველა მაღალმთიანი დასახლება, ამა თუ იმ ხარისხით, არის მოქცეული სტიქიური გეოლოგიური პროცესების საშიშროების ზონაში. მაღალმთიან დასახლებებში დაფიქსირდა ამინდთან, კლიმატთან და წყალთან დაკავშირებული ბუნებრივი სტიქიური მოვლენების მნიშვნელოვანი გააქტიურება, რომლის ერთ-ერთი გამომწვევი ფაქტორია კლიმატის გლობალური ცვლილებებით5 გამოწვეული გახშირებული უხვი ნალექები.

ბუნებრივი კატასტროფების მხრივ ყველაზე მოწყვლადი არიან აღმოსავლეთ კავკასიონი და აჭარის მთიანეთი. თუ აჭარის მთიანეთში ძირითადად მეწყერს აქვს ადგილი, აღმოსავლეთ კავკასიონი ხასიათდება მეწყერებით და გვალვებით. მთათაშორისი ბარის მაღალმთიანი დასახლებები მოწყვლადი არიან წყალდიდობების მხრივ

ამ რეგიონებში საკუთრებაში არსებული  სასოფლო-სამეურნეო   მიწის ფართობი  ერთ საოჯახო მეურნეობაზე საშუალოდ არ აღემატება 1 ჰა-ს. მეურნეობების სამ-მეოთხედზე მეტს (77,1%) სარგებლობაში აქვს 1 ჰა-ზე ნაკლები სასოფლო-სამეურნეო მიწა და მათზე სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების 21,5% მოდის .

პრობლემას ამწვავებს ისიც, რომ საოჯახო მეურნეობების მფლობელობაში არსებული საშუალოდ 1  ჰექტარი მიწა დანაწევრებულია და საშუალოდ წარმოდგენილია 2-3 ნაკვეთად .

რთული რელიეფური პირობების გამო დაუმუშავებელი სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მაჩვენებელიც განსხვავებულია სხვადასხვა რეგიონის მაღალმთიან დასახლებებში. დაუმუშავებელი სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ხვედრითი წილი განსაკუთრებით მაღალია აჭარასა (60%) და გურიაში (76%), მათ მოსდევთ იმერეთი (52%), შემდეგ კახეთი (41%) და მცხეთა-მთიანეთი (36%), ქვემო და შიდა ქართლის მაღალმთიან დასახლებებში. შეიძლება ითქვას, რომ დაუმუშავებელი სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ხვედრითი წილი შედარებით მცირეა და საშუალოდ 19%-ს შეადგენს. ~

აღნიშნული განსხვავებები განაპირობებს სოფლის მეურნეობის საწარმოო მიმართულებებისა და საწარმოო საშუალებებზე არსებული მოთხოვნილებებისა და საჭიროებების სპეციფიკურობას. კერძოდ, იმ არეალებში, სადაც სახეზეა რელიეფის სირთულის გამო დაუმუშავებელი სასოფლო-სამეურნეო ფართობების სიჭარბე (აჭარა-გურია, მთიანი იმერეთი, აღმოსავლეთ კავკასიონის ისტორიული მხარეები – ხევსურეთი, თუშეთი, ფშავი, ხევი, მთიულეთ-გუდამაყარი და ა.შ.) მიწის საკულტივაციო სამუშაოების მექანიზაციის უზრუნველსაყოფად საჭიროა მცირე მექანიზაციის საშუალებების უზრუნველყოფა, რაც ამჟამად დეფიციტს წარმოადგენს.

ამასანავე, როგორც პრაქტიკამ დაამტკიცა  ასეთ ტერიტორიებზე  ხშირად  რთულად ხელმისაწვდომია  ან საერთოდ შეუძლებელია სოფლის მეურნეობის მცირე  ტექნიკის გამოყენებაც  კი.  ამ დროს  ფერმერს უწევს,  ხელით მუშაობა, რაც ადამიანურ რესურსის გამოყენებას, სამუშაო დროს, შესაბამისად პროდუქციის თვითღირებულებას ზრდის. მარტივად რომ ვთქვათ, იზრდება ხარჯი , რაც  ამცირებს შრომის ნაყოფიერებას, ამასთან ხშირ შემთხვევაში  არსებობს მეწარმის ჯანმრთელობის დაზიანების საფრთხეც.

მთიან რეგიონში  არსებულ ვენახში (სურათი 5), რომლის ნაკვეთშიც   ნალექის შედეგად  მიწა ტენიანია,  ტრაქტორით მოძრაობა მასზე  ისეთ  უარყოფით  მოვლენებს იწვევს, როგორებიცაა, ნაღარების წარმოქმნა, ზედაპირის   დატკეპნა,   გუთნის  ქუსლი, გამკვრივებები აქტიურ ფენებში, ეროზიები. ყოველივე ეს საბოლოოდ   უკვე იმოქმედებს მოსავლიანობის, ბიომრავალფეროვნების შემცირებაზე, ეკოლოგიაზე  და   წარმოების მდგრადობაზე.

არის  მეორე  ვარიანტიც,  ადამიანური რესურსი გამოვიყენოთ  და  ხელის შესაწამლი აპარატებით  დავამუშაოთ ჩვენი ვენახი.  ამ მეთოდის გამოყენებით გვექნება პირდაპირი კავშირი პესტიციდთან და დაგვჭირდება შესაბამისი აღჭურვილობა თავის დასაცავად.

ამ დროს  არსებობს საფრთხე, რომ ჩვენ ჩვენს ჯამრთელობას  თავად მივაყენოთ ზიანი პესტიციდებით.

ისიც უნდა გავითვალიწინოთ, რომ მაღალმთიანი რეგიონის მდინარის ხეობები  შეგვიძლია განვიხილოთ ბუნებრივ აეროდინამიურ მილებად, სადაც ქარი ქაოსურად მოძრაობს და საფთხეში არა მარტო ჩვენ თავს,  არამედ ჩვენ ირგვლივ მყოფებსაც (ადამიანები, გრუნტის წყლები, ფლორა, ფაუნა, ბიომრავალფეროვნება, გარემო) ჩავაგდებთ საფრთხეში. ამასთან  პესტიციდების ხელით გადატანაში, მუშაობისას  ჩვენ დავხარჯავთ ყველაზე მნიშვნელოვან რესურსს-დროს.

ევროპის მთიან რეგიონში, განსაკუთრებით ალპებში,    ბოლო რამოდენიმე წელია რაც მკვლევარებმა და მეწარმეებმა    დანერგეს თანამედროვე კლიმატგონივრული, მეგობრული  ტექნოლოგია – ორგანული მცენარეთა დაცვის საშუალებებისა და   აგროდრონების გამოყენება  სამთო მევენახეობაში .

აგრო დრონს აქტიურად იყენებენ   გერმანიაში, საფრანგეთში, ჩრდილოეთ იტალიაში, ავსტრიაში, პორტუგალიაში, ჩილეში, ესპანეთში, შვეიცარიაში, ავსტრალიაში და ა.შ. მასალები ამ მიმართულემით  საკმაოდ ბევრია.

მაღალ მთიან რეგიონებში  გერმანელ სპეციალისტთა მტკიცებით აგროდრონები 95%-მდე ამცირებენ პესტიციდების გამოყენებას არამიზნობრივ ადგილებში და ასევე ზოგავენ  გამოყენებული მცენარეთა დაცვის საშუალებების  რაოდენობას.

თუ სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში  ჩვენ  ტრაქტორით მუშაობისას  ერთ ჰექტარზე,  გვჭირდება 180-220  ლიტრი დიზელი,   ელექტრო დრონის გამოყენებისას  დაგვჭირდება აკუმლატორის დატენვა .

ასევე აგროდრონებს იყენებენ არამხოლოდ შესაწამლად,  არამედ მულტისპექტრული ანალიზის საფუძველზე  ინფორმაცის მოსაპოვებლად ნიადაგის ნაყოფიერების, ტენიანობის  შესახებ   (სურათი 7).  ასევე იყენებენ  იმის დასადგენაც, თუ რომელი მტევანია დაავადებული, ადდგენენ  ვენახში მავნებლების  გავრცელების დონეს, რომელ მცენარეს აკლია მზის შუქი, რომელ  მცენარეს  აკლია წყალი,საკვები,  აკონტროლებენ განხორციელებული სამუშაოების ეფექტურობას, ახდენენ  მოსავლის  პროგნოზს და ა.შ.

მთავარი აგროკოპტერი

სურათი: 6.  ნიადაგის და  ვენახის კონტროლი მულტისპექტრული ანალიზის საფუძველზე

ამ ინფორმაცის მოპოვების შემდეგ დროულად ხდება რეაგირება და ვენახისთვის  დროული დახმარების გაწევა, რაც საბოლოოდ ჩვენ მოსავალზე იმოქმედებს, ესპანელების განცხადებით დრონების გამოყენების შემდეგ მოსავლიანობა 10-15% გაიზარდა.

დრონის გამოყენებით ჩვენ არა მარტო ადამიანური რესურსსების გამოყენებას, არამედ ჩვენი ფინანსების ჭარბად გადინებასაც შევამცირებთ.

ყოველივე ეს ამაღლებს რენტაბელობას,  საბაზრო კონკურეენტუნარიანობას   და მის  სწრაფად, ეფექტურად გაყიდვასაც უწყობს ხელს.

დრონის ყველაზე დიდი პლიუსი ის არის, რომ იგი  ელექტრო ენერგიაზე მუშაობს, ხოლო მაღალ მთიან რეგიონებში დაბლობთან განსხვავებით ელექტრო ენერგია გაცილებით უფრო იაფიაცაა,  ვინაიდან კანონის შესაბამისად მაღალმტიანი რეგიონების მეწარმეები კანონის შესაბამისად შეღავათებით სარგებლობენ.  მათ შორისაა  შეღავათები ელექტრო ენერგიის ტარიფებზე და საგადასახადო რეჟიმებზე.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ  დღევანდელ ბაზარზე  ნავთობის, საბურავების, სათადარიგო ნაწილების,  ტრაქტორის სარემონტო  და ა.შ. ხარჯები   არაპროგნოზირებადია. ასევე ისიც, რომ აგრო დრონისთვის არ არსებობს მიუვალი ადგილები – ის ყველგან, ექსტრემალურ პირობებშიც  კი მიფრინდება და    დაამუშავებს. დრონს შეუძლია 1 საათში 10-15  ჰექტარი (ზოგჯერ მეტიც)  შეწამლოს, რაც ამცირებს  პროდუქციის  წარმოების ხარჯს. აგროდრონების – აგროკოპტერების შესწავლამ კარგი  შედეგები აჩვენეს საქართველოშიც  (სურათი 7).

აგროკოპტ 5555555555555555555

სურათი: 7. აგროკოპტერის გამოცდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ცენტრში  SRCA (31 მაისი, 2019 )

ცხადია, რომ თუ  ორგანულ ვენახში   ბიოწარმოების წესების შესაბამისად დავიცავთ ორგანული წარმოების პრინციპებს, მაშინ ამ ვენახს თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ ორგანული ვაზი, ორგანული ყურძენი, ორგანული ღვინო, და ა.შ.   ეს  გაადვილებს წარმოებული პროდუქციის  სერტიფიცირებას,  გაზრდის  პროდუქცის  გასაყიდ ფასს, კონკურენტუნარიანობას, რენტაბელობას, მოგებას   და  უზრუნველყოფს მდგრად წარმოებას.

                      

ნოე ხოზრევანიძე _ სტუ-ს მდგრადი განვითარების ფაკულტეტის დეკანი პროფესორი;

კობა კობალაძე _  სტუ-ს მთიანი რეგიონების ორგანული ფერმერული სისტემების მართვის პროგრამის ხელმძღვანელი. პროფესორი;

ალექსანდრე დადუნაძე _ მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი

                                                                                                            

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“  №5 (116)