აგრარული განათლებადარგებიმებოსტნეობა

რეჰანის მოვლა-მოყვანა ღია გრუნტზე და სათბურში

რეჰანი (ლათ. Ocimum basilicum) ხასათდება საუცხოო არომატით და შეუდარებელი გემური თვი სებებით. მასში დიდი რაოდენობითაა ვიტამინები, სხვადსხვა მინერალური მარილები, მთრიმლავი ნივთიერებები, შაქარი. მას აქვს დეზინფექციის უნარი, ამის გამო იყენებენ ანთებითი პროცესები სა და ვირუსული ინფექციის წინააღმდეგ საბრძოლველად. თუმცა გადამეტებულმა გამოყენებამ შეიძლება გაგვიუარესოს მხედველობა და დაგვირღვიოს კუჭის მუშაობის ნორმალური პროცესი. მედიცინაში, ამ კულტურას, ძალიან ფართე და მრავალმხრივი გამოყენება აქვს. ამის გარდა, რეჰა ნის ეთერზეთები ფართედ მოიხმარება პარფიუმერიაშიც. სხვა მცენარეებთან ერთად წარმოებისას რეჰანის ეთერზეთები აფრთხობს სხვადასხვა მავნე მწერებსა და ტკიპებს. თუმცა ყველაზე ფართო გამოყენება მან კულინარიაში ჰპოვა. რეჰანის უამრავი ჯიშებია და ფორმებია რომელთა შეფერი ლობა მერყეობს მწვანედან მეწამულ იისფერამდე. ისინი აგრეთვე განსხვავდებიან არაჩვეულებ რივი არომატის მრავალფეროვნებითაც. დღეისათვის წარმოებაში ძირითადად გამოყენებულია ჰიბრიდები, რომლებიც მაღალმოსავლიანობასთან ერთად ზემოთ ჩამოთვლილ დადებითი მახა სიათებლების სიუხვითაც ხასიათდება.

რეჰანი ერთწლიანი სითბოსა და სინათლის მოყვარული მცენარეა. იგი უპირატესად იწარმოება ჩითილების გამოყვანით. ამასთან ერთად ხასიათდება მეტისმეტად ნაზი აღმონაცენით, გარდა ამისა ფესვთა სისტემა ზედაპირული და სუსტად განვითარებული აქვს. ყოველივე ეს კი მისი მოვლა-მოყვანის თავისებურებებს განაპირობებს.

თესლის გაღივება იწყება 10°C-ზე, განვითარების ოპტიმალური ტემპერატურა 22-28°C-ია, 15°C-ის ქვემოთ ცუდად იზრდება, ხოლო თუ 5°C-ის ქვემოთ დიდი ხნით დაეცა მცენარე იღუპება.

რეჰანი განსაკუთრებით დიდ მოთხოვნას უყენებს ნიადაგობრივ პირობებს და მოითხოვს სტრუქტურულ და ნაყოფიერ სუბსტრატს, ამიტომ უპრიანია მისი წარმოება ბაზოებზე. რომელიც ყოველწლიურად შეიცვლება. ჭარბტენიან ზონებში მის საწარმოებლად დიდი მნიშვნელობა ნიადაგში დრენაჟის სწორედ მოწყობას ენიჭება, რისთვისაც სათბურისთვის განკუთვნილ გრუნტი უნდა მოსწორდეს და ზემოდან დაეყაროს ხრეში (უმჯობესია ცეოლტის ქანის ნამტვრევები) 12-15 სმ-ზე, კარგად მოიტკეპნოს. შემდეგ თხლად მოეყაროს თიხა და კვლავ გულდასმით დაიტკეპნოს რათა ზედაპირი მთლიანად მოსწორდეს. დრენაჟის ფენას აუცილებელია ჰქონდეს დახრილობა, ყოველ გრძივ მეტრზე 1-1.5 სმ მაინც.

სათბურისათვის მომზადებული ნიადაგის ნარევი უნდა გარკვეულ მოთხოვნებს აკმაყოფილებდეს, კერძოდ კი მას უნდა ჰქონდეს მაღალი ფორიანობა (65-75%), ხოლო ნიადაგის ტენტევადობა 45-50%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს, ჰაერტევადობა კი 20-25%-ს უნდა უდრიდეს. ამისათვის ნიადაგის ნარევის დაახლოებით 35-40%-ს უნდა შეადგენდეს ქვებისა და ფესვებისაგან გაწმენდილი შედარებით მსუბუქი (სილნარი ან ქვიშნარი) ტყის მდელოს ყამირი ნიადაგი, მას უნდა შევურიოთ 30-35% ტორფი ან ცეოლიტის წვრილი ფრაქცია ანდა აგროპერლიტი (უკიდურეს შემთხვევაში კი მდინარის სილა) და 25-35% კარგად გადამწვარი ნაკელი (ნეშომპალა). ნარევში სილის ანდა ცეოლიტის გამოყენების შემთხვევაში მისი ტენტევადობა კლებულობს, რის გამოც საჭირო ხდება ნარგაობის ხშირი და მცირე ნორმებით რწყვა.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ ნაკელის და აგრეთვე ჩვეულებრივი ნიადაგის გამოყენების შემთხვევაში მოსალოდნელია სათბურში გაშენებული მცენარების ფესვის სიდამპლეებით დაავადება, რადგან მისი გამომწვევი სოკო ორგანიზმები, როგორც წესი ნიადაგში არსებულ ორგანულ ნარჩენებზე სახლობენ, რაც ასე უხვადაა ნაკელს, ყამირსა და განსაკუთრებით კი ბოსტნისა თუ სხვა სასოფლო სამეურნეო მიწებში.

სათბურის მოსწორებულ ზედაპირზე დაიყრება ბაზოებად ნიადაგის ნარევი, 25-30 სმ სიმაღლეზე, რომლის სიგანეც დაახლოებით 30სმ იქნება. ბაზოებს შორის მანძილი (გასავლელი) კი 50-60 სმ-ს უნდა შეადგენდეს. ხშირ შემთხვევაში უპრიანია სათბურში არა ბაზოებად არამედ განიერი კვლების მოწყობა. ამ დროს, წინასწარ ზემოთ აღწერილი მეთოდით მომზადებული გრუნტი დაიყრება 1.2 სმ სიგანის კვლებად, რომელზედაც დაირგვება რეჰანის ჩითილები 15-20X30-40სმ კვების არით. უკიდურეს შემთხვევაში შესაძლებელია ჩითილის გრუნტში პიდაპირ დარგვაც. თუმცა მაშინ საჭიროა ჩითილების დარგვამდე ნიადაგი გადამწვარი ნაკელით გავანოყიეროთ (4კგ/მ²-ზე). ამ კულტურისათვის ოპტიმალურია ნეიტრალური ნიადაგები, მაშინ როდესაც pH 6-დან 7-მდეა. გადარგვიდან ორ კვირაში ჩვეულებრივ ახდენენ მის გამოკვებას შარდოვანას წყალხსნარით (10გ შარდოვანა/10ლ წყალში) ანდა ქათმის სკორეთი 1:15-თან განზავები​თ​.

ამ პერიოდში განსაკუთრებით დიდი დაკვირვება ფესვის სიდამპლეებზე კონტროლს სჭირდება, რადგან ზემოთ მოყვანილი ეკოლოგიური სტანდარტების დარღვევა, პირველ რიგში, ფესვის ფუზარიოზული სიდამპლის გავრცელებაში აისახება. ამ დავადებათა საწინააღმდეგოდ კი აუცილებელია სათბურში არსებული სუბსტრატი ანუ ბაზოები, ან კვლები დამუშავდეს ანტაგონისტი სოკოს ტრიქოდერმინის პრეპარატით. ამ პრეპარატს, დღეისათვის ჩვენში უშვებს ფირმა „ბიოაგრო“ „აგროკატენას“ სახელწოდებით, რომელიც უნდა მოსხურდეს ყოველ 1000მ² ფართობზე 2ლ რაოდენობით. ხოლო ჩითილები კი უნდა მოირწყას ამ პრეპარატის 2%-იანი სამუშაო ნაზავით. აუცილებელია ვიცოდეთ, რომ პრეპარატის ეფექტურობა მასში არსებული ანტაგონისტი სოკოს შტამის ხარისხზეა დამოკიდებული. იმ შემთხვევაში თუ სიდამპლის გამომწვევი დაავადებები მაინც გამოჩნდა უმჯობესია მივმართოთ ნიადაგის ქიმიურ ფუნგიციდებს (აპრონ XL, პრევიკური, როვრალი და ა.შ.).

რეჰანის საწარმოებლად სათბურში უმჯობესია ჩითილების მიღებით, რისთვისაც მისი თესლი ითესება საჩითილე ყუთებში/კასეტებში ანდა ცალკე დანარჩენი ნაკვეთიდან გამოყოფილ და იზოლირებულ საჩითილეში, თესლის ხარჯვის ნორმაა 1-2გრ თესლი 1მ²-ზე. ნიადაგში თესლის თანაბრად განაწილების მიზნით შეიძლება იგი მშრალ სილაში აურიოთ და ისე მოვაბნიოთ ზედაპირზე, რომელიც შემდეგ ფოცხით ზერელედ უნდა ჩავაკეთოთ დაახლოებით 1სმ სიღრმეზე. ნორმალური გათბობის პირობებში 10-15 დღეში გამოჩნდება პირველი აღმონაცენები.

2-3 ნამდვილი ფოთლის ფაზაში ახდენენ მათ პიკირებას ერთმანეთისაგან 5სმ-ს დაშორებით. ხოლო გრუნტში გადარგვას კი მცენარეებს შორის 15-20 სმ-სა და რიგებს შორის კი 30-40-ს მანძილზე ახდენენ, მაშინ როდესაც მცენარე 40-50 დღის ასაკს მიაღწევს. მაღალი მოსავლის მისაღებად აუცილებელია, ყველა რიგში გაკეთდეს წვეთოვანი სისტემის ხაზი, რომელიც ყველა მცენარეს უზრუნველყოფს სარწყავი წყლით.

შესაძლებელია აგრეთვე ბაზოს თავზე ან კვალში ყოველ რიგში დაიდოს სარწყავი წყლის ხაზი და ზემოდან გადაეფაროს მულჩის ცელოფანი ანდა ბუნებრივი მულჩი. გარდა ამისა მაღალი მოსავლის მისაღებად აუცილებელია, რომ მცენარე გაისხლას, წაეწყვიტოს წვერი, ქვედა 2-3 ნამხრევის გარდა სხვები მოშორდეს, რათა მცენარემ განივითაროს 3-4 ჩონჩხის შემქმნელი ღერო, რომლებზედაც შემდეგში მოგვცემს ნაზ ყლორტებს.

დაახლოებით 7 დღეში ერთხელ რწყავენ და ნიადაგს უფხვიერებენ. თუმცა იგი უმჯობესია ჩატარდეს ნიადაგში ტენის ხელით ანდა ტენსიომეტრით კონტროლის პირობებში. წყლის ხარჯვის ნორმა 10ლ/1მ²-ზე. აუცილებელი რეჰანის სათბურის ხშირი განიავება, სხვადასხვა დაავადებების თავიდან ასაცილებლად. ოპტიმალური ტემპერატურის პირობების, ნიადაგის და ჰაერის ტენიანობის დაცვის შემთხვევაში მცენარეები არ ავადდებიან და მათზე ნაკლებად ანდა სულაც არ სახლდება მავნებლები. რისთვისაც ამის გარდა აუცილებელია სათბურში დავიცვათ კულტურათა მონაცვლეობაც. რაც სერიოზულად ამცირებს ნიადაგში პათოგენური საწყისის დაგროვების საშიშროებას.

მოსავალს აღებისას შერჩევით ამეჩხერებენ ნარგაობას, რომლის დროსაც ჭრიან 15-20 სმ სიგრძის წვერებს და ღეროებს. ისე, რომ ღეროს ძირთან დარჩეს 1-2 წყვილი ფოთელი. ნარგაობას ყოველი მოჭრის შემდეგ უტარებენ გამოკვებას. მოსავლიანობა 1მ²-ზე 2-7კგ-ია, რასაც ჯიშური თავისებურება და მოვლის ტექნოლოგიის ზუსტი დაცვა განაპირობებს.

ყოველივე ზემოთ მოყვანილიდან კარგად ჩანს, რომ რეჰანის ზამთარში საწარმო​ებლად აუცილებელი იქნება მდგრადი და ტექნოლოგიურად კარგად აღჭურვილი სათბურის (გათბობა, ვენტილაცია, დრენაჟი, თანამედროვე წვეთოვანი სარწყავი სისტემა და ა. შ.) კონსტრუირება, რის გარეშეც მაღალი და რენტაბელური მოსავლის მიღება ვერ მოხერხდება.

აუცილებელი რეჰანის სათბურის ხშირი განიავება, სხვადასხვა დაავადებების თავიდან ასაცილებლად. ოპტიმალური ტემპერატურის პირობების, ნიადაგის და ჰაერის ტენიანობის დაცვის შემთხვევაში მცენარეები არ ავადდებიან და მათზე ნაკლებად ანდა სულაც არ სახლდება მავნებლები. ამის გარდა, აუცილებელია, სათბურში დავიცვათ კულტურათა მონაცვლეობაც, რაც სერიოზულად ამცირებს ნიადაგში პათოგენური საწყისის დაგროვების საშიშროებას.

მოსავალს აღებისას შერჩევით ამეჩხერებენ ნარგაობას, რომლის დროსაც ჭრიან 15-20 სმ სიგრძის წვერებს და ღეროებს. ღეროს ძირთან ტოვებენ 1-2 წყვილ ფოთელს. ყოველი მოჭრის შემდეგ უტარებენ გამოკვებას. მოსავლიანობა 1მ²-ზე 2-7კგ-ია, რასაც ჯიშური თავისებურება და მოვლის ტექნოლოგიის ზუსტი დაცვა განაპირობებს.

რეჰანის წარმოების ტექნოლოგიური გეგმა
ტექნოლოგიუ-

რი ოპერაცია

ტექნოლოგიური აღწერა და დანიშნულება საქმიანობის სიხშირე
სათბურის სუბსტრატის მომზადება ავიღოთ 1წილი ტყის კორდის მიწა, 1წილი ნაკელი ან ტორფი და 1წილი ცეოლიტი ან აგროპერლიტი ანდა მდინარის სილა. ფესვის სიდამპლის საწინაარმდეგოდ სუბსტრატის 2%-იანი ტრიქოდერმინის(აგროკატენა) ნაზავით დამუშავება. მიღებული სუბსტრატის pH 6-7-ს უნდა უდრიდეს. ჩავტაროთ ნიადაგის ქიმიური ანალიზი NPK-ს აგრეთვე ძირითადი მიკროელემენტების დეფიციტის დადგენის შემთხვევაში შესავსებად დავუმატოთ საჭირო რაოდენობის მინერალური სასუქები. სექტემბერი
საჩითილეების მომზადება გამზადებულ სუბსტრატზე სათბურში ცალკე არსებულ საჩითილეში ანდა კასეტებში ვყრით და ვთესავთ ჰიბრიდულ თესლს, ვრწყავთ და პერიოდულად ვასხურებთ ფუნგიციდებს ჩითილების წაწვენისა და ფესვის სიდამპლის საწინააღმდეგოდ (აგროკატენა, აპრონ XL, პრევიკური და ა.შ.) სექტემბრი-ოქტომბერი
ჩითილების რგვა სათბურში სუბსტრატი, წინასწარ თიხადაყრილ და დატკეპნილ გრუნტზე ბაზოებად ან კვლებად იყრება, რომელსაც ვამუშავებთ ზემოთ დასახელებული ერთერთი პრეპარატით, ვდებთ სარწყავ მილს და თითოეულ საწვეთურთან ვრგავთ კარგად განვითარებულ ჩითილს (40-50დღიანს).ზემოდან კი ვაფარებთ მულჩის ფირს. ნოემბერი
გათბობა ზამთარში ამ სითბოს მოყვარულ კულტურისათვის ძირითადი პირობაა ოპტიმალური ტემპერატურის შექმნა, რისთვისაც საჭიროა ტექნიკურად გამართული გათბობის სისტემის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს რეჰანისათვის ოპტიმალურ ტემპერატურულ პირობებს 22-28°C, რადგან 15°C- ს ქვემოთ თითქმის წყვეტს განვითარებას, ხოლო 5°C-ზე კი როგორც წესი იღუპება. ტეპერატურის კონტროლი ხდება ელექტრონული თერმომეტრის მეშვეუბით, რომელიც აღჭურვილია მინ-მაქსისა და შიდა-გარე ფუნქციით. მაღალი ტემპერატურის პირობებში გადახურებისგან სათბური შეიძლება დავიცვათ პოლიეთინის ფირზე საჩრდილობელი ხსნარის შესხურებით ან საჩრდოლობელი ბადეების გამოყენებით. თბილი ზამთრის პირობებში სასურველი იქნება გარკვეულ დრომდე სათბურში ღამით ჩაირთოს დამატებითი გათბობა (ტემპერატურის 20°C-ზე ზემოთ გასაზრდელად), რათა მოხდეს რეჰანის წარმოება იმ სეზონზე როდესაც მისი ფასი შედარებით მაღალია. გვიანი შემოდგომიდან ადრე გაზაფხულის ჩათვლით
განათება რეჰანისათვის აუცილებელია კარგი განათება (3-5 ათასი და მეტი), რათა შემოკლდეს განვითარების ხანგრძლივობა.
ტენიანობა ოპტიმალურია 65-75% შეფარდებითი ტენიანობა, რომლის რეგულაცია სათბურის გვერდითი განიავებით ან გამართული იძულებითი ვენტილაციით მიიხწაევა. საჭიროებისამებრ
ირიგაცია მორწყვის სიხშირეს განსაზღვრავს სათბურის ტემპერატურა და ნიადაგის ტენი. ამისათვის აუცილებელია კვირაში ერთხელ ხელით ან ტენსიონომეტრით გადამოწმდეს ნიადაგის ტენი და თუ ნიადაგი მშრალია უნდა ჩატარდეს მორწყვა საშ. 1.5-2.0 ლ. ძირზე. სუბსტრატში სილის გამოყენებისას წყლის შემკავებლობის უნარი მცირდება და ამიტომ საჭიროა ხშირიმცირე დოზებით რწყვა. საჭიროების მიხედვით კვირაში ერთხელ
ვენტილაცია მუდმივადაა აუცილებელია. რეჰანს უყვარს მზე და სითბო მაგრამ არ უყვარს დახუთული გარემო. სასურველია იძულებით ვენტილაციისთვის ვენტილატორების დაყენება, თუმცა ზედმეტი დანახარჯების თავიდან აცილებისათვის შესაძლებელია ხელოვნური ვენტილატორებზე უარის თქმა და სათბურის ორმხრივი განიავებით დაკმაყოფილებაც. გაზაფხულის მეორე ნახევარი, ზაფხული, შემოდგომის პირველი ნახევარი
კვება (სასუქები) აუცილებელია მცენარეთა კვების რეჟიმის დაცვა და დაბალანსება. წელიწადში ერთხელ, გვიან შემოდგომით ანდა ადრე გაზაფხულზე ნიადაგში შეტანილი იქნეს ნიტროამოფოსი (N16,P16,K16) დოზით N80 P80 K80. ან ქათმის სკლინტის წუნწუხი (1:15) ხოლო დანარჩენ პერიოდში, საჭიროების შემთხვევაში, ვიზუალურად გამოყენებული იქნეს ფოთლოვანი კვება. ნაზარდის წარმოქმნის პერიოდში გამოიყენოს აზოტის უპირატესი შემცველობის სასუქები  ფოთლებზე შესხურება N19:P19K19 (ას ლიტრ წყალში იხსნება ერთი კილოგრამი). მცენარის ფორმირების დროს კი ფოსფორისა და კალიუმის მაღალი შემცველობის სასუქები ფესვგარეშე კვების პრეპარატები მაგ. N5P10K40. ამ პრეპარატის შესხურება ფოთლებზე უნდა მოხდეს, საჭიროების მიხედვით თუმცა არა უმეტეს 2 კვირაში ერთხელ.
მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლა ფესვის სიდამპლეების საწინააღმდეგო ღონისძიებები ზემოთ იყო განხილული. ბუგრების და სხვა მწუწნი მავნებლების საწინააღმდეგოდ კი სასჭიროა გამოვიყენოთ ალპგორი (0,75) ან ბინგო ან ბი 58. ნაცრის გამძლე რასების წარმოშობის აღსაკვეთათ რეკომენდირებულია კოლოიდური გოგირდის შესხურება. ხოლო ჭრაქისა და ფოთლის ლაქიანობის წინააღმდეგ კი რიდომილ გოლდი ანდა სპილენძის შემცველი პრეპარატები. საჭიროებისამებრ
დაბუჩქება მაღალი მოსავლის მისაღებად აუცილებელია, რომ მცენარე გაისხლას, წაეწყვიტოს წვერი, ქვედა 2-3 ნამხრევის გარდა სხვები მოშორდეს, რათა მცენარემ განივითაროს 3-4 ჩონჩხის შემქმნელი ტოტი, რომლებზედაც შემდეგში მოგვცემს ნაზ ყლორტებს.
სხვლა ყლორტის გადაჭრა სარეალიზაციოდ ხდება ღეროს ძირიდან 2-3 მუხლს/ფოთლის ზემოთ, დაგვიანებული გადაჭრა იწვევს ახალგაზრდა ყლორტების გადაბერებას და გაფუჭებას. ივლისის აგვისტოს პერიოდში როდესაც მწვანილის ფასი ძალზედ დაბალია და თანაც ძალიან ცხელა, ეს პროცესი (გადაჭრა) რეკომენდებული არ არის, უმჯობესია ეს პერიოდი სუსტ მცენარები გასაძლიერებლად გამოვიყენოთ. საჭიროებისამებრ
მონიტორინგი გეგმიური მონიტორინგი ტარდება მობილიზატორის მიერ კვირაში ერთხელ ვეგეტაციის, ხოლო მოსვენების პერიოდში კი თვეში ერთხელ. გარდა ამისა აუცილებლად ჩატარდეს დარგის სპევიალისტის (პროექტის ან მოწვეულის) მიერ თვეში ერთხელ, მდგომარეობის გამოკვლევა ვეგეტაციის კრიტიკულ პეიოდებში კი ორ კვირაში ერთხელ წლის განმავლობაში
კონსულტანტის მოწვევა კონსულტანტის მოწვევა ხორციელდება მობილიზატორისა და დარგის სპეციალისტის მიერ კოოპერატივის ლიდერთან შეთანხმებით და პროექტის დირექტორის ნებართვით. წლის განმავლობაში

სასურველია ჩითილს ვეგეტაციის პერიოდში გაყვითლებული ძველი რთული ფოთლების მთლინად მოშორება. ვეგეტაციის შუა ფაზიდან.